მაია ბითაძე: ის, რაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, ამის საპასუხოდ მარტო შეხვედრას კი არ გაუუქმებდა სხვა ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი და მარტო ნოტა კი არ გაიგზავნებოდა, მარტივად, „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადებდნენ

ის, რაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, ამის საპასუხოდ მარტო შეხვედრას კი არ გაუუქმებდა სხვა ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი და მარტო ნოტა კი არ გაიგზავნებოდა, მარტივად, „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადებდნენ ასეთ პოლიტიკოსს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, რომელიც ელინა ვალტენონის ქმედებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თუნდაც, ფინეთში რომ ვინმეს ასეთი რამ ეკადრა, ფინეთის კანონმდებლობის დარღვევისთვის სხვა ქვეყნის წარმომადგენელს აუცილებლად „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადებდნენ.
ბითაძემ აღნიშნა, რომ ფინეთი სულ ახლახან გაწევრიანდა ნატოში, უკრაინის ომის შემდეგ და „ძალიან პარადოქსულია, რომ ფინეთი გვიქნევს ხელს და გვასწავლის საერთაშორისო სამართალს“.
„ფინეთი ძალიან მარტივად გაწევრიანდა ნატოში და მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ქვეყნებზე მეტი აქვს გაღებული ნატოს მისიებში და აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტს, საქართველომ ვერა და ვერ მოიპოვა ეს სტატუსი, რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინაზე - უკვე ღიად საუბრობენ, იმაზე, რომ საქართველოსა და უკრაინის ადგილი ნატოში არ არის.
ასე, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ადვილია, ერთი, რომ გამოიყენოს ეუთოს მანდატი და დაარღვიოს, მათ შორის ეუთოს წესდება - რაც მან გააკეთა ეს ეუთოს წესდების დარღვევაა. გარდა იმისა, რომ ჩვენი კანონმდებლობა დაარღვია და 5-ათასლარიანი ჯარიმა გამოეწერა და მეორე, მას ნატოს ქოლგა აქვს გადაფარებული და ძალიან ადვილია, რომ პატარა საქართველოს ხელი დაუქნიოს, მაშინ როდესაც არც ევროკავშირში მიგვიღეს და არც ნატოს ქოლგა გადაგვაფარეს თავის დროზე.
საბოლოო ჯამში, ყველაფერი ისე მიმდინარეობს, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობის მანდატზე დაყრდნობითა და მხარდაჭერით მთელს მსოფლიოს აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ისტორია, რომელიც სავსეა ძალიან ბევრი პოლიტიკური ტურბულენტობით. ჩვენ ძალიან კარგად ვიაზრებთ ჩვენს მდებარეობას. ძალიან კარგად ვიაზრებთ, როგორ სენსიტიურ მდგომარეობაში ვიმყოფებით ოკუპაციის პირობებში და როგორი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ საერთაშორისო ურთიერთობებს.
ასე, რომ რაც არ უნდა ვინმემ მასკარადი გამართოს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი არ უნდა იყოს, მათ კარგად უნდა გაიგონ, რომ საქართველოს მოსახლეობა უკვე გაიზარდა და კარგად აღიქვამს, რომ არც ერთი უცხოელი აქ ჩვენი ინტერესების დამცველი არ იქნება. ჩვენი ინტერესების დამცველი და ჩვენი შვილების მომავლის ინტერესების დამცველი შეიძლება მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა იყოს“, - განაცხადა ბითაძემ.
1760632421
საზოგადოებაპრემიერი: სტუდენტების 85%-ზე მეტი განათლებას იღებს თბილისში, რაც პრობლემური მოვლენაა სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, მიგრაციის თვალსაზრისით, ამ კუთხით არის შესაცვლელი მდგომარეობა
„ჩვენ განვსაზღვრეთ 7 ძირითადი გამოწვევა და ამის მიხედვით განისაზღვრა 7 ძირითადი ამოცანა განათლების რეფორმის ფარგლებში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცი...
1760630181
საზოგადოებაპარლამენტმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, საკანონმდ...
1760628318
საზოგადოება16-19 ოქტომბერს სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 66-ე, 67-ე და 84-ე კმ-ებზე მიმდინარეობს...
1760627020
საზოგადოებანინო წილოსანი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვესელინ პეტროვ ვალკანოვს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და ბულგარეთს, როგორც შავი ზღვის აუზი...
1760625598
საზოგადოებამაია ბითაძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე: ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ
ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ. ამაზე მეტი დის...