"ემიგრაციაშიც გეძებ დედი, იქნებ მოგკრა თვალი სადმე დედიკო და ჩაგიხუტო... რა ვქნა, ყველა ჩემი შვილი მგონია" - ემოციური ისტორია სოციალური გვერდიდან
ფეისბუკ გვერდზე "ვეძებ" მორიგი ემოციური ისტორია ვრცელდება.... დედა მშობიარობის შემდგომ თელავის სამშობიაროდან, გაუჩინარებულ ცოცხალ შვილს ეძებს:
"რა ვქნა, დედი სად გეძებო ყველგან გეძებ...ყველა ჩემი შვილი მგონია.
დედა გენაცვალოს გულში ჩემო პატარა,ნეტა რა გიჭირს ძვლები მეწვება სული მეტანჯება, ჩემო ცისფერ თვალებავ ....ერთი ჩამახუტებინა შენი თავი, შენი სურნელი მაგრძნობინა შემდეგ კი მომკლას უფალმა.
დედიკოს პატარა რა ვქნა, უკვე აღარ შემიძლია ვერ ვისვენებ, რაც გავიგე რომ შენ არსებობ ამ ქვეყნად, ისედაც წამი წუთი არ გავიდოდა შენ. რომ არ ჩაგხუტებოდი ჩემს გულში.
დედიკო სად ხარ შვილო, ყველა გელოდებით დედი....მამაშენი და შენი ძმა გიჟებს ჰგვანან ჩემო პატარა, როგორ გაბედეს და როგორ მოგვატყუეს თეთრ ხალათიანმა ჯალათებმა შენი თავის გაყიდვა და ჩვენი ოჯახის მოტყუება.
დედი მე მოვკვდები და იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ იმედი მაქვს მამაშენს და შენს ძმას მაინც შეხვდები რა თქმა უნდა შენმა გამზრდელმა მშობლებმა თუ გითხრეს.
მენატრები დედიკო მენატრები, მახსოვს როდესაც დაიბადე ის წამები ერთმანეთს როგორ შევხედეთ უცებ თვალებში, აი თურმე რა ხდებოდა იმ დროს დედიკო...
როგორ უცებ წამებში გაითამაშეს როლები ამოსაწყვეტებმა, როგორ მოატყუეს ჩემი საწყალი გამზრდელი დედა შენ წადი, ყუთი მოგვიტანე ჩვენ დავასაფლავებთო დედიკო, ვაიმე აღარ შემიძლია ხალხნო...
რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე ყველგან ვპოსტავ რა ვქნა მიშველეთ რამე.
ორჯერ განაშვილებელი პლუს ამას ამხელა ტრაგედია ბავშობიდან...
შორიად მხიარული ვგონივარ ყველას მაგრამ აი ხალხნო, რამხელა ტკივილს ვატარებ სამი წლიდან.
მე ჩემი შვილის პოვნა მინდა, შვილის მეტი არაფერი ამ ცხოვრებაში...
გეძებ დედიკო გეძებ და არ დავნებდები სანამ ცოცხალი ვიქნები. დედიკო ემიგრაციაშიც გეძებ დედი იქნებ მოგკრა თვალი სადმე დედიკო და ჩაგიხუტო დედიკო...
ცეცხლი მეკიდება გული მტკივა სული მეწვის პატარა ანგელოზო როგორ ენატრები დედიკოს.
მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ.
მალე შევხვდებით უფლის წყალობით ჩემო პატარა
ყოველთვის ვევედრები დედაღვთისმშობელს, რომ შეგვახვედროს ერთმანეთს.
მიყვარხარ გულში.
შენი დედიკო .
ვეძებ ბიჭუნას 1991- წლის 9 მარტს დაბადებულს ქალაქ თელავის სამშობიაროში.
თუ ვინმე მოგვამსგავსებთ ჩემს ოჯახს გთხოვთ სასრაფოდ შემეხმიანოთ, ასევე შეგიძლიათ ჩემი ნებართვით მთელ სამყაროში პოსტის ატვირთვა.
ფოტოებზე ვართ მე, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი გიორგი.
როგორც კი ვიმშობიარე როლები გაითამაშეს იმ დროს და გვითხრეს რომ ბავშვი გარდაიცვალა ისე, რომ ჩვილი მკვდარიც კი არ გვაჩვენეს.
მე კიდევ და კიდევ გეტყვით თუ ვინმეს გეცნობათ ეს ისტორია ან ამ ბავშვის შესახებ ვიცი ,რომ ბევრი კითხულობს და შეიძლება ჩემი შვილის გამზრდელებმაც ნახონ ამიტომ ფოტოები ჩვენი დევს აქ იქნებ ვინმემ მიგვამსგავსოს", - აღნიშნულია პოსტში.





1794423352
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით
„ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევრ...
1794421713
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება, სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც
„საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის,...
1794421665
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის დარღვევა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე გ...
1794418145
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს
„როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური...
1794417130
ახალი ამბებითბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...






























