„არ ვიცი როგორ ვიცხოვრო ამ ტკივილთან ერთად, უშენოდ...“ - საფრანგეთში მოკლული 25 წლის ახალგაზრდა კაცის მეუღლე
„მეც დამჭრეს, მეც მომკლეს. ალიკა. გუშინ ათი თვე შეგვისრულდა რაც ერთად ვართ, გახსოვს როგორ არ გვჯეროდა და ერთმანეთს ვეკითხებოდით: – შენ ჩემი ცოლი ხარ? – შენ ჩემი ქმარი ხარ?“, - საფრანგეთში სასტიკად მოკლული 25 წლის ალექსი გოგუას მეუღლე ტასო კვარაცხელია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„როგორ ხარ ჩემო სიყვარულო?
მე არ ვიცი როგორ ვარ, ჩემი გული ჯერ კიდევ ძგერს, ისე ძლიერ, რომ ყოველი ძგერის ხმა მესმის.
ხომ არ გშია?
მე თავს ძალას ვატან, რომ ცოტა ვჭამო.
ხომ არ გცივა? ხომ არ გტკივა?
მე ძალიან მტკივა გული, მეც დამჭრეს, მეც მომკლეს. ალიკა. გუშინ ათი თვე შეგვისრულდა რაც ერთად ვართ, გახსოვს როგორ არ გვჯეროდა და ერთმანეთს ვეკითხებოდით:
– შენ ჩემი ცოლი ხარ?
– შენ ჩემი ქმარი ხარ?
მერე ჩვენს თავზე გვეცინებოდა და ისე ალერსიანად მეხუტებოდი და მკოცნიდი… მენატრებაა. შენ ჩემი ადამიანი ხარ და მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები შენი, რომ მე ამირჩიე.
ნეტა უფრო ადრე შეგხვედროდი, ნეტა ერთად დავბერებულიყავით.
შენ ხომ გინდოდა გენახე წლების შემდეგ, დამცინოდი ნეტა როგორი იქნებიო ბებერიო.
რამდენი ოცნება გვქონდა. მე ვიცოცხლებ იმისთვის, რომ შენი ოცნება რეალობად ვაქციო.
ჩემო ცხოვრების აზრო, ხომ არ გეშინია?
მე ძალიან მეშინია უშენოდ, მარტო ვარ. ჩემო ცისფერთვალება ძალიან მიყვარხარ.
ყველაფერს შენი სუნი აქვს.
შენს ბუთქუნიას უყვარხარ ძალიან, ნუ გეშინია მეც მოვალ შენთან და მერე სულ ერთად ვიქნებით. რატომ არ მოდიხარ ჩემთან და არ მესიზმრები?
იცოდე მწყინს მოდი და ჩამეხუტე.
მე არ ვიცი ღმერთმა ასე რატომ გამწირა, იქნებ კარგი ცოლი არ ვიყავი, იქნებ რამე არასწორად გავაკეთე, იქნებ ვერ დაგიცავი.
რა იქნება მომავალში, როგორ ვიცხოვრო უშენოდ.
არაა, არ მჯერაა!
არ ვიცი რას იზიარებს ხალხი, რატომ მწერენ რომ წუხთ, რატომ ვეუბნები მადლობას, შენ არ მომკვდარხარ! არააააა!
მაშინ მე რატომ ვარ ცოცხალი?! რატომ არ მიგყავარ?! უჩემოდ როგორ იქნები?! არ გენატრებიი? რამე მანიშნე, რამე მითხარი, დამესიზმრე!
როგორ გვინდოდა შვილები, შენ საუკეთესო მამა იქნებოდი მთელ მსოფლიოში. ღმერთმა არც შვილები მოგვცა. მე რა გავაკეთო ახლა მარტომ?
ჩემს სიცოცხლეს დავთმობდი შენს გამო, ძალიან მინდა შენთან ალიკა. ძალიან მენატრები. არ ვიცი როგორ ვიცხოვრო ამ ტკივილთან ერთად, უშენოდ.
მიყვარხარ ჩემო ცხოვრების აზრო და მეყვარები მუდამ” – წერს მოკლული ახალგაზრდა მეუღლე ტასო კვარაცხელია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
საფრანგეთში შელაპარაკების ნიადაგზე 25 წლის ალექსი გოგუა მოკლეს. ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ მარსელში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს შეკამათება ეთნიკურად არაბ კაცთან მოუვიდა, რომელიც მისი მეუღლისთვის ტელეფონის მოპარვას ცდილობდა. დაპირისპირებისას საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს.
დაშავებულს მარსელის საავადმყოფოში 6-საათიანი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ასევე საინტერესოა:
🔵 საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
🔵 ლოცვა ცოცხალთათვის - რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოთ
🔵 როგორ ინარჩუნებს ფორმას ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი - წონის კლება ჰოროსკოპის მიხედვით
1789737697
ახალი ამბებიპროკურატურა: ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული
ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს...
1789736897
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6071 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6076 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1789736338
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: არავის მივცემთ საშუალებას, რომ უკრაინის მსგავსად აქ პოლიგონი მოგვიწყონ
მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, გარკვეული ძალები უკრაინასა და საქართველოს გეოპოლიტიკურ ბრძოლაში მსხვერპლად და „პოლიგონად“ მოიაზრებენ, რათა ომის გზით რუსეთი დაასუსტონ. როგორც მმართვ...
1789735625
ახალი ამბებითავდაცვის მინისტრმა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების პირად შემადგენლობას ქვედანაყოფების დაარსების დღე მიულოცა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმში, მე-10 ტერიტორიუ...
1789734285
ახალი ამბებითბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა კლინიკებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მიმართვიანობის მაჩვენებლის მატება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ...






























