ირაკლი კირცხალია კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“: გუშინ დასრულდნენ ისინი. ამ რევოლუციური მცდელობით მოახდინეს თვითლიკვიდაცია, როგორც სამართლებრივ ჭრილში, ასევე, პოლიტიკურ ჭრილში

პირველ რიგში, რაც შეეხება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გაქრობას პოლიტიკური სივრციდან, ისინი დასრულდნენ გუშინ, ამ არჩევნების შედეგებით, - განაცხადა საპარლამენტო უმარვლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მან მადლობა გადაუხადა საზოგადოებას „გააზრებული და ბრძნული“ გადაწყვეტილებისთვის, რომელმაც არჩევნების გზით „ნაცმოძრაობა“ დაასრულა.
ირაკლი კირცხალიას თქმით, მზადდება სარჩელიც, რომელსაც საფუძვლად ედება საგამოძიებო კომისიის დასკვნა და რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით მიმართავენ.
„გუშინ დასრულდნენ ისინი და გუშინ მოახდინეს შემდეგ ამ რევოლუციური მცდელობით თვითლიკვიდაცია, როგორც სამართლებრივ ჭრილში, ასევე, პოლიტიკურ ჭრილში. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც დაფუძნებულია იმ უმნიშვნელოვანესს და უმძიმეს დასკვნაზე, რომელიც თქვენც და საზოგადოებამაც მოისმინა პარლამენტში. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს თუ როგორი მძიმე ისტორიები მოვისმინეთ სხვადასხვა მიმართულებით. რამდენი ისტორია გაიხსენა საზოგადოებამ. არაფერს ვამბობ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ვერ მოესწრნენ ამათ პირსისხლიან მმართველობას და რამდენი სიახლე გაიგეს და რეალურად გაიგეს თუ ვინ ესაუბრებოდა მათ რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის, ევროპული ღირებულებების და დემოკრატიის სახელით. მომზადდა დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე მზადდება სარჩელი და უახლოეს მომავალში შევალთ საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1759666148
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჟურნალისტზე თავდამსხმელი იყო ზუსტად ის ადამიანი, ვინც იყო სრულად ეკიპირებული - ჩაფხუტებით, აირწინაღებით, სპეციალური ტანსაცმლით მომზადებული ტერორიზმისთვის. გუშინ, ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს არის შიდა ტერორიზმი
ჩვენი შეფასება არის ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი და მძიმე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გუშინ, სახელმწიფოს დამხობის მცდელობაში მონაწილე ჯგუფების მიერ ჟურნ...
1759666082
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: გახსოვთ როგორ იხუტებდნენ ამ თავდამსხმელებს სხვადასხვა დიპლომატები, რომლებიც მათ ეძახდნენ საქართველოს მომავალს. ეს იყო მომზადება, ზიზღით დატვირთვა ადამიანების, რადგან სწორედ ამ კულმინაციამდე მისულიყო
დღევანდელი დაანონსებული აქცია არის გუშინდელის გაგრძელება და გუშინდელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო გუშინწინდელი აქციის გაგრძელების ნაწილი. ეს არის ერთი ჯაჭვი, რომელიც შარშან საპარლამენტო არჩე...
1759663406
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი, ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო - სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს
გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რო...
1759662937
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება
მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება, - განაცხადა პარ...
1759662292
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: 2003 წელსაც გარედან მართული პროცესი იყო, იმავეს გამეორება სცადეს, უბრალოდ ჩვენ ვართ მომზადებული, ქართულმა სახელმწიფომ, საზოგადოებამ არ მისცა არევის შესაძლებლობა
ის ხალხი, რომელიც 2003 წელს ჯერ კიდევ არქმევს მშვიდობიან რევოლუციას და „ვარდების რევოლუციას“, მაშინაც სწორედ გარე ძალების დაკვეთით მოქმედებდა, ახლაც იმავეს ცდილობდნენ, უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ მის...