კირცხალია: გავიხსენოთ ქვეყნის გარედან არაერთი წამახალისებელი მოწოდება დესტრუქციის მიმართ - ე.წ. ოპოზიცია ყურმოჭრილად ასრულებს მათ დავალებებს. ასრულებენ დავალებებს? მიდიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ? პასუხი გაეცემა ყველას

გავიხსენოთ ქვეყნის გარედან არაერთი წამახალისებელი მოწოდება ამ დესტრუქციის მიმართ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გარე ძალების ჩარევის შესახებ კითხვაზე პასუხად.

მან გაიხსენა, რომ ხშირ შემთხვევაში იყო არა მხოლოდ მოწოდებები, არამედ კონკრეტულ ფაქტებზე დუმილიც ზოგიერთი დიპლომატიური სამსახურის და მისიის წარმომადგენლის მხრიდან.

„არაფერს ვამბობ შეურაცხმყოფელი ბანერების ფონზე განცხადებებზე, არაფერს ვამბობ სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე თარჯიმნით თუ თარჯიმნის გარეშე.

ყველას კარგად გვახსოვს პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადება. შემდეგ არასრულ ერთ დღეში ევროკავშირის ელჩის მოწოდება და მისი მხრიდან პრემიერის განცხადების სრულიად ინტერპრეტირებული, დამახინჯებული და ყოველგვარ რეალობას აცდენილი განცხადება. აი, ამ ძალასთან გვაქვს ჩვენ საქმე.

გარე სპეცსამსახურებს უდიდესი როლი აქვთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ სწორედ ისინი არიან იმ სცენარის ავტორები - ბრიუსელში გამაგრებული ბიუროკრატია, რომელსაც ძალიან ღრმად აქვს ფესვები გადგმული, „დიფ სთეითის“ აგენტურაზე მაქვს საუბარი, მათივე ხელდასმული პოლიტიკოსები, რომელთა სახელები და გვარები საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის.

ყველას კარგად გვახსოვს, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სად ატარებდნენ ეს სახელებით და გვარებით ქართველები და უსამშობლოთა გაერთიანება წინასაარჩევნო კამპანიას - ბრიუსელში, სხვადასხვა ინსტიტუციის დერეფნებში.

ამ ყველაფრის შემდეგ რატომ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ისინი [გარე ძალები] არიან ამ დავალების მიმცემი და აქ ე.წ. ოპოზიცია, ეს რადიკალური და ექსტრემისტული ძალა ყურმოჭრილად და ვასალურად ასრულებს მათ დავალებებს. ასრულებენ მათ დავალებებს? მიდიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ? პასუხი გაეცემა ყველას”, - განაცხადა კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759667658

საზოგადოება

კირცხალია: დარწმუნებული ვარ, ძალიან მკაცრად აგებს პასუხს თითოეული კანონდამრღვევი, ეს იქნება ჟურნალისტზე, პოლიციელზე თავდამსხმელი, თუ ძალადობრივი ჯგუფის მონაწილე, რომელიც ცდილობდა შეჭრილიყო ადმინისტრაციულ შენობაში

„დარწმუნებული ვარ, გამოძიება მივა შედეგამდე და ძალიან მკაცრად აგებს პასუხს თითოეული კანონდამრღვევი, ეს იქნება ჟურნალისტზე თავდამსხმელი, პოლიციელზე თავდამსხმელი, თუ ძალადობრივი ჯგუფის მონაწილე, რომელიც...

ირაკლი კირცხალი

1759667232

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გეკა გელაძეს, ბატონ მამუკა მდინარაძეს, რადგან გუშინ ვნახეთ ამ უსამშობლოთა ბოლო გაფართხალება. კარგად ვნახეთ როგორი მშვიდობიანი დამხობა გამოუვიდათ

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გეკა გელაძეს, ბატონ მამუკა მდინარაძეს, რადგან გუშინ ვნახეთ ამ უსამშობლოთა ბოლო გაფართხალება. კარგად ვნახეთ როგორი მშვიდობიანი დამხობა გამოუვიდათ, რეალურად მშვიდობია...

ირაკლი კირცხალია

1759666148

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჟურნალისტზე თავდამსხმელი იყო ზუსტად ის ადამიანი, ვინც იყო სრულად ეკიპირებული - ჩაფხუტებით, აირწინაღებით, სპეციალური ტანსაცმლით მომზადებული ტერორიზმისთვის. გუშინ, ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს არის შიდა ტერორიზმი

ჩვენი შეფასება არის ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი და მძიმე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გუშინ, სახელმწიფოს დამხობის მცდელობაში მონაწილე ჯგუფების მიერ ჟურნ...

შალვა პაპუაშვილი

1759666082

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: გახსოვთ როგორ იხუტებდნენ ამ თავდამსხმელებს სხვადასხვა დიპლომატები, რომლებიც მათ ეძახდნენ საქართველოს მომავალს. ეს იყო მომზადება, ზიზღით დატვირთვა ადამიანების, რადგან სწორედ ამ კულმინაციამდე მისულიყო

დღევანდელი დაანონსებული აქცია არის გუშინდელის გაგრძელება და გუშინდელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო გუშინწინდელი აქციის გაგრძელების ნაწილი. ეს არის ერთი ჯაჭვი, რომელიც შარშან საპარლამენტო არჩე...

შალვა პაპუაშვილ

1759663406

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი, ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო - სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს

გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რო...

შალვა პაპუაშვილი