გივი მიქანაძე განათლების რეფორმაზე: ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რა არის სიმართლე, რაზე ვართ ორიენტირებული და ეს პროცესები რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რა არის მნიშვნელოვანი, რა არის სიმართლე, რაზე ვართ ორიენტირებული და ეს პროცესები რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მან უნივერსიტეტების ავტონომიურობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა ავტონომიურობასთან დაკავშირებით. პრემიერმა ისაუბრა კონსტიტუციის ჭრილში. ნება მიბოძეთ საერთაშორისო პრაქტიკიდან, სტანდარტებიდან გამომდინარე დამატებითი ინფორმაცია წარვუდგინო საზოგადოებას იმიტომ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რა არის მნიშვნელოვანი, რა არის სიმართლე, რაზე ვართ ორიენტირებული და ეს პროცესები რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
მე აქ წარმოგიდგენთ ორი ავტორიტეტული ორგანიზაციის სტანდარტებს ავტონომიურობასთან დაკავშირებით. ერთი, ეს არის ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად არის ცნობილი ჩვენი ოპონენტებისთვის. შემუშავებული აქვს სპეციალური დოკუმენტი, რომელიც უნივერსიტეტის ავტონომიურობას განსაზღვრავს. იქ არის ჩამოწერილი პრინციპები და მე რომ არასწორი ინტერპრეტაცია არ გამომივიდეს, პირდაპირ ციტირებას დავიწყებ - რაც შეეხება სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრას, დაფინანსების ღონისძიებებს, მოდელებს და ასევე, მთლიანად სისტემის ორგანიზებას, ეს არის სახელმწიფო ხელისუფლების პრეროგატივა. რაც შეეხება სასწავლო პროგრამების შინაარსს, კვლევას და სასწავლო პროცესს, ეს არის სწორედ იმ ავტონომიურობის ნაწილი, რომელიც უნივერსიტეტებთან განსაზღვრავს მათ საქმიანობას და იქ სახელმწიფოს ჩარევა, რა თქმა უნდა, დაუშვებელია.
მეორე საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია, ეს არის OECD, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიოდ, კიდევ უფრო მკაფიოდ აქვს ეს მონაცემები ჩამოყალიბებული, სადაც საუბარია შემდეგზე, რომ „საჯარო დაფინანსების პრიორიტეტები, სტუდენტთა რაოდენობის დაგეგმვა სფეროების მიხედვით და სისტემური დუბლირებების შემცირება არის, როგორც ისინი ინგლისური ტერმინით მოიხსენიებენ - Public policy steering, რაც ნიშნავს საჯარო სექტორის მმართველობის კომპეტენციას და ეს არამც და არამც არ წარმოადგენს ავტონომიის შეზღუდვას“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
1771092040
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში
ახალგაზრდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქმდება არა დიპლომის შესაბამისად, ანუ, ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატ...
1771091978
საზოგადოებაგივი მიქანაძე: ყველა საფეხურის სწავლა, დაწყებული სკოლამდელით, დამთავრებული უმაღლესით, მხარდაჭერილი არის სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენს თავზე ავიღეთ ვალდებულება, რომ ფინანსურად უზრუნველყოთ ეს მიმართულებები
ყველა საფეხურის სწავლა (დაწყებული სკოლამდელით, დამთავრებული უმაღლესით) მხარდაჭერილი არის სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენს თავზე ავიღეთ ვალდებულება, რომ ფინანსურად უზრუნველყოთ ეს მიმართულებები, - განაცხადა...
1771091627
საზოგადოებამიქანაძე უმაღლესი განათლების რეფორმაზე: ყველაფერი გამომდინარეობს კონცეფციიდან, რომელიც 4 თვის წინ პრემიერმა წარადგინა, ყველას ვეუბნებოდით, თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, წარმოადგინეთ - 4 თვე გავიდა და ახლა ვისმენთ, რომ რაღაცით ხართ უკმაყოფილო
კანონმდებლობასთან დაკავშირებით ითქვა, აბსურდული და ფრაგმენტულიაო. არანაირი აბსურდული და ფრაგმენტული არ არის, ბატონო ლევან. ეს ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა ჯერ დეკემბერში, ხოლო შემდეგ ერთი კვირის...
1771091540
საზოგადოებაპრემიერი: მე, როდესაც ვამბობ, რომ მწირი რესურსი გვაქვს და ამ მწირ რესურსს სჭირდება ოპტიმალური გამოყენება, ეს არის არგუმენტი, შეიძლება, არ მოგეწონოთ ჩემი არგუმენტი და უნდა დაუპირისპიროთ თქვენი არგუმენტი, მაგრამ თქვენ არგუმენტი არ გაქვთ
მესამე გამოსვლა - ნული არგუმენტი, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებში განათლების...
1771090137
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: დღეს რომ არ აქვს ქართველ ახალგაზრდას განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს უნდა შეიცვალოს და კეთილი ინებეთ და როდესაც ჩვენ არგუმენტებით გესაუბრებით, ან არგუმენტები წარმოადგინეთ, ან აღიარეთ, რომ არ გაქვთ ეს არგუმენტები
დღეს რომ არ აქვს ქართველ ახალგაზრდას განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს უნდა შეიცვალოს და კეთილი ინებეთ და როდესაც ჩვენ არგუმენტებით გესაუბრებით, ან არგუმენტები წარმოადგინეთ, ან აღიარეთ, რომ არ გაქვთ...


























