მიხეილ ყაველაშვილი: 2003 წელსაც გარედან მართული პროცესი იყო, იმავეს გამეორება სცადეს, უბრალოდ ჩვენ ვართ მომზადებული, ქართულმა სახელმწიფომ, საზოგადოებამ არ მისცა არევის შესაძლებლობა

ის ხალხი, რომელიც 2003 წელს ჯერ კიდევ არქმევს მშვიდობიან რევოლუციას და „ვარდების რევოლუციას“, მაშინაც სწორედ გარე ძალების დაკვეთით მოქმედებდა, ახლაც იმავეს ცდილობდნენ, უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ მისცა ქართულმა სახელმწიფომ, არც სამართალდამცველმა ორგანოებმა და არც საზოგადოებამ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, 2003 წელს სწორედ გარე დაკვეთით მოხდა ცვლილებები და სამწუხაროდ, მაშინ ხელისუფლებაში მივიღეთ აგენტურა, დაკვეთებით მართული ხელისუფლება.

რაც შეეხება კითხვას, როგორ შეაფასებდა, რომ გარე აქტორებმა გამოუცხადეს მხარდაჭერა აქციის მონაწილეებს, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს.

„სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ესეც ჩვენთვის სიახლე არ არის, წლებია, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში მათ ქმედებებს, ორმაგ სტანდარტს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხედავს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ მუდმივად ვართ კორექტულები, ვცდილობთ, რომ ისევ გადავიყვანოთ ეს პროცესები დიალოგის რეჟიმში, ტრანსპარანტული იყოს ჩვენი ურთიერთობები, ის სურვილი, რაც აქვს ჩვენს საზოგადოებას, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, ვიყოთ მათთან სიახლოვეში და გვქონდეს ეს განცდა, რაც ყველა ჩვენგანის სურვილი იყო. ელემენტარული პოლიტიკური ეთიკის ნორმებია, ელემენტარული ვენის კონვენციაა, რომ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი როცა გქვია, არჩევნების პროცესში, შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიო, მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი არის მართული სპეცსამსახურების მიერ და ეს ადამიანებიც პირდაპირ დაქვემდებარებული არიან.

მე პარლამენტის წევრი, „ხალხის ძალის“ წევრი როცა ვიყავი, ხშირად, ვსაუბრობდი მედიასთან, რომ გვქონდა ინფორმაციები მათი ქმედების, მათი დაკვეთების შესახებ. გაიხსენეთ, რასაც ვსაუბრობდი, იგივე ჩემს წინამორბედ სალომე ზურაბიშვილზე, მისი ქმედებები, რომ დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ და კონსტიტუციის დარღვევით, იგივე ვსაუბრობდით გახარია-ხაზარაძის ტანდემზე, ჯერ კიდევ ერთმანეთს დაპირისპირებული იყვნენ, მაგრამ გარედან იყო დაკვეთა , რომ ისინი უნდა გაერთიანებულიყვნენ. ვიცოდით იმის შესახებ, რომ ეს ძალადობრივი ქმედებები გარედან იყო ინსპირირებული. ჩვენ თუ გავუყვებით და ანალიზს გავაკეთებთ, 2003 წელსაც სწორედ ეს პროცესები მიმდინარეობდა, გარედან მართული პროცესი იყო და ის ხალხი, რომელიც 2003 წელს ჯერ კიდევ არქმევს მშვიდობიან რევოლუციას და „ვარდების რევოლუციას“, ეროვნულ გმირად გამოცხადებული „ვივამედში“ მყოფი ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სწორედ გარე ძალების დაკვეთით მოქმედებდა მაშინაც, რასაც ახლაც ცდილობდნენ, უბრალოდ ქართულმა სახელმწიფომ, არც სამართალდამცველმა ორგანოებმა და არც საზოგადოებამ არ მისცეს შესაძლებლობა, რომ შიგნით აერიათ.

გაიხსენეთ, რას საუბრობდნენ, როგორ ცდილობდნენ მოსყიდვას, დაკნინებას, რომ შიგნით მომხდარიყო ხელისუფლებაში არეულობა, შემდეგ ამ შემთხვევით ესარგებლათ. მაშინ სწორედ ამით ისარგებლეს, ბევრი მოისყიდეს, ბევრი გადაიბირეს და დაარქვეს მშვიდობიანი რევოლუცია, არანაირი მშვიდობიანი რევოლუცია არ იყო. სწორედ გარე დაკვეთით მოხდა მაშინ ეს ცვლილებები და მივიღეთ აგენტურა, სამწუხაროდ, ჩვენდა სამწუხაროდ, მივიღეთ ხელისუფლებაში აგენტურა და დაკვეთებით მართული ხელისუფლება. ანალოგიურის გამეორება სცადეს და ცდილობენ, ბოლო წლებია, უბრალოდ ჩვენ ვართ მომზადებული, საზოგადოება არის გამობრძმედილი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხელისუფლება მითუმეტეს. გვაქვს ჩვენ ინფორმაციები, გვქონდა მანამდეც, როგორ ხდებოდა. ჯერ ერთი ეს სიტყვათაწყობა, მშვიდობიანი დამხობა რას ნიშნავს, გაუგებარია ნებისმიერი მოქალაქისთვის, მაგრამ როცა ეს დაკვეთაა და დამხობაზეა საუბარი, გადაწყვიტეს, მშვიდობიანი დაურთონ წინ, როგორც „ვარდების რევოლუცია“ და ამ მოტივით იმოქმედონ ძალადობრივად. სცადეს აქ შემოვარდნა, მათი მიზანი იყო, ერთ-ერთი ლოკაცია დაეკავებინათ, რომ გამარჯვების მცირე პროცესი დაენახებინათ თავიანთი მომხრეებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759663406

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი, ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო - სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს

გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რო...

შალვა პაპუაშვილი

1759662937

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება

მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება, - განაცხადა პარ...

შალვა პაპუაშვილი

1759662224

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შეცვლილი. არჩევნებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სტანდარტი ჯერ კიდევ არ არსებობს

ამ ქვეყანაში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შეცვლილი. ვხედავთ, რომ არჩევნებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება, სამაგალითო ხდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში...

მიხეილ ყაველაშვილი

1759661825

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: თითოეულ სამართალდამცველს ვუხდი მადლობას, რომ მაღალ დონეზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას

თითოეულ სამართალდამცველს ვუხდი მადლობას, რომ მაღალ დონეზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. „განსაკ...

მიხეილ ყაველაშვილი

1759661730

საზოგადოება

შსს: გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ დღეს და მომდევნო დღეებში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიმართა შეკრება, რომლის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო. შეკრებამ მალევე მიიღო კანონ...

შსსშსსშსს