"გიორგი კოხრეიძის მართვის სტილი მიმართულია მაუწყებლის თანამშრომელთა შორის დაპირისპირების, კონფლიქტისა და მტრობის გაღვივებისკენ" - ალტერნატიული პროფკავშირები
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა - გიორგი კოხრეიძემ, გუშინ 28 აპრილს, სამსახურიდან შემოქმედებითი სამსახურის გადაცემა „უცხო სუნელი“-ს ავტორი და წამყვანი, ალექსანდრე თხილაიშვილი გაათავისუფლა.
კოხრეიძის გადაწყვეტილებას მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული კავშირი დევნად აფასებს.
როგორც პროფკავშირების განცხადებაშია ნათქვამი, გათავისუფლების ოფიციალური მიზეზები და თანმდევი პროცესები, ფასდება „ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების წევრთა“ პიროვნული დევნის გაგრძელებად და „იურიდიული საბაბების“ ძიებად ამის განხორცილებისთვის.
"სამართალიც და სამართლებრივი რეაგირებაც, დღეს, „აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ - შერჩევითია.
გადაცემა „უცხო სუნელი“ მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენდა აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ გამორჩეულ და რეიტინგულ გადაცემას, რომლის გუნდიც პასუხისმგებლიანი და პროფესიონალი ადამიანებისგან შედგებოდა. მიუხედავად იმისა რომ ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფდა მათ სათანადო რესურსებითა და სამუშაო პირობებით, ისინი პირადი ძალისხმევის ხარჯზე ახერხებდნენ გადაცემების მომზადებას და მაუწყებლის პრიორიტეტების შესრულებას. ამგვარი რადიკალური და სუბიექტურად მოტივირებული საკადრო გადაწყვეტილებები, ერთი მხრივ თანამშრომელთა დემოტივაციას და მეორე მხრივ - მაყურებლის ინტერესების დაზიანებას იწვევს.
დღიდან დირექტორად არჩევისა, გიორგი კოხრეიძის მართვის სტილი აბსოლუტურად დაცლილია ჯანსაღი შრომითი გარემოს შექმნის პრინციპებისგან და მიმართულია მაუწყებლის თანამშრომელთა შორის დაპირისპირების, კონფლიქტისა და მტრობის გაღვივებისკენ. გიორგი კოხრეიძე მაქსიმალურად ახალისებს ამგვარი დაძაბულობის კერების შექმნას და ნაცვლად პრევენცია-მოგვარებისა, ძალადობრივი, სადამსჯელო ზომებით შემოიფარგლება.
ორგანიზაცია იმართება პერსონალურ განწყობებზე დაყრდნობით. დევნისა და შევიწროების სამიზნეა კრიტიკულად განწყობილი ყველა თანამშრომელი. უკიდურესადაა გაზრდილი შრომითი უთანასწორობა. მაუწყებლის მენეჯმენტი არათუ ხელს არ უწყობს მაუწყებლის განვითარებას, არამედ პირიქით - ანადგურებს ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების ყველა შესაძლებლობას.
მოვლენების ამგვარი განვითარება, გვიტოვებს განცდას რომ მოქმედი მენეჯმენტი და უშუალოდ გიორგი კოხრეიძე მიზანმიმართულად ებრძვის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, ლახავს მის რეპუტაციას და სრულიად უგულებელყოფს მაყურებლის ინტერესებს, რომელთა საჭიროებებისთვის პასუხის გაცემა, არსებულ ფონზე - შეუძლებელი ხდება.
მოვითხოვთ, როგორც ალექსანდრე თხილაიშვილის, ისე - სხვა, უსამართლოდ გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენასა და მათთვის ღირსეული შრომითი გარემოს შექმნას. ასევე - დევნისა და შევიწროების დაუყოვნებლივ შეწყვეტას!!!
საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და არა ვიწრო ჯგუფის მავნე ინტერესებს, რომელთა გატარება ანგრევს და ანადგურებს ყველა იმ შედეგს, რასაც „აჭარის ტელევიზიამ და რადიომ“ ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე მიაღწია.
❙ 29 აპრილს, 15:00 საათზე✓ ვიკრიბებით აჭარის ტელევიზიის შენობის წინ☂ ღირსეული და თავისუფალი მაუწყებლისთვის!!!" - ნათქვამია განცხადებაში.
1791188121
საზოგადოებასაქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო სერვისებს 2027 წლის 1 იანვრამდე მიიღებენ....
1791187103
მსოფლიოსაქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდადებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ
2026 წლის 3-4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდადებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი და...
1791186403
საქართველოევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია
მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამო...
1791185201
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორ...
1791183545
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებუ...


























