ღამის კლუბები ორი კვირით ისევ დაიხურა
მომავალი 2 კვირის განმავლობაში ღამის კლუბების საქმიანობა ისევ იზღუდება. საკლუბო ინდუსტრიის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საკლუბო ბიზნესის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე ესწრებოდნენ.
მისი თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა მომავალი 2 კვირის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების შეჩერება იყო და ამასთან, იქმნება საკომუნიკაციო პლატფორმაც, რომლის მეშვეობითაც ყოველკვირეულად ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
"შეხვედრაზე განვიხილეთ მომავალი ორი კვირის განმავლობაში გასამართი ღონისძიებების შეზღუდვა, რომელიც საბუთდება "ომიკრონის" შტამის ძალიან სწრაფი გავრცელებით. მთავრობამ გვთხოვა, რომ შეგვეჩერებინა აქტივობა ამ ორი კვირის განმავლობაში. ამის პარალელურად დააანონსეს საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც დაორგანიზდება ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით. კლუბების მუშაობის საკითხი ყოველკვირეულ რეჟიმში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით გადაიხედება", - აცხადებს კლუბების წარმომადგენელი.
ცნობისთვის: უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 31 დეკემბრიდან ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ. სექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღწეული იყო შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე გამკაცრებული რეგულაციებით სტუმართა შეზღუდული რაოდენობა დაიშვებოდა.
წყარო:BM.GE
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵იტალიაში ოთხი ახალგაზრდა მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა სინამდვილეში?!
🔵ნანუკა გუდავაძე იუბილარია - ნახეთ როგორ მიულოცა ბერა ივანიშვილმა მეუღლეს დაბადების დღე (ფოტოები)
🔵ამასობაში, ღარიბაშვილიც შედგომია ნაცმოს მოლიპულ გზას პოპულისტული პროპაგანდით - სოფო ხორგუანი
1791656831
საზოგადოებაგიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...
1791654989
ახალი ამბებითბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია
თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
1791654431
საზოგადოებარატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...
1791653970
საზოგადოებაპაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...
1791653374
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...

























