მაია ბითაძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე: ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ. ამაზე მეტი დისკრიმინაცია საერთაშორისო სამართალში ძნელად მოიპოვება, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა".

დეპუტატმა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია შეაფასა, რომლის მიხედვითაც ისინი საქართველოში FARA-ს კანონის ანალოგის გაუქმებას ითხოვენ.

„სამწუხაროდ, ჩვენ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გვიწევს საერთაშორისო სამართლის მოშველიება და იმის აღნიშვნა, რომ უფრო და უფრო ხშირად გვაქვს საქმე საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობასთან. მაშინ, როდესაც მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის სახელმწიფოთა თანასწორობა, ვენეციის კომისია, რომლის ვალია სამართლებრივი შეფასებების გაკეთება, გადავიდა პოლიტიკური განცხადებების მომზადებაში. პრაქტიკულად ჩვენ ეს პირველად არ ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებით. თქვენ გახსოვთ როგორი რუდუნებით ვემსახურებოდით ჩვენ ვენეციის კომისიას და საბოლოო ჯამში ჩვენ მათგან ვიღებდით აბსოლუტურად დაუსაბუთებელ, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა სამართალთან, დემოკრატიის საფუძვლებთან და თანასწორუფლებიანობასთან.

ამ შემთხვევაში ვენეციის კომისიამ პარადოქსული განცხადება გააკეთა, რომ თურმე FARA-ს მოქმედება აშშ-ში არის ნორმა და საქართველოში არ არის ნორმა. ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ. ამაზე მეტი დისკრიმინაცია საერთაშორისო სამართალში ძნელად მოიპოვება“,- აღნიშნა ბითაძემ.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ პირადად მისთვის, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტისთვის, ძალიან სამწუხაროა, როდესაც საერთაშორისო სამართალს გულმოდგინედ ანგრევენ, ძირს უთხრიან სხვა და სხვა პოლიტიკოსები და ის ადამიანები, რომლებიც ამ პოლიტიკურ კონგლომერატში არიან გაერთიანებულები.

ვენეციის კომისია ამერიკული „ფარას“ კანონის ანალოგის გაუქმებას ითხოვს. კომისიამ შესაბამისი რეკომენდაცია გამოსცა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ამერიკული „ფარას“ ანალოგი საქართველოში, კანონის უზენაესობას უქმნის საფრთხეს. კომისია აკრიტიკებს გრანტების, მაუწყებლობისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებსაც.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760632421

საზოგადოება

პრემიერი: სტუდენტების 85%-ზე მეტი განათლებას იღებს თბილისში, რაც პრობლემური მოვლენაა სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, მიგრაციის თვალსაზრისით, ამ კუთხით არის შესაცვლელი მდგომარეობა

„ჩვენ განვსაზღვრეთ 7 ძირითადი გამოწვევა და ამის მიხედვით განისაზღვრა 7 ძირითადი ამოცანა განათლების რეფორმის ფარგლებში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცი...

ირაკლი კობახიძე

1760630181

საზოგადოება

პარლამენტმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, საკანონმდ...

პარლამენტი

1760628318

საზოგადოება

16-19 ოქტომბერს სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 66-ე, 67-ე და 84-ე კმ-ებზე მიმდინარეობს...

გზის მონაკვეთ

1760627020

საზოგადოება

ნინო წილოსანი ბულგარეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვესელინ პეტროვ ვალკანოვს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და ბულგარეთს, როგორც შავი ზღვის აუზი...

ნინო წილოსანი

1760625634

საზოგადოება

მაია ბითაძე: ის, რაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, ამის საპასუხოდ მარტო შეხვედრას კი არ გაუუქმებდა სხვა ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი და მარტო ნოტა კი არ გაიგზავნებოდა, მარტივად, „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადებდნენ

ის, რაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, ამის საპასუხოდ მარტო შეხვედრას კი არ გაუუქმებდა სხვა ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი და მარტო ნოტა კი არ გაიგზავნებოდა, მარტივად, „პერსონა ნონ გრატად“ გამ...

მაია ბითაძე