რატომ არ შეუშვეს უკრაინის სახალხო დამცველი გლდანის საპატიმროში?
უკრაინის სახალხო დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს,უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის გამო.
ლუდმილა დენისოვა ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ განცხადებები უკვე გაუგზავნა გაეროს და ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტებს, ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს და ევროსაბჭოს კომისარს, ასევე ეუთოს ხელმძღვანელს.
დენისოვა იმედს გამოთქვას,რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, უსაფრთხოების, შესაბამისი სამედიცინო დახმარების და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს.
16 ნოემბერს, მესამე პრეზიდენტის, ამჟამად უკრაინის მოქალაქის მოსანახულებლად მისული, უკრაინის სახალხო დამცველი გლდანის სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში არ შეუშვეს.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა გრძელდება.
უარის მიზეზებზე არაერთი განმარტება გააკეთა საქართველოს მთავრობის წევრებმა და პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა.
ირაკლი კობახიძე: „სჯობს უკრაინის სახალხო დამცველმა მეტი ყურადღება იმ „ათასობით“ პატიმარს დაუთმოს, რომლებიც უკრაინულ ციხეებში ჰყავს“.
ირაკლი ქადაგიშვილი: „საქართველო, ეს არ არის ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა. უკრაინის დეპუტატი იქნება, თუ სახალხო დამცველი, კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს“.
გიორგი ვოლსკი:„უკრაინის სახალხო დამცველი იქნება, თუ დეპუტატი ვისიც გინდა იყოს, თუნდაც ჟურნალისტი გორდონი, რომელიც შემოდის ქვეყანაში, როცა მათ უარს ეუბნებიან შემოსვლაზე, განპირობებულია იმით, რომ ისინი თავის მოვალეობის შესასრულებლად კი არ მოდიან, არამედ იმისთვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესი გააღვივონ, განავითარონ და დამატებითი საწვავი შესძინონ ამ დესტაბილიზაციის მცდელობას, რაც პირადად მიხეილ სააკაშვილს და ნაცმოძრაობას გააჩნია“.
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე: „საქართველოს კანონმდებლობით, არ არის გათვალისწინებული საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა, არ არის ამის აუცილებლობა, არ გვაქვს ჩვენ ამის ვალდებულება“.
ის რომ საშუალება არ მიეცა უკრაინის სახალხო დამცველს, მსჯავრდადებულის მონახულების, შეაფასეს ოპოზიციაში.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ნონიაშვილი: ეს ქვეყანა ძალაუფლებას იყენებს ბოროტად და არასწორი გეზით, რომელიც ჩრდილოეთისკენ მიდის, ასე იქცევიან "პუტინის ბანაკის" წევრები“.
„მოულოდნელი და მიუღებელი“ ასე შეაფასა გლდანის საპატიმროში უკრაინის სახალხო დამცველის არ შეშვების ფაქტი, საქართველოს სახალხო დამცველმა. როგორც ნინო ლომჯარიამ თქვა, საქართველომ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს.
ფაქტს გამოეხმაურა, ასევე საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილმა თქვა, რომ „საქართველოს ხელისუფლება იზიარებს იმ პრაქტიკას, რომელიც რუსეთშია დამკვიდრებული წლების განმავლობაში“.
უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ერთხელ უკვე, 27 ოქტომბერს მოინახულა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა შიმშილობს. 9 დღეა, რაც იგი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი საკვებ დანამატებს 11 დღეა აღარ იღებს.
11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საქმეები, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წაყენებული: „გირგვლიანის საქმე“ „ვალერი გელაშვილის ცემის საქმე“, „ტელეკომპანია იმედში შეჭრის და დარბევის საქმე“, „სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე“ და ასევე „საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმე“.
ამავე თემაზე:
1791702486
ახალი ამბებიპოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, უცხოქვეყნის მ...
1791698641
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ოქტომბერს საქართველოში
11 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბა...
1791665025
საზოგადოებაგიორგი გველესიანი: მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში - თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ამომრჩეველსაც
მე მაინც ვერ ვხდები, თქვენ რაზე აღშფოთდით და რა იყო ტყუილი ჩემს ნათქვამში. მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ ხალხს, იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც განზრახ, მიზანმიმართულად ჩვენი ქვე...
1791663611
საზოგადოებასახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცეცხლის კერა „დელტას“ ტერიტორიაზე მდე...
1791662819
საზოგადოებაპაატა სალია: ის ადამიანები ცდილობენ ისევ სიტუაციის არევას, ვინც იმ ძალადობრივი სისტემის შემოქმედი იყო - კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობთ: ჩვენი მმართველობის პერიოდში სიტუაცია სტაბილურია ციხეებში და ყოველთვის ექვემდებარება მართვას
„არანაირი ბუნტი არსად არ ყოფილა, ჩვენი მმართველობის პერიოდში ციხეებში ადამიანის ღირსება, ადამიანის უფლებები დაცულია, მაგრამ ასევე დაცულია უსაფრთხოება, ასევე დაცულია ის, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ამ ცრუ ნ...




























