პრემიერი: ჩვენ გვაქვს მოძალადეების იდენტიფიცირების იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე ეს იყო შარშან, შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოს წინააღმდეგ

„თქვენ, როგორც მოგეხსენებათ, უკვე არის დაპატიმრებული რამდენიმე ადამიანი, პირველ რიგში ესენი არიან დამხობის მცდელობის ორგანიზატორები და ასევე, ყველას მინდა შევახსენო, რომ დაუსჯელი ვერავინ დარჩება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, კანონი დამნაშავეების მიმართ იმოქმედებს ძალიან მკაცრად.
„გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ უკვე „ნაცმაიდნის“ მოწყობის მეხუთე მცდელობა ჩვენს ქვეყანაში. 4 წლის განმავლობაში „ნაცებმა“ ხუთჯერ სცადეს უკვე ხელისუფლების დამხობა, მაიდნის მოწყობა, ქვეყანაში არეულობის შემოტანა და ამას გაეცა საკადრისი პასუხი, გუშინ სახელმწიფოს მხრიდან.
მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხისმგებლობა 1 100 000-ზე მეტი ამომრჩევლის მიმართ საბოლოოდ მოვაშოროთ ეს სენი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება, რა თქმა უნდა, შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, იგულისხმება ყველა უცხოელი აგენტი, რომელიც არ ასვენებს ამ ქვეყანას. ამაში იგულისხმებიან, ის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებენ უცხოური სპეცსამსახურების ინსტრუქციებით და დაფინანსებით, მათ შორის ამისათვის გამოიყენება მაგალითად, სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებული ერთ-ერთი უნივერსიტეტი. არის ასეთი ორგანიზაციები, როგორიც არის „ფარი“, „ერთობა“ და ა.შ. ეს არის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომელთა მეშვეობითაც, მათ შორის და სხვა დაჯგუფებების მეშვეობით გასული ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა 100, 50, 150 კაცის მიერ ქუჩის გადაკეტვა და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არასწორია 110-მა კაცმა არ შეიძლება 1 100 000-ს ადამიანს გადაუკეტოს ქუჩა. მიზანი რა იყო ამ ყველაფრის?! - მიზანი იყო, სახელმწიფოს, ქვეყნის, ეკონომიკის დაზიანება. ამას ვერ ახერხებდნენ წარმატებით, მაგრამ რაღაც მცირე ზიანს მაინც აყენებდნენ ამ ქვეყანას და სახელმწიფოს.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა 1 100 000-ზე მეტი ამომრჩევლის მიმართ, რომ მთლიანად გავანეიტრალოთ ეს პოლიტიკური ძალა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ , უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ შედგეს სრულიად ჯანმრთელი და ჯანსაღი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა.
მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, მინისტრის მოადგილეებს, შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, სპეცრაზმის ხელმძღვანელს, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს. არ მინდა ვინმე გამომრჩეს, უკლებლივ ყველა სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც გუშინ მოქმედებდა უმაღლეს დონეზე. თქვენ ნახეთ, რომ შსს-მ უმაღლეს დონეზე, უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარა იუველირული სპეცოპერაცია, რითაც განეიტრალდა კონსტიტუციური წყობილების დამხობის, ძალადობით შეცვლის მცდელობა. ამისათვის, რა თქმა უნდა, შსს-ს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა.
მე მოვუწოდებ მაგალითად ფრანგებს, გერმანელებს, ჰოლანდიელებს, მაგალითი აიღონ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მისი გუშინდელი სპეცოპერაციიდან, როდესაც თავად მოუწევთ ასეთ გამოწვევებთან გამკლავება.
ასევე მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც არა მარტო გუშინდელ დღეს, არამედ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმოქმედა უმაღლეს დონეზე მინდა მადლობა გადავუხადო სუსის ხელმძღვანელს, ბატონ მამუკა მდინარაძეს. სუსმა მიიღო პრევენციული ზომები, რა თქმა უნდა, სამსახური მოქმედებს არა საჯაროდ, ეს არის ამ სამსახურის სპეციფიკა, თუმცა უამრავი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ პრევენციულად ყოფილიყო თავიდან არიდებული პრობლემები და გუშინაც მაქსიმალური ეფექტიანობით მოქმედებდა სუსი.
თქვენ, როგორც მოგეხსენებათ, უკვე არის დაპატიმრებული რამდენიმე ადამიანი, პირველ რიგში ესენი არიან დამხობის მცდელობის ორგანიზატორები და ასევე, ყველას მინდა შევახსენო, რომ დაუსჯელი ვერავინ დარჩება. ჩვენ გვაქვს მოძალადეების იდენტიფიცირების იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე ეს იყო შარშან და შარშანწინ. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს, იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოს წინააღმდეგ და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ. კანონი მათ მიმართ იმოქმედებს ძალიან მკაცრად.
ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. ესეც არის ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების წინაშე, იმ ამომრჩევლის წინაშე, რომელიც გუშინ სრული მობილიზაციით გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.
1759661106
საზოგადოებაპრეზიდენტი: ბრძენი ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას, ძალადობრივი გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ეს კარგად ჩანს არჩევნებში გამოვლენილი აქტივობებით
ბრძენი ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას, საქართველოში ძალადობრივი გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ეს კარგად ჩანს არჩევნებში გამოვლენილი აქტივობებით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ...
1759660752
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ. ეს არავის შერჩება და მკაცრი პასუხი იქნება ამასთან დაკავშირებით
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ. ეს არავის შერჩება და მკაცრი პასუხი იქნება ამასთან დაკავშირებით, - განაცხადა...
1759659764
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: გუშინ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა საქართველოში არჩევნები, სამწუხაროდ, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობისთვის
გუშინ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა საქართველოში არჩევნები, სამწუხაროდ, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობისთვის, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბრ...
1759659592
საზოგადოებამოქალაქე, რომლის ახლად გახსნილი კაფე გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს დაიწვა, სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს
მოქალაქე, რომლის ახლად გახსნილი კაფე გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს დაიწვა, სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს. „მადლობა ყველას, ვინც მომწერა და დამირეკა. კი, ჩვენი ახლად გახსნილი კაფე მოჰყვა მოვლენე...
1759658574
საზოგადოებაThe Islander: კობახიძე იცავს არა მხოლოდ საკუთარ მთავრობას, არამედ პრინციპს, რომლის თანახმადაც სუვერენულ ერს თავად აქვს უფლება აირჩიოს კურსი, რომელიც თავისუფალია მარიონეტებისა და სოროსის მისიონერებისგან
ახალი ამბების ირლანდიური პორტალი The Islander-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იცავს არა მხოლოდ საკუთარ მთავრობას, არამედ პრინციპს, რომლის თანახმადაც სუვერენულ ერს თავად ა...