კორუფციის აღქმის ინდექსი 2021: საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსი ერთი ქულით გაუარესდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 55 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით გაუარესებული შედეგია. რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 45-ე ადგილს და რეგიონში [აღმოსავლეთ ევროპა და შუა აზია] პირველობას ინარჩუნებს.
„სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში, რომელიც, 55 ქულით, რეგიონში ლიდერობს. მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების განმარტებაში ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ფორმალურად დატოვა პოლიტიკა. მისმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ბოლო წლებში საბოლოოდ ხელში ჩაიგდო სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რითაც, ფაქტობრივად, შეაჩერა კორუფციასთან საბრძოლველად საჭირო პოლიტიკური იმპულსი.“
„კორუფციის აღქმის ინდექსი“ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ექსპერტებისა და ბიზნესს სექტორის მოსაზრებებზე დაყრდნობით.
არის თუ არა 55 ქულა კარგი შედეგი?
იმის გათვალისწინებით, რომ რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 55 ქულა საშუალო მაჩვენებელია. მაგალითისთვის, საუკეთესო შედეგის მქონე 10 ქვეყნის ქულები 80-ს აღემატება.
უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს ქულა საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა 2012 წლის შემდეგ,[1] რაც ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს. სახელმწიფოს ინსტიტუტების მიტაცების ტენდენციის პარალელურად, საქართველოს მთავრობისთვის კორუფციასთან ბრძოლა არ წარმოადგენს პრიორიტეტს და ბოლო წლებში არ განხორციელებულა იმგვარი მასშტაბის ან ამბიციის რეფორმა, რომელიც ანტიკორუფციულ გარემოს გააუმჯობესებდა.
კორუფციასთან ამგვარი დამოკიდებულება უკიდურესად სახიფათოა, რადგან მუდმივი და აქტიური წინააღმდეგობის გარეშე, კორუფციის პრობლემის მხოლოდ დამძიმებას უნდა ველოდოთ
საქართველოს ქულა მეტწილად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში დაბალია წვრილმანი მექრთამეობა. თუმცა, ამავე დროს, ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც არსებობს, ქმნის იდეალურ გარემოს კორუფციის გაღრმავებისთვის. ეს გამოწვევებია:
არაფორმალური მმართველობა – პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის ფორმალურად წასვლის მიუხედავად, მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობები დღემდე სწორედ მის კომპანიებში ნამუშევარ ადამიანებს უკავიათ.
ძალაუფლების არაჯანსაღი კონცენტრაცია მმართველი პარტიის ხელში.
გაწონასწორებასა და შეკავების დემოკრატიული სისტემის დასუსტება – სასამართლოს, პროკურატურის და დამოუკიდებელი ინსტიტუციების პოლიტიკური დამორჩილება.
პარლამენტის სუსტი საზედამხედველო როლი კორუფციის შეკავების პროცესში.
მაღალი დონის კორუფცია – კორუფციის ასეთ სავარაუდო შემთხვევებზე რეაგირება, როგორც წესი, არაეფექტურია. საგამოძიებო ორგანოების მიერ კორუფციის ფაქტები ხშირად გამოუძიებელი და დაუსჯელი რჩება. არ არსებობს კორუფციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ინსტიტუტი.
შეჩერებული ანტიკორუფციული რეფორმა – მთელი რიგი ანტიკორუფციული მექანიზმები სუსტია (ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი) ან მხოლოდ ქაღალდზე არსებობს (ინტერესთა შეუთავსებლობა, ნეპოტიზმი, მხილება და მამხილებელთა დაცვა, მბრუნავი კარი).“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე საინტერესოა:
🔵 100 ლარს მიიღებენ 50 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც ბუსტერ დოზით აიცრებიან
1793041745
სპორტიხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულშია
უკვე ცნობილია 2026 წლის „ოქროს ბურთის“ (Ballon d’Or) ნომინანტთა საუკეთესო ათეული, რომელთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაცაა. საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: უსმან დემბელე, ერლინგ ჰალანდი, ჰარი კეინი, ხვიჩა...
1793041223
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ - ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად
ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ, იქიდან გამომდინარე, რომ არის ორი მხარე - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლება, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქ...
1793038784
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბულგარეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია, მნიშვნელოვანია აქტიური, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები
„ბულგარეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელთანაც გვაერთიანებს შავი ზღვა და ის პროექტები, რომლებიც სწორედ დაკავშირებადობას უკავშირდება“, – ამის შესახებ საგარეო...
1793036987
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ
მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ სათავ...
1793035453
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში
სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრ...


























