"ადამიანის მოტყუებით წაყვანა არის გატაცება. სტრასბურგის სასამართლოში იქნება ყველაფერი ნათქვამი" - ნიკა გვარამია
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, პატიმარ ექსპრეზიდენტის მოტყუებით გადაყვანასთან დაკავშირებით, სამართლებრივი რეაგირებისთვის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
"ადამიანის მოტყუებით თავისუფლების აღკვეთა და წაყვანა არის გატაცება, მაგას მეტი არაფერი ჰქვია. ამას გარდა, ნინო ლომჯარია რამდენად მე ვიცი ადასტურებს, რომ დაზიანებას აქვს ადგილი, უბრალოდ ექიმმა უნდა ნახოს, რისი დამტკიცებაც გვინდოდა და ამისთვის ვაპირებ იქ შესვლას, მეც უნდა მოვისმინო პირადად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ხვალ ვაპირებთ მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას დილიდან და მე მჭირდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენება ამასთან დაკავშირებით.
ვიმეორებ, რომ დილიდან და ეს არ ხდება საქართველოში, მოხდება სხვაგან, ამიტომ ამ წუთში მე მიზღუდავენ, როგორც ადვოკატს, მოვიპოვო ჩვენება ტერორისტულ აქტთან, თუ გატაცებასთან დაკავშირებით და წავიღო პირდაპირ ვთქვათ, სტრასბურგის სასამართლოში.
ამ წუთში მიზღუდავენ ამას და რა თქმა უნდა, ამის შესახებაც სტრასბურგის სასამართლოში იქნება ყველაფერი ნათქვამი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.
მანამდე ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, მე-40 დღეა შიმშილობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 სახალხო დამცველი: სააკაშვილმა იცოდა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ
1788338736
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი გ. ს.-ის და ინდივიდუალური მეწარმე ვ. ხ.-ის (მისამართი: გორი, სოფ...
1788336921
საზოგადოებაშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახალგაზრდა ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების გამო. „ქართულ-აფხაზური საზოგადოების წ...
1788336646
საზოგადოებაკახა კალაძე: ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს
რუსთაველის გამზირზე არსებული ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა რეკონსტრუქციის შედეგად, მაქსიმალურად შეინარჩუნებს მის პირვანდელ იერსახეს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტი...
1788335803
საზოგადოებაალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
მთაწმინდის რაიონის გამგეობა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში, 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე...
1788333842
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: სააკაშვილი არის მაოხრებელი გზირი. მისთვის, რაც ადამიანური და ქართულია, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, მზად არის სისხლი დაიღვაროს და შემდეგ ამ დაღვრილ სისხლსა და დაკარგულ ტერიტორიებს ისევ ქვების გროვა უწოდოს
სააკაშვილისთვის რაც ადამიანური და ქართულია, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, მზად არის სისხლი დაიღვაროს და შემდეგ ამ დაღვრილ სისხლსა და დაკარგულ ტერიტორიებს ისევ ქვების გროვა უწოდოს, - განაცხადა პარლამენტ...


























