"ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დავადგე, მილიონ ბოდიშს გიხდით, როგორც ტვ "პირველის" თანამშრომელი" - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ფეისბუკზე პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმ ინტერვიუს გამო, რომელიც მისი ტელევიზიის "ტვ პირველის" ერთ-ერთმა გადამღებმა ჯგუფმა ჩაწერა ადამიანთან, რომელსაც ოჯახის 4 წევრი, ცოლი ორი შვილი და ძმა კორპუსის ნგრევის შედეგად დაეღუპა.

როგორც გრიგოლია წერს, ინტერვიუ ჩაწერილია მანამ, სანამ ოჯახის დაღუპვის შესახებ კაცისთვის ცნობილი გახდებოდა, ხოლო ცხედრები ნაპოვნი არ იყო.

"ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დავადგე და კომენტარი ვთხოვო ან ჩავწერო, მისი ნებართვის გარეშე. ეს იმ რეაქციის პასუხად,რაც ტვ, "პირველის," ჟურნალისტის სინქრონს მოყვა...

იმის მიუხედავად, რომ ერთ ტელევიზიაში ვმუშაობთ მე და ის ახალგაზრდა ჟურნალისტი, ცალსახად ვემიჯნები ასეთ ჟურნალისტიკას.

მთავარმა პროდიუსერმა განმარტა, რომ შვილებგარდაცვლილ მამასთან ეს კომენტარი მაშინ ჩაწერა რეპორტიორმა, როცა არც მისი მეუღლე იყო გარდაცვლილი და არც ბავშვები ნაპოვნი. ვიდარდე მთავარი პროდიუსერის ნაცვლად, რომელიც ორი დღეა,უაღრესად მაღალი პროფესიონალიზმით და ცრემლიანი აშუქებდა ბათუმის ტრაგედიას და ისიც ფაქტის წინაშე აღმოჩნდა.

ისე ვწუხვარ..ისე

მე არ მომწონს და ვნერვიულობ ასეთ მუშაობაზე.......

ძალიან მძიმე საყურებელი იყო, მოვკვდი ნერვიულობით და რადგან ჩემი არხის მიკროფონი იყო მე ვუხდი ბოდიშს მაყურებელს,!!

ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც ასე გაგანერვიულათ ამ კომენტარმა ( მეც მაყურებლის პოზიციიდან ვნახე).....

მხოლოდ ერთს ვიტყვი, ის ხალხი მაინც ნუ დაგვაბულინგებთ, ვინც ბარბარე რაფალიანცის სიკვდილს აშუქებდით ისტერიულად და დედამისს თუ სხვა პოლიტიკოსებს თხრიდით პირში მიკროფონებს და მკვლელად აცხადებდით ადამიანს, რომელიც სრულიად უდანაშაულო იყო ამ ტრაგედიაში.

იმის მიუხედავად, რომ მე არაფერ შუაში ვარ ამ ინტერვიუსთან, მილიონ ბოდიშს გიხდით, როგორც ტვ "პირველის" თანამშრომელი.

ბოდიში!", - წერს ინგა გრიგოლია.

ბათუმში, მაშველებმა ნანგრევებიდან შუადღეს კიდევ ერთ ცხედარი ამოიყვანეს - სავარაუდოდ, ის ტრაგედიის ბოლო მსხვერპლია.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო "ქართული ოცნება" 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს. ამასთან, ტრაგედიის გამო, ბათუმში დღეს დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება
 
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა.

ნანგრევებიდან მაშველების მიერ ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე საავადმყოფოში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763826174

სპორტი

საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ტაილანდის მსოფლიოს თასზე ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა

 ტაილანდში პარაფარიკაობაში მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართა. საქართველოს ქალთა ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა ოთხი - ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს - მედლით დაასრულა. გვანცა ზადიშვილი ხმლი...

მოფარიკავე ქალები

1763824811

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: სრულიად ვეთანხმები ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ ყველა ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს საკუთარ ქვეყანაში - საქართველოს შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს გამონაკლისები

 „სრულიად ვეთანხმები ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ ყველა ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს საკუთარ ქვეყანაში“, - წერს გიორგი გამსახურდია X-ზე. როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ევროპელ ლიდერებს უნდა ა...

გიორგი გამსახურდია

1763820973

ახალი ამბები

სამხარაძე: ის ხალხი სად ხართ, Слава Украине-ს რომ გაიძახოდით? მოუსმინეთ კლოუნი ზელენსკის გუშინდელ მიმართვას? ხალხს რომ ატყუებდით, უკრაინა ომს იგებსო, საომრად რომ ეპატიჟებოდით ქართველებს - თქვენს კისერზეა იმ ქართველების სისხლი, უკრაინას ვინც შეეწირა

 „ის ხალხი სად ხართ, Слава Украине (დიდება უკრაინას) რომ გაიძახოდით? ტერმინის, რომელიც ეკლესიის მტრების, გლობალური ომის პარტიის მიერაა შექმნილი. ქართული დროშა რომ არასდროს აღგიმართავთ და უკრაინის დროშ...

დიმიტრი სამხარაძე

1763818610

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

 სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ეხმიანება უწყების მიმართ „მიმდინარე მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში კვება, სამედიც...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1763814458

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს არჩევნებში ჩარევის ინტერესი დიდია, ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს იურისდიქციის მიღმა ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაზე

 არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება, რათა უცხო იურისდიქციაში ვინმემ არ სცადოს ემიგრანტების იარაღად გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ მათზე ზეწოლით, – ამის შესახებ საქარ...

შალვა პაპუაშვილი