„არანაკლები გასაჭირი და სიღატაკე გაიარა იტალიამ, რომელიც დღეს ამაყად დგას განვითარებული ქვეყნების სიის სათავეში! საქართველოც შეძლებს!!!“
„პლუტოკრატია“ ქართულად ანუ რატომ ვერ მოხდება "მილანის სასწაული" ჩვენთან გუშინ, როდესაც ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს სტატია, ექსკლუზივtv- ს დირექტორის ხათუნა შარაძის პოსტი შემხვდა ფეისბუკზე.
ხათუნა, ვიტორიო დე სიკას გენიალური ფილმის "სასწაული მილანში" კადრს აზიარებდა, რომელსაც ასეთი შინაარსის ეპიგრაფი წაუმძღვარა: "ჯერ კიდევ ჰყავს იტალიას თაობა, რომელთაც კარგად ესმის ეკონომიკური სიდუხჭირის გამო მიგრირებული ადამიანების... არანაკლები გასაჭირი და სიღატაკე გაიარა იტალიამ, რომელიც დღეს ამაყად დგას განვითარებული ქვეყნების სიის სათავეში! საქართველოც შეძლებს!!! აგური და პური - აი მთელი ფილოსოფია!"
პოსტის კომენტარში დავწერე რომ საქართველო ვერ შეძლებს ამას და თუ რატომ, სარედაქციო სტატიაში დავწერდი. ჰოდა ინებეთ! - 10 ქართველი ჩინოსნის ხელფასი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფო კომპანიების მაღალი თანამდებობების პირები არიან, ყოველთვიურად 170 418 ლარს შეადგენს. წლიურად კი 2,045,016 ლარს უტოლდება. დავით საგანელიძე "საპარტნიორო ფონდის"- სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის დირექტორია.
ფონდის აქტივების პორტფელი შედგება შემდეგი სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებისგან: საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. ფონდი შეიქმნა საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.
დავით საგანელიძის ხელფასი 2020 წლის მონაცემებით ყოველთვიურად თითქმის 18 000 ლარია. 18 ათას ლარიანი ყოველთვიური ანაზღაურება აქვს ასევე სახელმწიფო კომპანიის “საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს დავით ფერაძეს. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება 13 ათას ლარზე ცოტათი ნაკლებია.
“საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემაც“, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან “ჭამს“, მისი გენერალური დირექტორის უჩა უჩანეიშვილის ხელფასი კი 15 ათას ლარს აჭარბებს. "ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის ხელფასებიც სოლიდური და თითქმის ერთი ოდენობისაა. კობა გვენეტაძე 17, 512 ლარს იღებს თვიურად, მისი მოადგილე არჩილ მესტვირიშვილი სულ შვიდი ლარით ნაკლებს, ანუ 17, 505 ლარს. 2018 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში დაიწყო საპენსიო რეფორმა.
შეიქმნა ასევე საბიუჯეტო ორგანიზაცია, "საპენსიო ფონდი", რომელიც განკარგავს ფონდში აკუმულირებულ თანხებს. ამჟამად ფონდის გენერალური დირექტორია გიორგი დანელია, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები 12, 500 ლარს ვუხდით თვეში. "ტკბილი ლუკმა" ბოლოსთვის შემოგინახეთ. მილიონერი მოხელეების სიის სათავეში ერთი ოჯახი დგას, ცოლ- ქმარი. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, მხოლოდ ხელფასის სახით, თვეში 17 ათას ლარზე ოდნავ ნაკლებს იღებს, კიდევ უფრო შთამბეჭდავია, მისი მეუღლის ეკა ბერიძის შემოსავალი, რომელიც "ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერსის" კომუნიკაციების დირექტორია და თვეში 24 ათას ლარს იღებს კომპანიიდან, რომელიც მეოთხე წელია უწყლობით ტანჯავს თბილისის მოსახლეობას.
შეგახსენებთ რომ თბილისის და მცხეთის წყალმომარაგების კომპანიაც სახელმწიფო შპს-ა. კიდევ უფრო გამაოგნებელი შემოსავალი ბექაური-ბერიძის ტანდემს ბიზნესიდან აქვს. სუპერმარკეტების ქსელი "ორი ნაბიჯი" მათი კუთვნილი კომპანიაა, საიდანაც გასულ წელს 4 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიუღიათ.
კი ბატონო, არაფერია გასაკვირი, როდესაც ადამიანი საკუთარი ბიზნესიდან იღებს მოგებას, მაგრამ ზემოთ ნახსენები ნებისმიერი "დიდმოხელე" სახელმწიფო ბიუჯეტს აზის და თამამად შეიძლება ითქვას, არავითარი სარგებელი არ მოაქვს არც ამ სახელმწიფოსთვის და არც მისი მოქალაქეებისთვის. პირიქითაც შეგვიძლია ვთქვათ, არცერთი ზემოთ ნახსენები კომპანია თუ ორგანიზაცია, არ მუშაობს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის შექმნისთვის, ცხოვრების და მომსახურების დონის გაუმჯობესებისთვის. ეს ზერელედ და ერთი თვალის შევლებითაც კარგად ჩანს.
ეროვნული ბანკი წელიწადში ორჯერ მაინც ზრდის სესხების რეფინანსირების განაკვეთს და ბანკის კრედიტებს უძვირებს საქართველოს მოსახლეობის მსხვილ ნაწილს.
"საქართველოს რკინიგზამ" ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთადერთი მაღალი კლასის მატარებელი იყიდა. ოზურგეთი-თბილისის რეისზე ისევ 1970-იან წლებში გამოშვებული ჭუჭყიანი მატარებელი დადის, ბორჯომი-ბაკურიანის საფირმო მარკა, "კუკუშკა", არარენტაბელობის მომიზეზებით, საერთოდ გააუქმეს. სემეკი გამუდმებით გვიძვირებს გაზის, ელექტროენერგიის, წყლის ტარიფებს, მომსახურება კი სრულიად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მილიონ ორასი ათასიანი ქალაქი და რეგიონებიც ხშირად რჩება დენის, წყლის, გაზმომარაგების გარეშე. საპენსიო ფონდის დირექტორის ხელფასი 41 -ჯერ მეტია რიგითი პენსიონერის პენსიაზე. რეალობას, რომელიც საქართველოში დგას, სოციალური უთანასწორობა ჰქვია, უფრო მკვეთრად, სოციალური უფსკრული და ახასიათებს ბანანის განუვითარებელ სახელმწიფოებს, როცა სახელმწიფო სიკეთეები ერთი პატარა ჯგუფის ხელშია, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ბოგანო!
ნებისმიერ მთავრობას, დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, სჭირდება ბოგანოთა კლასი, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობა, რომელიც სოციალურ შემწეობასაა მიჩერებული და ხმას მუდამ მთავრობებს აძლევს. ეს კლასი არის ნებისმიერი მმართველი ძალის საყრდენი, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა, "მოქალაქეთა კავშირი", " ნაციონალური მოძრაობა" თუ " ქართული ოცნება". ბოგანოების ერთობა კი ვერასოდეს ააშენებს სამართლიან სახელმწიფოს და ვერ შექმნის კეთილდღეობას.
ლალი იმედაიშვილი. ემიგრანტი ჟურნალისტი. იტალია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 მიხეილ სააკაშვილს წერილი შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოუგზავნეს
📌 ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
📌 "დარჩა ვინმე, ვისაც გახარიასა და "ნაცმოძრაობის" კოალიციის არ სჯერა?" - ანალიტიკოსი
1786616050
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი – შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს, ეს არის ქართველებისა და აფხაზების შერიგების არდაშვება, მშვიდობიანი პოლიტიკის იგნორირება და ჩიხში შეყვანა
„ურთიერთობების ნორმალიზება და აღდგენა სხვანაირად როგორ წარმოუდგენიათ, თუკი არ მოხდება ბიზნესთან მიმართებით ურთიერთდამოკიდებულების შეცვლა, გარკვეული პროდუქციის შეტანა, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდ...
1786615262
სპორტი2 საათი დოპინგზე იყო შესული - რა მოხდა სუპერთასის მატჩის შემდეგ?
უეფას სუპერთასის მატჩი „პსჟ-სა“ და „ასტონ ვილას“ შორის საკმაოდ დაძაბული გამოდგა და პარიზელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ფრანგული გუნდის ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხე...
1786612843
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამბიციური პროექტის განხორციელება პრაქტიკულ ფაზაში გადადის - ეს არის ჩვენი უსამშობლო მავნებლებისთვის მორიგი გამანადგურებელი ინფორმაცია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის გარშემო, ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ...
1786611342
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი „სუხიშვილებზე“: როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!
„სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდ...
1786609510
ახალი ამბებიიონათამიშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს
უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხ...































