გამზრდელი ბებია ეძებს 14 წლის გოგონას, რომელიც 11 წლის ასაკში დანიშნეს და საქმრომ გაიტაცა - ბაია პატარაია

რამდენიმე დღეა გამზრდელი ბებია ეძებს 14 წლის გოგონას, რომელიც 11 წლის ასაკში დანიშნეს და ახლა უკვე იმ საქმრომ გაიტაცა, - უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში შემაშფოთებელ ინფორმაციას აქვეყნებს:

„რამდენიმე დღეა გამზრდელი ბებია ეძებს 14 წლის გოგონას, რომელიც 11 წლის ასაკში დანიშნეს და ახლა უკვე იმ საქმრომ გაიტაცა.

ბებიის მტკიცებით, ბავშვი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ქორწინების.

ვრეკავთ შსს-ში და გვეუბნებიან, რომ ბავშვი უსაფრთხოდაა და პრობლემა არ არსებობს.

თუმცა, აბსოლუტურად სხვა ინფორმაციას ვიღებთ სოფელში: ნასამართლევი საქმრო დაკავებული არ არის, გოგონა საქმროს ბებიასთანაა, სადაც ეს კაცი აკითხავს; ამბობენ, რომ მოლამ ჯვარიც დასწერაო.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გოგონა არ არის საკუთარ ოჯახში. მორიგი ადრეული ქორწინების მიჩუმათება ხდება იორმუღანლოში სწორედაც რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით და დუმილით.

ყველა თავს ვიკავებდით ეს დღეები, და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის იმედი გვქონდა, მაგრამ ისღა დაგვრჩენია ჩავრთოთ საქმეშია მედია, რათა ბავშვის ხარჯზე ერთმანეთს არ გაურიგდნენ ზრდასრული კაცები“, - წერს ბაია პატარაია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე საინტერესოა:

🔵 შენს სისხლს არავის შევარჩენთ გპირდები! – სასტიკად მოკლული 22 წლის ორსული გოგონას და

🔵 საქართველოში კორონავირუსის 2 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გარდაიცვალა 68 პაციენტი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794421665

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის დარღვევა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე გ...

არჩილ გორდულაძე

1794418145

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს

„როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური...

გიორგი კახიანი

1794417130

ახალი ამბები

თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...

ყვითელი ლენტი

1794415878

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო

„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...

მიხეილ ყაველაშვილი

1794413989

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი

„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...

თორნიკე ჭეიშვილი