პრეზიდენტი: ბრძენი ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას, ძალადობრივი გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ეს კარგად ჩანს არჩევნებში გამოვლენილი აქტივობებით

ბრძენი ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას, საქართველოში ძალადობრივი გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ეს კარგად ჩანს არჩევნებში გამოვლენილი აქტივობებით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მიხეილ ყაველაშვილი გუშინ თბილისში, აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„გუშინ, როცა არჩევანი გავაკეთე, მედიასთან განვაცხადე, რომ ჩვენი საზოგადოება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ძალიან კარგად არის გათვითცნობიერებული, კარგ ანალიზს აკეთებს და ბრძენი ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას, საქართველოში ძალადობრივი გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. ეს ძალიან კარგად ჩანს ყველა არჩევნებში გამოვლენილი აქტივობებით. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს ამ შეგნებისთვის. მჯერა ჩემი ხალხის, ჩვენი ქვეყნის და, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი წარსულში იქნება დატოვებული. სახელმწიფო იმოქმედებს. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს ვთხოვ, იყვნენ მკაცრები ასეთი გამოვლინებების დროს“, -განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759662937

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება

მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება, - განაცხადა პარ...

შალვა პაპუაშვილი

1759662292

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: 2003 წელსაც გარედან მართული პროცესი იყო, იმავეს გამეორება სცადეს, უბრალოდ ჩვენ ვართ მომზადებული, ქართულმა სახელმწიფომ, საზოგადოებამ არ მისცა არევის შესაძლებლობა

ის ხალხი, რომელიც 2003 წელს ჯერ კიდევ არქმევს მშვიდობიან რევოლუციას და „ვარდების რევოლუციას“, მაშინაც სწორედ გარე ძალების დაკვეთით მოქმედებდა, ახლაც იმავეს ცდილობდნენ, უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ მის...

მიხეილ ყაველაშვილი

1759662224

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შეცვლილი. არჩევნებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სტანდარტი ჯერ კიდევ არ არსებობს

ამ ქვეყანაში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შეცვლილი. ვხედავთ, რომ არჩევნებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება, სამაგალითო ხდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში...

მიხეილ ყაველაშვილი

1759661825

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: თითოეულ სამართალდამცველს ვუხდი მადლობას, რომ მაღალ დონეზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას

თითოეულ სამართალდამცველს ვუხდი მადლობას, რომ მაღალ დონეზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. „განსაკ...

მიხეილ ყაველაშვილი

1759661730

საზოგადოება

შსს: გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ დღეს და მომდევნო დღეებში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიმართა შეკრება, რომლის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო. შეკრებამ მალევე მიიღო კანონ...

შსსშსსშსს