სამხარაძე: ვთხოვეთ კონგრესმენებს, ყურადღებით შეისწავლონ ცალკეული კონგრესმენების ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ანტიქართული ხასიათი აქვს, იმისათვის, რომ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენ ურთიერთობებში გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს

დღეს დავასრულეთ შეხვედრები კონგრესში. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდით 5 კონგრესმენს, ძირითადად საგარეო ურთიერთობა კომიტეტების წევრებს, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, უსაფრთხოების საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ასევე შუა დერეფნის განვითარების საკითხს.

„ბოლო შეხვედრა გვქონდა კიტ სელფთან, რომელიც არის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, და ასევე დღის განმავლობაში შევხვდი რენდი ფაინს, მაიკ ტერნერს, რაიან ცინკესა და ანა პაულინა ლუნას. საუბრის ძირითადი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იყო, ამ ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანა, თუმცა ჩვენ მიმოვიხილეთ ასევე სხვადასხვა სპექტრი საკითხებისა; ძირითადად უსაფრთხოების საკითხებს შევეხეთ, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ოკუპაციის საკითხს. ასევე მივიღეთ ინფორმაცია კონგრესმენებისგან ირანში მიმდინარე მოვლენებზე. კონგრესმენები ასევე დაინტერესდნენ შუა დერეფნის განვითარების საკითხით და საქართველოს როლით შუა დერეფანში. შესაბამისად, ძალიან საინტერესო საუბარი და დიალოგები გვქონდა. ჩვენ ასევე ვთხოვეთ კონგრესმენებს, რომ ყურადღებით შეისწავლონ ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ცალკეული კონგრესმენები წარმოადგენენ ხოლმე და აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვს, იმისათვის, რომ იმ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენ ურთიერთობებში ახლა გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს“, - აცხადებს სამხარაძე.   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772744301

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: 2018 წლიდან ნუშის ყოველ აყვავებაზე თავიდან ერთიანდებიან, თუმცა ფაქტია მათი სტრატეგია არ შეცვლილა, დასაწყისიდან დღემდე მიზანი არის ქვეყანაში არასტაბილურობის შემოტანა

„2018 წლიდან ნუშის ყოველ აყვავებაზე თავიდან ერთიანდებიან, ცდილობენ საზოგადოებას წარმოუჩინონ თითქოს ახალი ძალაა, თუმცა ფაქტია მათი სტრატეგია არ შეცვლილა, დასაწყისიდან დღემდე მიზანი არის ქვეყანაში არასტ...

ლევან მახაშვილი

1772742845

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ ფაქტორად იქცევა

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციასა და ირანსა და ამერიკულ ინტერესებს შორის დაპირისპირების ფონზე საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. ან...

საზოგადოეა

1772741393

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ხიდაშელის განცხადებაზე: ეს არის პირდაპირი მოწვევა, რომ აქაც დაბომბონ და საქართველოთი დაინტერესდნენ

„ნებისმიერ სიტუაციას გამოიყენებენ იმისთვის, რომ სახელმწიფო დააზიანონ. უნდათ ქვეყანაში შექმნან არასტაბილურობა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომ...

ლევან მახაშვილი

1772738892

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძემ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე ენერგოდამოუკიდებლობაზე ისაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციის ფარგლებში გამართულ ენერგოდამოუკიდებლობის პანელზე. პანელში ამერიკელი კონგრესმენები,...

ნიკოლოზ სამხარაძე

1772738484

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ნახიჩევანში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ჩვენ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა

„ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი...

ირაკლი კობახიძე