არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს ერთობლივი განცხადებით მიმართავს

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს ერთობლივი განცხადებით მიმართავს.

"უკანასკნელ ხანებში, საქართველოში მოქმედი უფლებადაცვითი ორგანიზაციები ყოველდღიურად ვხდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის თვითმხილველები.

აღნიშნული, პირველ რიგში, გამოიხატება მისი, როგორც მოშიმშილე პატიმრის და პაციენტის უფლებების უხეშ დარღვევაში, რაც შესაძლოა შეფასდეს, როგორც პატიმრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.

ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ პატიმარ სააკაშვილის მიმართ მსგავსი მოპყრობა, მაშინ, როდესაც საზოგადოების სრული ყურადღება მიპყრობილია მისი ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ, სერიოზულ კითხვებს აჩენს სხვა პატიმრების მიმართ მოპყრობასა და მათი უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისითაც.

ვფიქრობთ, საერთაშორისო ავტორიტეტული მონიტორინგის ორგანოს მიერ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ამჟამად არსებული მდგომარეობის, მათ შორის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ მოპყრობის შეფასება მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით",- აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვაში.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი IDSD, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” GDI, ცენტრი “ემპათია”, “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” RIVG, საზოგადოება და ბანკები, ციხის საერთაშორისო რეფორმა PRI, კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიტიკის ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო TI, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI, “უფლებები საქართველო” Rights Georgia, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი GMC, მედიის განვითარების ფონდი  MDF, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED, ღია საზოგადოების ფონდი OSGF, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი EPRC, ადამიანის უფლებათა ცენტრი HRC, საფარი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო და ჭავჭავაძის ცენტრი.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს და იგი დაკავების დღიდან შიმშილობს. ის ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა, გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს. გაერთიანებული ოპოზიცია კი 6 ნოემბრიდან პერმანენტულ აქციებს მართავს მიხეილ სააკაშვილის მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

ამავე თემაზე:

🔲 "ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში შემოვა იუსტიციის სამინისტროდან დაუყოვნებლივ განიხილება" - თამარ გაბუნია ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებაზე

🔲 "მშვიდობიანი პროტესტი დედაქალაქში მუდმივად გაგრძელდება" - ხატია დეკანოიძე

🔲 "უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია" - ირაკლი ღარიბაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791698641

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ოქტომბერს საქართველოში

11 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბა...

ამინდი      ამინდი

1791665025

საზოგადოება

გიორგი გველესიანი: მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში - თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ამომრჩეველსაც

მე მაინც ვერ ვხდები, თქვენ რაზე აღშფოთდით და რა იყო ტყუილი ჩემს ნათქვამში. მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ ხალხს, იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც განზრახ, მიზანმიმართულად ჩვენი ქვე...

გიორგი გველესიანი

1791663611

საზოგადოება

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცეცხლის კერა „დელტას“ ტერიტორიაზე მდე...

სახელმწიფო სამხედრო

1791662819

საზოგადოება

პაატა სალია: ის ადამიანები ცდილობენ ისევ სიტუაციის არევას, ვინც იმ ძალადობრივი სისტემის შემოქმედი იყო - კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობთ: ჩვენი მმართველობის პერიოდში სიტუაცია სტაბილურია ციხეებში და ყოველთვის ექვემდებარება მართვას

„არანაირი ბუნტი არსად არ ყოფილა, ჩვენი მმართველობის პერიოდში ციხეებში ადამიანის ღირსება, ადამიანის უფლებები დაცულია, მაგრამ ასევე დაცულია უსაფრთხოება, ასევე დაცულია ის, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ამ ცრუ ნ...

პაატა სალია

1791661410

საზოგადოება

თბილისში დელტას ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, დელტას ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ. ინფორმაციისთვის, 10 ოქტომბრის ღამეს „დელტას“ ქარხნის ტერიტორიაზე...

ხანძრის ლიკვიდირება