მარიამ ლაშხი აშშ-ში ვიზიტზე: ჩვენ ამ ვიზიტით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში მოვიპოვეთ მეგობრები - ვფიქრობთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად განახლდება და ექნება კონკრეტული შედეგები

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაში მონაწილეობა და ვიზიტი შეაჯამა. მან იმ თემებზე ისაუბრა, რომლებიც კონფერენციის ფარგლებში იყო განხილული.

„კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მოწვევით გაიმართა სუვერენული ერების ალიანსის პირველი სამიტი, სადაც საქართველო მიწვეული იყო და პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ალიანსის ფარგლებში გეჟღერებინა ქართველი ერის ხმა. ეს ალიანსი პირველ რიგში, დაფუძნებულია საერთო - ეროვნულ, ტრადიციულ, ქრისტიანულ ღირებულებებზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ალიანსის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ ერებმა საკუთარი ხალხის ნების მიხედვით უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი, სუვერენიტეტი არის ამ გაერთიანების ამოსავალი წერტილი.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად საქართველო აჟღერებდა ჩვენი ხალხის ინტერესს, უმრავლესობის ინტერესს, რომ დავიცვათ ჩვენი ღირებულებები - ეროვნული ინტერესების და ისტორიული ღირებულებების დაცვა არის დღევანდელი, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ეს სწორედ ხელისუფლებას, საკანონმდებლო ორგანოს ევალება.

მნიშვნელოვანი იყო, რომ ვისაუბრეთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, საქართველოს როლზე შუა დერეფანში.

რაც მთავარია, ჩვენ ამ ვიზიტით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში მოვიპოვეთ მეგობრები, ის კონსერვატორები, რომელთა გაერთიანებაც დაფუძნებულია იმაზე, რომ სუვერენული გაერთიანებით მოხდეს უკეთესი მსოფლიოს წყობა. ამ შეხვედრით ვეცადეთ, დაგვემყარებინა ორმხრივი ურთიერთობები და ვფიქრობთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად განახლდება და ექნება კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772785673

მსოფლიო

აშშ-მა გერმანიის მთავრობის მმართველობაში მყოფი „როსნეფტის“ გერმანული შვილობილი კომპანიები სანქციებისგან უვადოდ გაათავისუფლა

აშშ-ის ადმინისტრაციამ გერმანიის მთავრობის მმართველობაში მყოფი რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ გერმანული შვილობილი კომპანიები სანქციებისგან უვადოდ გაათავისუფლა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „როსნეფტ...

აშშ-მა გერმანიის

1772785101

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: უკრაინელებმა, პარტია „ტისამ“ და ბრიუსელმა ჩვენს ზურგს უკან შეთანხმებას მიაღწიეს. მათ არჩევნების შემდეგ უნგრეთში პროუკრაინული მთავრობა სურთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთის ოპოზიციურმა პარტია „ტისა“, ბრიუსელმა და უკრაინელებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რათა აპრილში საპარლამენტო არჩევნების შედეგად უნგრეთში პროუკრ...

 ვიქტორ ორბან

1772783796

საზოგადოება

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა: სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა - ეს საუკეთესო „დაზღვევაა“ გარე შოკების წინააღმდეგ

სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა - ეს საუკეთესო „დაზღვევაა“ გარე შოკების წინააღმდეგ - წერს აზიის განვითარების ბანკის პ...

მასატო კანდა

1772782386

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის განხორციელებას იწყებს

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით, ,,ძა...

ძაღლები

1772780120

ახალი ამბები

„დაეუფლნენ 10 ლეპტოპს და მიიმალნენ“ - შიდა ქართლის პოლიციამ ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2002 წელს დაბადებული მ.პ. და წარსულში ნასამართლევი, ასევე 2002 წელს დაბადებული მ.ა. წინასწ...

პოლიციამ