ირაკლი კობახიძე: დღეს რომ არ აქვს ქართველ ახალგაზრდას განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს უნდა შეიცვალოს და კეთილი ინებეთ და როდესაც ჩვენ არგუმენტებით გესაუბრებით, ან არგუმენტები წარმოადგინეთ, ან აღიარეთ, რომ არ გაქვთ ეს არგუმენტები
დღეს რომ არ აქვს ქართველ ახალგაზრდას განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს უნდა შეიცვალოს და კეთილი ინებეთ და როდესაც ჩვენ არგუმენტებით გესაუბრებით, ან არგუმენტები წარმოადგინეთ, ან აღიარეთ, რომ არ გაქვთ ეს არგუმენტები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე.
პრემიერის თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ აკადემიურ საზოგადოებას, საუბრობენ თემაზე და არ აქვთ არც ერთი არგუმენტი.
„პირველი გამოსვლა - ნული არგუმენტი, მეორე გამოსვლა - ნული არგუმენტი. რეფორმასთან და რეფორმის საჭიროებასთან დაკავშირებით, გამოწვევებთან, ამოცანებთან დაკავშირებით არგუმენტები უბრალოდ არ აქვთ. რაც შეეხება იმას, რომ ინსტიტუციური ცვლილებები არის მიზნის მიღწევის საშუალება და არა მიზანი და თვითმიზანი. რა თქმა უნდა, ასეა. ჩვენ კონცეფცია როდესაც წარვადგინეთ, იქ განვსაზღვრეთ სწორედ შვიდი ამოცანა. ამ ამოცანებიდან გამომდინარეობს ის კონკრეტული ინსტრუმენტები, რომლებიც შემდეგ არის ასახული, მათ შორის, იქ არის ინსტიტუციური ცვლილებები, ინფრასტრუქტურა, საკადრო საკითხები და ა.შ. რა თქმა უნდა ასეა და სწორედ ამიტომ, ამ სტრუქტურით არის განსაზღვრული ჩვენი კონცეფცია. შვიდი გამოწვევა - შვიდი ამოცანა, მაგრამ არგუმენტები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.
დღეს რომ არ აქვს ქართველ ახალგაზრდას არც ილიას უნივერსიტეტში, არც თსუ-ში, არც ტექნიკურ და არც სხვა უნივერსიტეტებში განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს უნდა შეიცვალოს და კეთილი ინებეთ და როდესაც ჩვენ არგუმენტებით გესაუბრებით, ან არგუმენტები წარმოადგინეთ, ან აღიარეთ, რომ არ გაქვთ ეს არგუმენტები. ამ ხნის განმავლობაში ვისმენ გამოსვლებს სოციალურ მედიაში, მედიაში, იქაც ნული არგუმენტი. თან საუბარია აკადემიურ საზოგადოებაზე. არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ აკადემიურ საზოგადოებას, საუბრობენ თემაზე და არ გვესმის არც ერთი არგუმენტი, როგორც დღეს. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი არ მოსწონთ, მაგრამ ორი გამოსვლა - ნული არგუმენტი მოსწონთ - არ არის ეს ჯანსაღი მიდგომა დისკუსიისადმი“, - განაცხადა პრემიერმა.
1771092040
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში
ახალგაზრდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქმდება არა დიპლომის შესაბამისად, ანუ, ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატ...
1771091978
საზოგადოებაგივი მიქანაძე: ყველა საფეხურის სწავლა, დაწყებული სკოლამდელით, დამთავრებული უმაღლესით, მხარდაჭერილი არის სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენს თავზე ავიღეთ ვალდებულება, რომ ფინანსურად უზრუნველყოთ ეს მიმართულებები
ყველა საფეხურის სწავლა (დაწყებული სკოლამდელით, დამთავრებული უმაღლესით) მხარდაჭერილი არის სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენს თავზე ავიღეთ ვალდებულება, რომ ფინანსურად უზრუნველყოთ ეს მიმართულებები, - განაცხადა...
1771091627
საზოგადოებამიქანაძე უმაღლესი განათლების რეფორმაზე: ყველაფერი გამომდინარეობს კონცეფციიდან, რომელიც 4 თვის წინ პრემიერმა წარადგინა, ყველას ვეუბნებოდით, თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, წარმოადგინეთ - 4 თვე გავიდა და ახლა ვისმენთ, რომ რაღაცით ხართ უკმაყოფილო
კანონმდებლობასთან დაკავშირებით ითქვა, აბსურდული და ფრაგმენტულიაო. არანაირი აბსურდული და ფრაგმენტული არ არის, ბატონო ლევან. ეს ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა ჯერ დეკემბერში, ხოლო შემდეგ ერთი კვირის...
1771091540
საზოგადოებაპრემიერი: მე, როდესაც ვამბობ, რომ მწირი რესურსი გვაქვს და ამ მწირ რესურსს სჭირდება ოპტიმალური გამოყენება, ეს არის არგუმენტი, შეიძლება, არ მოგეწონოთ ჩემი არგუმენტი და უნდა დაუპირისპიროთ თქვენი არგუმენტი, მაგრამ თქვენ არგუმენტი არ გაქვთ
მესამე გამოსვლა - ნული არგუმენტი, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებში განათლების...
1771090075
საზოგადოებაგივი მიქანაძე განათლების რეფორმაზე: ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რა არის სიმართლე, რაზე ვართ ორიენტირებული და ეს პროცესები რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რა არის მნიშვნელოვანი, რა არის სიმართლე, რაზე ვართ ორიენტირებული და ეს პროცესები რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ე...


























