ეს წმინდა ნინის ვაზის ჯვარია და 1700 წლისაა, გადმოცემით მას ორი ამბავი უკავშირდება - რა ისტორიას ყვება გოგა ჩანადირი

ეს წმინდა ნინის ვაზის ჯვარია და 1700 წლისაა. გადმოცემით მას ორი ამბავი უკავშირდება - ერთ-ერთის მიხედვით, ჯვარი წმინდანს ღვთისმშობელმა იერუსალიმში საქადაგებლად გადასცა, მეორე კი გვეუბნება, რომ თავად ნინომ შეკრა მცხეთაში, ახლანდელი სამთავროს ტერიტორიაზე ვაზისგან და საკუთარი ნაწნავებისგან.

ჯვარი ძალიან შეუყვარდა მის თანამედროვე მეფე მირიანს, რომელიც საქართველოს პირველი ქრისტიანი მეფე გახდა. ხოლო მისი შვილი ბაქარი პირველი მეფე იყო, რომელიც წმინდა ნინოს ჯვრით აკურთხეს.

მირიანის მეუღლე, პირველი ქართველი ქრისტიანი დედოფალი ნანა ამ ჯვრით განკურნა წმინდა ნინომ.

შუშანიკისთვის ეს უმნიშვნელოვანესი სიწმინდე იყო და ხშირად ეთაყვანებოდა.

რამდენიმე საუკუნე ჯვარი სომხეთში იყო და როცა დედაქალაქი ანისი მეფე დავით მეოთხემ სელჩუკებისგან სრულად გაათავისუფლა, საქართველოს დაუბრუნა და სვეტიცხოველში დააბრძანა.

ანისში მდებარე ქართული ტაძრებიდან ერთ-ერთში წმინდა ნინოს ფრესკაა და არ არის გამორიცხული, ბოლოს იქ ყოფილიყო დაბრძანებული.

სპარსელთა გახშირებული შემოტევების დროს ჯვარი გერგეტის სამებაში ინახებოდა. ცოტა ხნით ანანურშიც იყო დაბრძანებული.

მე-17-18 საუკუნეებში ჯვარი მოსკოვში აღმოჩნდა. თუ როგორ, ზუსტად არავინ იცის. ერთი ვარაუდით, 1688 წელს მეფე არჩილმა წაიღო, მეორე ვარაუდის მიხედვით კი მისი ქვეყნიდან გატანა გორისა და სამთავროს მიტროპოლიტ რომანოზს უკავშირდება, რომელსაც ემიგრაციაში მყოფი დისთვის გადაუცია.

მოგვიანებით ნიჟნი-ნოვგოროდის ქართველებთან აღმოჩნდა.

1801 წლის სექტემბერში გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონმა წმინდა ნინოს ჯვარი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს ტახტზე ასვლის ნიშნად მიართვა. ეს სწორედ ის წელია, როცა რუსეთმა ქართლ-კახეთში გიორგი მე-12-ის გარდაცვალების შემდეგ სამეფო მმართველობა გააუქმა.

აქ იმპერატორმა, რომელიც შემდეგ პოლონეთის მეფეც იყო, ინამუსა და რამდენიმე თვეში ჯვარი დარიალის ხეობის გავლით საქართველოს დაუბრუნა.

ქართველობამ სვეტიცხოველში სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა, 1802 წლის 9 აპრილიდან, დღემდე, ანუ, უკვე 220 წელია, სიონის ტაძარშია და ყოველ ნინოობას მრევლისთვის გამოაბრძანებენ ხოლმე.

გადატანა-გადმოტანაში ვაზის ჯვარი საკმაოდ დაზიანდა და ფორმა შეიცვალა. სულ რომ არ დაზიანებულიყო, 300 წლის წინათ ვერცხლის პერანგში ჩასვეს და ვერცხლის ყუთში ჩააბრძანეს, რომელზეც წმინდა ნინოს მოღვაწეობის სცენებია გამოსახული.

უამრავი განსაცდელი გამოიარა წმინდა ნინოს ჯვარმა, მაგრამ 1700 წელია, ის მაინც იმ ქვეყანაში დარჩა, რითაც ქართველები ქრისტეს ეზიარნენ.

წმინდა ნინოს ჯვარი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე და მადლია.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵შემაშფოთებელია ცნობები "ომიკრონის" გავლენის შესახებ ბავშვებზე - ზაზა წერეთელი

🔵ორჯერ აცრილი ადამიანი კოვიდინფექციის შემდეგ ხელახლა უნდა აიცრას სამჯერ - გიორგი ფხაკაძე

🔵ირაკლი ღარიბაშვილი -  ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნა ყველა ერსა და ხელისუფლებას ავალდებულებს მშვიდობას და ისეთი მსოფლიოს შენებას, სადაც მსგავსი ბოროტება აღარასდროს განმეორდება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791656831

საზოგადოება

გიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...

გიორგი პატარიძე

1791654989

ახალი ამბები

თბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია

თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ლიკვიდირებულია

1791654431

საზოგადოება

რატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...

გიორგი პატარიძე

1791653970

საზოგადოება

პაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...

პაატა სალია

1791653374

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...

დონალდ ტრამპი