შსს: გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ დღეს და მომდევნო დღეებში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიმართა შეკრება, რომლის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო. შეკრებამ მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, რის შემდეგაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტის შესაბამისად მიიღო პროპორციული ზომები კანონის დაცვის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღებს შესაბამის ზომებს კანონდამრღვევების დასადგენად და მათ მიმართ კანონის აღსასრულებლად.
ამასთან, გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ ყველას, მხედველობაში მიიღონ ეს გარემოება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც მათ მიმართ სამართლებრივი ზომების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
1759663406
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი, ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო - სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს
გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რო...
1759662937
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება
მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება, - განაცხადა პარ...
1759662292
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: 2003 წელსაც გარედან მართული პროცესი იყო, იმავეს გამეორება სცადეს, უბრალოდ ჩვენ ვართ მომზადებული, ქართულმა სახელმწიფომ, საზოგადოებამ არ მისცა არევის შესაძლებლობა
ის ხალხი, რომელიც 2003 წელს ჯერ კიდევ არქმევს მშვიდობიან რევოლუციას და „ვარდების რევოლუციას“, მაშინაც სწორედ გარე ძალების დაკვეთით მოქმედებდა, ახლაც იმავეს ცდილობდნენ, უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ მის...
1759662224
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შეცვლილი. არჩევნებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სტანდარტი ჯერ კიდევ არ არსებობს
ამ ქვეყანაში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შეცვლილი. ვხედავთ, რომ არჩევნებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება, სამაგალითო ხდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში...
1759661825
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: თითოეულ სამართალდამცველს ვუხდი მადლობას, რომ მაღალ დონეზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას
თითოეულ სამართალდამცველს ვუხდი მადლობას, რომ მაღალ დონეზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. „განსაკ...