“ჩემი 10 წლის შვილი შეშინებული იყო და მთხოვდა მალე ჩამოვსულიყავი და წამეყვანა“ - ნინო წილოსანი
“გუშინს მერე რამდენიმე ახლობელი და ნათესავი მიკავშირდება, თურმე “მიკერძოებული ჟურნალისტიკა” აქტიურად ინტერესდება მათი ბიზნესსაქმიანობით და, რაც მთავარია, ამ ინტერესის ძირითადი ხაზი მათი ჩემთან ნათესაობა ან ნაცნობობა არის“ - ამ განცხადებას, “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
რამდენ ადამიანსაც არ უნდა დაუკავშირდნენ, თუნდაც ჩემს ახლობლებსა და ნათესავებს, ვერ იპოვიან ვერც ერთ ფაქტს, რომელიც მე მათ საქმიანობასთან დამაკავშირებდა, ჩემს დაინტერესებას ან/და მიკერძოებულობას გამოკვეთდა რაიმე ფორმით!!
თუ ვინმე მიცნობს ან ჩემზე სმენია, იცის, რომ ჩემი პოლიტიკაში ჩართვის დღიდან მაქსიმალურად დისტანცირებული ვიყავი და ოდნავი შემხებლობაც არ მქონია ჩემი ახლობლების ინტერესებთან
და, პირიქით, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც არც კი ვიცნობდი, შეეძლო დამკავშირებოდა და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში უანგაროდ მიეღო დახმარება.
მაგრამ რად გინდა? ამის მიუხედავად, “მიკერძოებული ჟურნალისტიკა” სრულიად სხვა სურათის დახატვას ცდილობს.
ამ მცდელობის მიუხედავად კი კიდევ ერთხელ დაგამშვიდებთ, რომ ჩემი დაკავშირება ნებისმიერ ფაქტთან წარმოუდგენელია. ამ სიუჟეტებით თქვენი მცდელობები, ისედაც არასერიოზულ გადაცემებს, კიდევ უფრო სასაცილოს ხდის.
პ.ს. გუშინ ჩემი 10 წლის შვილი მირეკავდა. საქართველოში არ ვიყავი და მამამისთან რჩებოდა სახლში. ძალიან დასტრესილი და აღელვებული ჩანდა. შეშინებული იმით, რომ კარზე არ წყდებოდა ზარი, რომ ვიღაც ჟურნალისტები იყვნენ კართან და მისი აღქმით სახლში უვარდებოდნენ. შეშინებული იყო და მთხოვდა მალე ჩამოვსულიყავი და წამეყვანა...
10 წლის ბავშვის აღქმაში რომ ამგვარად ისახება “ქართული ჟურნალისტიკა“ ეს ცალკე საკითხია და ფაქტობრივად რომ ზონდერების მსგავსი ქცევები დასჩემდა ბევრ ჟურნალისტს - ეს კიდევ ცალკე პრობლემა
ისე კი იმედი მაქვს, როგორც რადიკალური ოპოზიცია მარგინალიზდა, ასევე მარგინალიზდება და მილევად რეჟიმში გადავა ჟურნალისტიკის ის ნაწილი, რომელიც მსგავს მეთოდებს იყენებს საქმიანობაში! - წერს ნინო წილოსანი.
სხვა სიახლეები:
📌 ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
📌 "დარჩა ვინმე, ვისაც გახარიასა და "ნაცმოძრაობის" კოალიციის არ სჯერა?" - ანალიტიკოსი
📌 „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში არიან“ - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
1794421665
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის დარღვევა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე გ...
1794418145
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს
„როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური...
1794417130
ახალი ამბებითბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...
1794415878
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო
„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...
1794413989
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი
„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...






























