„23 წლის სრულიად ჯანმრთელი ვაჟკაცი კოვიდმა იმსხვერპლა“ - ღუდუშაურის კლინიკის თანამშრომელს დავით პაპასკირს მეგობრები ემშვიდობებიან

„საუკეთესო მეგობარი აღარ მყავს... უსამართლობას საზღვრები არ აქვს... ჩვენი შაბათის შეკრებები?! უაზრო ისტორიები, სამაგიდო თამაშები, ,,ფურტის" მეწყვილე“, - წერს 23 წლის გარდაცვლილის მეგობარი მაია ბერაძე. 

ღუდუშაურის კლინიკის თანამშრომელი, 23 წლის დავით პაპასკირი კორონავირუსს ემსხვერპლა.

ახალგაზრდა ბიჭს ოჯახის წევრები და მეგობრები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან და სამძიმრის წერილებს აქვეყნებენ.

„უსამართლობაა და არასწორია, რომ დაგვტოვე და მერე ვაცნობ შენ თავს ყველას. ჩემი ბიძაშვილის შვილი, დათო პაპასკირი - ჩვენი დიდი ტკივილი. 23 წლის სრულიად ჯანმრთელი ვაჟკაცი - კოვიდმა იმსხვრეპლა...რა ჰქვია ამას“, - წერს დიანა პაპასკირი.

„ვერ ვიჯერებ ახლაც. ბოლო წუთამდე იმედი მქონდა... რატო? ღმერთო, რატო წაგვართვი, რატო წაიყვანე, რატო?სული გამეყინა. ეს რა დიდი ტკივილი ხარ.. ხომ დაგვპირდი რომ იბრძოლებდი დათო, რატო წახვედი. ელიმ და მე მოვილაპარაკეთ სანამ შენ არ დაგულებდი ელენიკოს „სთორებს“ არაფერსაც აღარ დავდებდით... ახლა რა ვუთხრა ელის ? ყოველ დღე რომ გამოხატავდი მის მიმართ სითბოს და სიყვარულს, გიოს რომ უყურებ გული მიკვდება აქეთ გვამხხნევებს ჩვენ ყველას და მე ხომ ვიცი მის გულში ახლა რა ხდება. შენ ყველგან და ყოველთვის მაინც ჩვენ გვერდით იქნები, სადაც არ უნდა იყო. მშვიდობით, შეხვედრამდე“, - წერს თიკა გათენაშვილი.

„რატომ? რატომ დაგვტოვე? ეს რატომ გაგვიკეთე. ვინ მოვა აწი ჩემთან სახლში ვინ გამაცინებს, ვინ იჩხუბებს, ვინ მოჰყვება უაზრო ისტორიებს, ვინ დაჯდება შენს ადგილას? იმდენი გეგმები გვქონდა 5 მუშკეტერებს, ახლა სად წავიდეთ მარტო ? როგორ დავიჯერო რომ აღარ ხარ? საუკეთესო ძმა, მეგობარი იყავი. შენ ჩვენი გული თან წაიღე... ალბათ მალე ერთმანეთს შევხვდებით, მიყვარხარ“, - ემშვიდობებიან გარდაცვლილს ახლობლები.

დღის სხვა ამბები:

🔵 WHO: ფაქტები და მითები „ომიკრონის“ შესახებ

🔵 49 გარდაცვლილი და 8 767 ახალი შემთხვევა - კოვიდსტატისტიკის მორიგი ანტირეკორდი

🔵 "ომიკრონის გავრცელების პიკი, თებერვლის პირველ ნახევარში იქნება" - ბიძინა კულუმბეგოვი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794417130

ახალი ამბები

თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...

ყვითელი ლენტი

1794415878

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო

„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...

მიხეილ ყაველაშვილი

1794413989

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი

„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...

თორნიკე ჭეიშვილი

1794411572

ახალი ამბები

ნათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება

„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...

ნათია თურნავა

1794411071

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...

თორნიკე ჭეიშვილი