შემაშფოთებელია ცნობები "ომიკრონის" გავლენის შესახებ ბავშვებზე - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ევროპელი მეცნიერების მიმართვის შინაარსზე წერს.  

"ევროპელი მეცნიერების მიმართვა

SARS-CoV-2 ომიკრონის ვარიანტი სწრაფად ვრცელდება ევროპაში, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელია და სადაც ბუსტერ დოზების გაკეთება წარმატებით მიმდინარეობს.  ჯანდაცვის პროფესიონალები და მკვლევარები მთელი ევროპიდან, მიმართავენ სახელმწიფოს ლიდერებს და მოუწოდებენ მათ  შეთანხმებული ევროპული მოქმედებებისკენ უშუალო საფრთხის მოსაგვარებლად და სწრაფი ქმედებისაკენ

ერთობლივი გეგმების შემუშავების მიზნით, რათა ეფექტურად დაძლიონ სამომავლო შეშფოთების ვარიანტები.  მათ ახლა უნდა აჩვენონ, რომ შეუძლიათ ერთად იმუშაონ ისე, როგორც აქამდე ყოველთვის არ აკეთებდნენ.

სასწრაფო მოქმედების აუცილებლობა გამომდინარეობს ლაბორატორიული და ეპიდემიოლოგიური კვლევებით მიღებული ცოდნით, რომლის მიხედვითაც ჩანს რომ სამწუხაროდ  ვაქცინაციის ან ადრეული ვარიანტებით ინფექციის შედეგად ჩამოყალიბებულ ანტისხეულებს აქვთ ომიკრონის განეიტრალების დაბალი  უნარი, რაც იწვევს ხშირ ხელახალ ინფექციას. ამ უაღრესად ვაქცინირებულ პოპულაციებში ნაკლები სიკვდილის გამო, ის კვლავ იწვევს ჰოსპიტალიზაციის მაღალ დონეს ბევრ ქვეყანაში, ჯანდაცვის სერვისებზე ზეწოლა დიდია და ეს  გამწვავებულია ინფექციებით ჯანდაცვისა და სხვა აუცილებელი სისტემის მუშაკებს შორის.

ასევე არის შემაშფოთებელი ცნობები ომიკრონის გავლენის შესახებ ბავშვებზე, რომლებიც უმეტეს ქვეყნებში მხოლოდ ნაწილობრივ იყვნენ ვაქცინირებული, ისევე როგორც შეშფოთება მისი გრძელვადიანი შედეგების შესახებ, მათ შორის ხანგრძლივი კოვიდის ფაქტებით. მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ცნობები სამხრეთ აფრიკიდან, გაძლიერებული მედია ორგანიზაციების მიერ, ვარაუდობდნენ, რომ ომიკრონი იწვევს "რბილ" დაავადებას, მეცნიერების დიდი ნაწილი თვლის რომ ეს არ უნდა იყოს კლასიფიცირებული ამ გზით.

პანდემიის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ,  ყველასათვის ცხადი უნდა იყოს თუ რა საფრთხეებს მოიცავს  დაგვიანებული, არაეფექტური ან არაკოორდინირებული შემარბილებელი ღონისძიებების გატარება. ჩვენ ასევე ვიცით, რომელი სტრატეგიებია ყველაზე ეფექტური. ვაქცინაციასთან ერთად ეს არის კომბინაცია, რომ შემცირდეს სხვებთან შერევა დახურულ სივრცეებში და სადაც ამის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაშინ კარგი ვენტილაციის და ჰაერის ფილტრაციის გარანტია, ნიღბის ტარება  და  სათანადო ტესტირების გამოყენება!!!. დაგვიანებისა და უმოქმედობის გამართლება არ არსებობს",-წერს, ზაზა წერეთელი.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ორჯერ აცრილი ადამიანი კოვიდინფექციის შემდეგ ხელახლა უნდა აიცრას სამჯერ - გიორგი ფხაკაძე

🔵ომიკრონი მსუბუქია, მაგრამ შემთხვევათა დიდი რაოდენობის ხარჯზე, მეტი სიკვდილიანობაა - თენგიზ ცერცვაძე

🔵სოხუმში სკოლები დახურეს ეპიდსიტუაციის დამძიმების გამო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791656831

საზოგადოება

გიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...

გიორგი პატარიძე

1791654989

ახალი ამბები

თბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია

თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ლიკვიდირებულია

1791654431

საზოგადოება

რატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...

გიორგი პატარიძე

1791653970

საზოგადოება

პაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...

პაატა სალია

1791653374

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...

დონალდ ტრამპი