"მონობა არ ვარგა არავის მიმართ, არც რუსების მიმართ, არც ევროპელების მიმართ, არც ამერიკელების მიმართ" - კახა კალაძე
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე ისევ იმეორებს ნარატივს, რომ საქართველოს ომში ჩართვა სურთ. მისი აზრით, მონობა არ ვარგა არც რუსების მიმართ, არც ევროპელების მიმართ, არც ამერიკელების მიმართ.
"როდესაც ხდება საუბარი თუნდაც ომში ჩართვაზე. უამრავი განცხადებებია ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღესაც გრძელდება ეს მოწოდებები, მნიშვნელოვანია ჩვენ შევინარჩუნოთ ღირსება, ჩვენი იდენტობა, ჩვენი სუვერენიტეტი. შეიძლება თქვენ გაქვთ სურვილი ცალ ფეხზე იდგეთ, ეს თქვენი ნებაა, შეგიძლიათ ასე იმოქმედოთ.
მონობა არ ვარგა არავის მიმართ, არც რუსების მიმართ, არც ევროპელების მიმართ, არც ამერიკელების მიმართ. გამოდიოდნენ პირდაპირ საუბრობდნენ ამაზე, ამაზე, შეიძლება საამაყოც იყოსო რომელიღაცა ქვეყნის აგენტობა, ჩემთვის მიუღებელია. ვისაც აქვს სურვილი ცალ ფეხზე იდგეს და ცალ ფეხზე გააგრძელოს დამოკიდებულობა და მონობა, მათი გადასაწყვეტია", - თქვა კალაძემ.
კითხვაზე, ის რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, არის თუ არა რუსული ნარატივი, კალაძე პასუხობს: "ნარატივი არის რეალობა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ განცხადებები, ხომ მარტივია ამის მოძიება".
მისივე მტკიცებით, საქართველოში რუსულ პროპაგანდას "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული კრიტიკული მედიები არიან.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საქართველოში საშუალო ხელფასი 1,773 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი
1774120040
ახალი ამბებიარქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი: მთელი საქართველო განიცდის, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე მტკივნეულად ამას ემიგრანტები განიცდიან
„მთელი საქართველო განიცდის, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე მტკივნეულად ამას ემიგრანტები განიცდიან. ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა ემიგრანტებისთვის ჩვენი პატრიარქი. პატრიარქს ყველა უყვარდა, მაგრამ განსაკუთრებულ...
1774118466
ახალი ამბებივატიკანის დელეგაცია უკვე საქართველოშია -კარდინალი და მისი თანმხლები პირები ვატიკანიდან პატრიარქის დაკრძალვისთვის ჩამოვიდნენ
კარდინალ კურტ კოხისა და ამავე დიკასტერიის თანამშრომელს მონსენიორ ლადრაპა იარომირს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პაპის დესპანი, მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, მრჩეველი მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია და...
1774117579
ახალი ამბებიარქიმანდრიტი გრიგოლი: შეგეძლო, პატრიარქთან მისულიყავი და უშიშრად გეთქვა შენი სატკივარი, მის შენიშვნას ახლდა ზრუნვა, მამა იყო
„შეგეძლო, პატრიარქთან მისულიყავი და უშიშრად გეთქვა შენი სატკივარი. მის შენიშვნას ახლდა ზრუნვა“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ათონის მთის იოანე ღვთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა არქიმანდრ...
1774115812
ახალი ამბებიმარიკა კვალიაშვილი: როდესაც 21 წლის ვაჟი გარდამეცვალა, წლების შემდეგ 29 წლის შვილიშვილი, რომ არა პატრიარქი, გამოსავლის ძებნა ძალიან ძნელი იქნებოდა
„როდესაც 21 წლის ვაჟი გარდამეცვალა, შემდეგ 29 წლის შვილიშვილი და რომ არა პატრიარქი, ამ შემთხვევაში გამოსავლის ძებნა ძალიან ძნელი იქნებოდა“, - განაცხადა კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა გადაცემაში „ღია...
1774113020
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე წუთის წინ სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა
უნგრეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა. სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო...































