მიხეილ ყაველაშვილი: ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შეცვლილი. არჩევნებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სტანდარტი ჯერ კიდევ არ არსებობს

ამ ქვეყანაში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შეცვლილი. ვხედავთ, რომ არჩევნებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება, სამაგალითო ხდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სტანდარტი ჯერ კიდევ არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„თავადაც ადევნებთ თვალყურს, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას არც დაუმალავს, მაგალითად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ სამაგალითოა საქართველო, თუ როგორ მოქმედებს მისი ხელისუფლება, მისი ბრძენი ხალხი და ახერხებენ მაღალი შედეგი ჰქონდეთ, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით. ამას ყველა ვხედავთ და ეს თითოეული ჩვენგანის ვალდებულება, მოვალეობაც არის.
უსაფრთხოებაზე როდესაც არის საუბარი, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება, მაღალი სტანდარტი. უნდა იცოდეს იმ ადამიანებმა, რომლებიც დამხობის, ძალადობის, ხელისუფლების ჩამოგდების მოწოდებას აკეთებდნენ, რომ განსაკუთრებულად მკაცრი პასუხი გაეცემათ. ეს არის მოთხოვნა საზოგადოებისაც.
მთელი ისტორიის მანძილზე, განსაკუთრებით, როცა დამოუკიდებელი გავხდით, ვართ გზაზე, სადაც ყველა ჩვენგანის სურვილია, გაერთიანდეს ქვეყანა, იყოს წარმატებული, განვითარებული. ერთი რამ უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შეცვლილი. ვხედავთ, რომ არჩევნებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება, სამაგალითო ხდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სტანდარტი ჯერ კიდევ არ არსებობს. დაინერგა ელექტრონული საარჩევნო სისტემა, ყველა კარგად ხედავთ, როგორ მაღალ დონეზე ტარდება არჩევნები.
ვისაც პასუხისმგებლობა აქვს საკუთარი ქვეყნის, სამშობლოს წინაშე, მოქალაქეობრივი ვალდებულება, ყველა კარგად ხედავს თავის წვლილსაც და გზასაც. ქედს ვიხრი ჩვენი საზოგადოების წინაშე. მადლობას მოვახსენებ ყველა ინსტიტუციას, ასევე მოვუწოდებ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას, იყვნენ მკაცრები ასეთი გამოვლინებების დროს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1759663406
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი, ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო - სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს
გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რო...
1759662937
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება
მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება, - განაცხადა პარ...
1759662292
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: 2003 წელსაც გარედან მართული პროცესი იყო, იმავეს გამეორება სცადეს, უბრალოდ ჩვენ ვართ მომზადებული, ქართულმა სახელმწიფომ, საზოგადოებამ არ მისცა არევის შესაძლებლობა
ის ხალხი, რომელიც 2003 წელს ჯერ კიდევ არქმევს მშვიდობიან რევოლუციას და „ვარდების რევოლუციას“, მაშინაც სწორედ გარე ძალების დაკვეთით მოქმედებდა, ახლაც იმავეს ცდილობდნენ, უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ მის...
1759661825
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: თითოეულ სამართალდამცველს ვუხდი მადლობას, რომ მაღალ დონეზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას
თითოეულ სამართალდამცველს ვუხდი მადლობას, რომ მაღალ დონეზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. „განსაკ...
1759661730
საზოგადოებაშსს: გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ დღეს და მომდევნო დღეებში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიმართა შეკრება, რომლის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო. შეკრებამ მალევე მიიღო კანონ...