ექიმი: მიხეილ სააკაშვილი, ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, თუმცა მას სჭირდება ინტენსიური თერაპია
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე არ არის, მაგრამ მდგომარეობა ძალიან ახლოსაა იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.
ექიმმა ციხის სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პაციენტი, როგორიც დღეს მიხეილ სააკაშვილია, ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, თუმცა მას სჭირდება ინტენსიური თერაპია.
„სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს, ამას ადასტურებს ყველა, ვინც იქ არის. მდგომარეობა ვერ ვიტყვი, რომ საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება. მის ანალიზებში არის ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და მკურნალობას", - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.
„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეს ინფრასტრუქტურა შექმნილია 2 კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული, საკმაოდ კარგად აღჭურვილი, თანამშრომლები გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან, იქ არის ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და მორიგე ექიმი ყოველ დღე, მაგრამ უარყოფითი არის ის, რომ რეიტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს“. - თქვა ექიმმა.
ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას დღეს მოამზადებს და საღამოს ჩანიშნულ საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროებს.
გლდანის სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად და ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
სხვა სიახლეები:
1795611296
მსოფლიო„არ გაემგზავროთ ირანში არცერთი მიზეზით“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები, შესაძლოა...
1795610674
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი ზუგდიდის ტექნოპარკში AI ინოვაციის კვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ზუგდიდის ტექნოპარკში AI ინოვაციის კვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. AI ინოვაციის კვირეული 5-დღიანი პრაქტიკულ...
1795609740
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრაზე გ...
1795609552
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: რაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, რუსეთი რეგიონში უფრო გაძლიერდა
„ჩვენმა თაობამ კარგად იცის, რომ რეალურად, აქ ე.წ. აგენტურის რევოლუცია მოხდა და მას ე.წ. ვარდების რევოლუცია დაარქვეს. სინამდვილეში, ეს იყო რუსეთის მიერ ხელშეწყობით გადატრიალება, რათა ხელისუფლებაში თავი...
1795608470
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინ...































