The Islander: კობახიძე იცავს არა მხოლოდ საკუთარ მთავრობას, არამედ პრინციპს, რომლის თანახმადაც სუვერენულ ერს თავად აქვს უფლება აირჩიოს კურსი, რომელიც თავისუფალია მარიონეტებისა და სოროსის მისიონერებისგან

ახალი ამბების ირლანდიური პორტალი The Islander-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იცავს არა მხოლოდ საკუთარ მთავრობას, არამედ პრინციპს, რომლის თანახმადაც სუვერენულ ერს თავად აქვს უფლება აირჩიოს კურსი.
„კობახიძე იცავს არა მხოლოდ საკუთარ მთავრობას, არამედ პრინციპს, რომლის თანახმადაც სუვერენულ ერს თავად აქვს უფლება აირჩიოს კურსი, რომელიც თავისუფალია დასავლეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მარიონეტებისა და სოროსის მისიონერებისგან“, - წერს The Islander-ი.
გამოცემა გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის, რაც მოხდა საქართველოს დედაქალაქში, არ იყო სტიქიური მიტინგი. ეს იყო საქართველოს მთავრობის ჩამოშორების მიზნით დაგეგმილი ჰიბრიდული ომის კლასიკური ოპერაცია.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი დაიღალა დანიშნული ევროპელი ტექნოკრატების ლექციების მოსმენით. მათ ახსოვთ იუგოსლავია, მაიდანი, მოლდოვა.
„დაე, იბობოქრონ ელიტებმა, გაზეთების სათაურებმა. საქართველო იღვიძებს და სერბეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის მზარდ გუნდს უერთდება... როცა ხალხი ხმას იღებს, იმპერია თრთის. ამ თრთოლვის ხილვა დღეს საღამოს თბილისიდან ბელგრადამდე არის შესაძლებელი“, - წერს გამოცემა.
🇬🇪 “Those who stormed the Georgian Presidential Palace will face serious consequences,” declared Prime Minister Irakli Kobakhidze, vowing that anyone who tries to topple Georgia’s elected leadership will fail. He named them plainly — “certain foreign agents,” the usual imported… pic.twitter.com/T5oYrrNzLk
— THE ISLANDER (@IslanderWORLD) October 5, 2025
1759661106
საზოგადოებაპრეზიდენტი: ბრძენი ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას, ძალადობრივი გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ეს კარგად ჩანს არჩევნებში გამოვლენილი აქტივობებით
ბრძენი ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას, საქართველოში ძალადობრივი გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ეს კარგად ჩანს არჩევნებში გამოვლენილი აქტივობებით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ...
1759660752
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ. ეს არავის შერჩება და მკაცრი პასუხი იქნება ამასთან დაკავშირებით
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ. ეს არავის შერჩება და მკაცრი პასუხი იქნება ამასთან დაკავშირებით, - განაცხადა...
1759659764
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: გუშინ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა საქართველოში არჩევნები, სამწუხაროდ, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობისთვის
გუშინ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა საქართველოში არჩევნები, სამწუხაროდ, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობისთვის, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბრ...
1759659592
საზოგადოებამოქალაქე, რომლის ახლად გახსნილი კაფე გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს დაიწვა, სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს
მოქალაქე, რომლის ახლად გახსნილი კაფე გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს დაიწვა, სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს. „მადლობა ყველას, ვინც მომწერა და დამირეკა. კი, ჩვენი ახლად გახსნილი კაფე მოჰყვა მოვლენე...
1759657392
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენ გვაქვს მოძალადეების იდენტიფიცირების იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე ეს იყო შარშან, შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოს წინააღმდეგ
„თქვენ, როგორც მოგეხსენებათ, უკვე არის დაპატიმრებული რამდენიმე ადამიანი, პირველ რიგში ესენი არიან დამხობის მცდელობის ორგანიზატორები და ასევე, ყველას მინდა შევახსენო, რომ დაუსჯელი ვერავინ დარჩება“, - გ...