შალვა პაპუაშვილი: გახსოვთ როგორ იხუტებდნენ ამ თავდამსხმელებს სხვადასხვა დიპლომატები, რომლებიც მათ ეძახდნენ საქართველოს მომავალს. ეს იყო მომზადება, ზიზღით დატვირთვა ადამიანების, რადგან სწორედ ამ კულმინაციამდე მისულიყო

დღევანდელი დაანონსებული აქცია არის გუშინდელის გაგრძელება და გუშინდელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო გუშინწინდელი აქციის გაგრძელების ნაწილი. ეს არის ერთი ჯაჭვი, რომელიც შარშან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აეწყო იმისთვის, რომ დამარცხებულ მხარეს როდესაც ნახეს მათმა მფარველებმა, რომ ვერ დასვეს საქართველოს ხელისუფლებაში საკუთარი მარიონეტული რეჟიმი, იმისთვის, რომ არადემოკრატიული გზით, სახელმწიფო გადატრიალებით ჩაეგდო ხელში ხელისუფლება მათთვის სასურველ მარიონეტებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„სწორედ ამის ნაწილი იყო მიმდინარე ზიზღის კამპანია, რომელიც ჩვენ ამის შემდეგ გვქონდა, დევნა, პარლამენტის ქალი წევრების მიმართ ბავშვებთან ერთად მათი დევნა, შეურაცხყოფა, თავდასხმა. გახსოვთ როგორ იხუტებდნენ ამ თავდამსხმელებს სხვადასხვა დიპლომატები, რომლებიც მათ ეძახდნენ საქართველოს მომავალს. ეს იყო მომზადება, ზიზღით დატვირთვა ადამიანების , რადგან სწორედ ამ კულმინაციამდე მისულიყო და ხელი აღემართათ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაზე და წასულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმზე. აქამდე მიიყვანეს ამ დღეების განმავლობაში, ამას ემსახურებოდა ეს ყოველდღიური ისტერია, რომელიც მათ ჰქონდათ ღამღამობით გამართული, დამუხტვა ზიზღით, სიძულვილით და ჩვენება, რომ ეს იყო მისაღები, რომ ეს ტერორიზმი არის თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომ ისინი არიან საქართველოს მომავალი, რომ ეს არის ევროპა, რომ მოლოტოვის კოქტეილი არის ევროპა და ამას აფინანსებდნენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, მიიყვანეს ამ მომენტამდე, მოამზადეს, არჩევნები ყოველთვის ხელსაყრელი მომენტია პოლიტიკური კულმინაციისთვის, დააანონსეს, რომ 4 ოქტომბერს იქნებოდა ხელისუფლების დამხობა.
ბრიუსელის პრესსპიკერმა მხარი დაუჭირა და სოლიდარობა გამოუცხადა 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის აქციას. 10 დღის განმავლობაში, თითქმის ყოველ დღე ხაზს ვუსვამდი პრესსპიკერ ჰიპერის ამ განცხადებას, რომ ეს იყო 4 ოქტომბრის ძალადობის წახალისება, არავინ გამიჯვნია ამას ბრიუსელიდან და გუშინ ვიხილეთ როგორ ასრულდა ყველაფერი, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით. საზოგადოება არ ივიწყებს იმ განცხადებას, რომელიც იყო სოლიდარული სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების დამხობის აქციის მიმართ. იმ პროცესების შემდეგ რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ქართული საზოგადოება უფრო დაჟინებით მოელის პასუხს იმ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომელიც თავის დროზე გამოუცხადეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1759666148
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჟურნალისტზე თავდამსხმელი იყო ზუსტად ის ადამიანი, ვინც იყო სრულად ეკიპირებული - ჩაფხუტებით, აირწინაღებით, სპეციალური ტანსაცმლით მომზადებული ტერორიზმისთვის. გუშინ, ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს არის შიდა ტერორიზმი
ჩვენი შეფასება არის ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი და მძიმე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გუშინ, სახელმწიფოს დამხობის მცდელობაში მონაწილე ჯგუფების მიერ ჟურნ...
1759663406
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი, ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო - სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს
გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რო...
1759662937
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება
მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება, - განაცხადა პარ...
1759662292
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: 2003 წელსაც გარედან მართული პროცესი იყო, იმავეს გამეორება სცადეს, უბრალოდ ჩვენ ვართ მომზადებული, ქართულმა სახელმწიფომ, საზოგადოებამ არ მისცა არევის შესაძლებლობა
ის ხალხი, რომელიც 2003 წელს ჯერ კიდევ არქმევს მშვიდობიან რევოლუციას და „ვარდების რევოლუციას“, მაშინაც სწორედ გარე ძალების დაკვეთით მოქმედებდა, ახლაც იმავეს ცდილობდნენ, უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ მის...
1759662224
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შეცვლილი. არჩევნებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სტანდარტი ჯერ კიდევ არ არსებობს
ამ ქვეყანაში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შეცვლილი. ვხედავთ, რომ არჩევნებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება, სამაგალითო ხდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში...