შალვა პაპუაშვილი: ჟურნალისტზე თავდამსხმელი იყო ზუსტად ის ადამიანი, ვინც იყო სრულად ეკიპირებული - ჩაფხუტებით, აირწინაღებით, სპეციალური ტანსაცმლით მომზადებული ტერორიზმისთვის. გუშინ, ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს არის შიდა ტერორიზმი

ჩვენი შეფასება არის ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი და მძიმე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გუშინ, სახელმწიფოს დამხობის მცდელობაში მონაწილე ჯგუფების მიერ ჟურნალისტების ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ის ქმედებები, რომელიც განხორციელდა მედიის წარმომადგენლების მიმართ აქციის მონაწილეების მხრიდან დაუშვებელია.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა სრულად ეკიპირებული პირი - ჩაფხუტებით, აირწინაღებით, სპეციალური ტანსაცმლით.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტზე თავდამსხმელი იყო ზუსტად ის ადამიანი, ვინც იყო სრულად ეკიპირებული - ჩაფხუტებით, აირწინაღებით, სპეციალური ტანსაცმლით მომზადებული ტერორიზმისთვის გამზადებული ადამიანები. გუშინ, ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს არის შიდა ტერორიზმი, როგორც ეს აშშ-ში ფასდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს სწორედ ის აქტივისტები არიან, რომლებიც სხვადასხვა უცხოელებთან ღონისძიებებში იღებენ ხოლმე მონაწილეობას.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს სახელმწიფოს აქვს ყველა აღჭურვილობა იმისთვის, რომ გამოავლინოს შენიღბული მოძალადე.
„ყველას მიწვდება სახელმწიფო ვინც ჩვენს ქვეყანას 90-იანებში აბრუნებდა, არავის ეპატიება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან დაშავებულ პოლიციელებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავების მდგომარეობით არც კი დაინტერესებულან ოპოზიციური არხები. შალვა პაპუაშვილის თქმით, არც ერთი ელჩი არ დაინტერესებულა ასევე, პოლიციელების მდგომარეობით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
1759666082
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: გახსოვთ როგორ იხუტებდნენ ამ თავდამსხმელებს სხვადასხვა დიპლომატები, რომლებიც მათ ეძახდნენ საქართველოს მომავალს. ეს იყო მომზადება, ზიზღით დატვირთვა ადამიანების, რადგან სწორედ ამ კულმინაციამდე მისულიყო
დღევანდელი დაანონსებული აქცია არის გუშინდელის გაგრძელება და გუშინდელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო გუშინწინდელი აქციის გაგრძელების ნაწილი. ეს არის ერთი ჯაჭვი, რომელიც შარშან საპარლამენტო არჩე...
1759663406
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი, ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო - სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს
გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რო...
1759662937
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება
მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება, - განაცხადა პარ...
1759662292
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: 2003 წელსაც გარედან მართული პროცესი იყო, იმავეს გამეორება სცადეს, უბრალოდ ჩვენ ვართ მომზადებული, ქართულმა სახელმწიფომ, საზოგადოებამ არ მისცა არევის შესაძლებლობა
ის ხალხი, რომელიც 2003 წელს ჯერ კიდევ არქმევს მშვიდობიან რევოლუციას და „ვარდების რევოლუციას“, მაშინაც სწორედ გარე ძალების დაკვეთით მოქმედებდა, ახლაც იმავეს ცდილობდნენ, უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ მის...
1759662224
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შეცვლილი. არჩევნებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სტანდარტი ჯერ კიდევ არ არსებობს
ამ ქვეყანაში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შეცვლილი. ვხედავთ, რომ არჩევნებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება, სამაგალითო ხდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში...