ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას - საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა, ამიტომ დაუშვებელია სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ​.

“საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ კორონავირუსის აცრასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც სინოდის დადგენილებაშია ასახული.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოხდა მისი განმარტება, უკანასკნელ პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან დაფიქსირებული რადიკალური პოზიციის გამო, კვლავ გავიმეორებთ, რომ აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა. და ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ. მკურნალობის ამ მეთოდთან მიმართებაში, ქრისტიანისათვის რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია უხეში და შეურაცხმყოფელი მიმართვების გავრცელებაც. წმ. სინოდის განჩინებას ასევე ეწინააღმდეგება მოძღვრის მიერ მრევლისთვის მსახურებაზე პირბადის ტარების აკრძალვა.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი ნაკარნახევი. ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ეს ღვთისგან მონიჭებული ხელშეუხებელი უფლებაა და მისი დაცვა აუცილებელია.

კიდევ ერთხელ მივმართავთ სასულიერო პირებს, რომ მათი ქმედებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ გასცდეს სინოდის განჩინებას. თვითნებობის შემთხვევაში კი მრევლს შეუძლია  მომართოს საქართველოს საპატრიარქოს”,- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵“უცხოეთში დროებით თუ სამუდამოდ დაკარგულმა ქალებმა ვიცით, რა მსხვერპლზე მივდივართ და რატომ ვაკეთებთ ამას“ - ლალი იმედაიშვილი 

🔵“ღმერთო, რა გაგვაჩინე ეს უტვინო ერი?! მთელი ერის ჭკუა-გონება მხოლოდ ათიოდე პროცენტს და დანარჩენს ნული?!“ - სოლომონ ნერგაძე

🔵დიახ, მე 6 ოქტომბერს მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა სააკაშვილის სიკვდილი ან დასხივებით – რადიო ტალღებით მისი ნერვიული აშლილობა და დემორალიზება-თაკო ჩარკვიანი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793096563

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: გაშიფრულები ხართ, როგორც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი

„4 ოქტომბერს თქვენ ელოდებოდით რევოლუციურ პროცესებს და როდესაც რევოლუცია ვერ შედგა საქართველოში, თქვენმა გარე უფროსობამ დაგავალათ, შებრძანდით პარლამენტში, შიგნიდან გვჭირდება დამხმარე ძალა, რომ საბოტაჟი...

ლევან მაჭავარიანი

1793093580

ახალი ამბები

მაია ბითაძე: მუზეუმების მოდერნიზაცია, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და საგანმანათლებლო ფუნქციის გაძლიერება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან გიორგი თუშიშვილთან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერ მალხაზ ბეგიაშვილთან და გურჯ...

მაია ბითაძე

1793093528

ახალი ამბები

კახა კალაძე: არიან კონკრეტული ოჯახები, ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა ეს ყველაფერი - ხომ შეუძლებელია, ეს უბრალოდ მოიგონო?

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საზოგადოებამ უამრავი დანაშაული საკუთარ თავზე გამოცადა, რასაც ადასტურებს ის პროტესტი, რომელიც ამ პარტიის წინააღმდეგ არსე...

კახა კალაძე

1793092176

ახალი ამბები

კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ გააჩნიათ

„ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ არანაირი კონტრარგუმენტი იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს. მისივე თქმით, ის...

კახა კალაძე

1793092135

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ყველაფერი ძალიან მკაფიოა, ეს არ არის უბრალოდ საკონსტიტუციო პროცესი, ეს არის ხალხის მიერ იმ ძალების გასამართლება, რომლებმაც ქვეყანას მხოლოდ დამანგრეველი შედეგები მოუტანეს

„რადიკალური ოპოზიცია არის საკონსტიტუციო სასამართლოს და ხალხის სასამართლოს განსასჯელის სკამზე. იმ ქმედებების გამო, რასაც ეს არაკონსტიტუციური ძალები ამდენი წლის განმავლობაში თავს ახვევდნენ ქვეყანას და ხ...

ლევან მახაშვილი: