გივი მიქანაძე: მზად ვართ, მოვისმინოთ, თუკი ვინმეს უკეთესი ხედვა აქვს, მაგრამ ისმის კითხვა, რატომ არ ამბობდნენ ჯგუფები, რომლებიც ახლა რეფორმის გაკრიტიკებას ცდილობენ, რა უნდა გაკეთებულიყო?

„აბსოლუტურად ყველანაირი რესურსი არსებობს და რაც მთავარია, არსებობს პოლიტიკური ნება, მაგრამ ეს პოლიტიკური ნება არ არის იმპერატიული ხასიათის“, - ასე უპასუხა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რატომ ხორციელდება ასეთი მასშტაბური განათლების რეფორმა ახლა, 13 წლის შემდეგ, რატომ ამ ფორმით და არსებობს თუ არა კონცეფციის აღსრულებისთვის მმართველი გუნდის და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან რესურსი.

„ეს არის პოლიტიკური ნება, რომელიც აბსოლუტურად მზად არის, მოისმინოს ნებისმიერი ჯანსაღი, კონსტრუქციული არგუმენტირებული პოზიცია. თუ კი ვინმეს აქვს უკეთესი ხედვა, როგორ შეიძლება კონკრეტულ მიმართულებებზე, კონკრეტულ გამოწვევებზე გადაწყვეტის მოფიქრება, ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ, მაგრამ ზუსტად აქ ისმის კითხვა, თუკი რაღაც სხვა იყო აქამდე, რომელიც შეიძლებოდა, გაკეთებულიყო, რატომ არ იყო ეს გაჟღერებული, ან რატომ არ იყო კონკრეტული ჯგუფების მხრიდან წარმოდგენილი, რომლებიც ახლა ცდილობენ, გააკრიტიკონ? რატომ არ ამბობდნენ, რა უნდა გაკეთებულიყო? რაც შეეხება იმას, რატომ ახლა და რატომ ადრე არა. ალბათ, გარკვეულწილად, ცოტათი დაგვიგვიანდა ეს პროცესი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახლა ვართ მთლიანად კონცენტრირებული იმაზე, რომ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ და ერთხელ და სამუდამოდ ბოლომდე მივიყვანოთ, რათა ქვეყანა სწორი განვითარების პროცესს რომ დაადგეს განათლების სისტემის თვალსაზრისით; იმისთვის, რომ სასწავლო პროცესთან ერთად ის პროდუქტი, რასაც ჩვენ ვაძლევთ, იყოს ისეთი ხარისხის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს არ უჩნდებოდეთ სურვილი სხვა ქვეყნებში წასასვლელად, რადგან არა თუ არანაკლები, უფრო მეტი ხარისხის სასწავლო პროცესში იქნებიან ჩართული; იმისთვის, რომ ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება, რათა მათ მთელი თავისი ცოდნა, ენერგია და დრო კონცენტრირებულად მოახმარონ ამ საქმის ძალიან მაღალი სტანდარტით განხორციელებას“, – განაცხადა მიქანაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761138467

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის” დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩა...

მარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ

1761137354

საზოგადოება

აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი საქართველოს როლზე შუა დერეფნის მარშრუტში: ჩვენ ერთმანეთის წარმატებაზე ვართ დამოკიდებული

აბრეშუმის გზის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა, შუა დერეფნის როლსა და ევროპასა და აზ...

რაშად ნაბიევი

1761136472

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ სრულად გვაქვს აღებული ვალდებულება, განვახორციელოთ ისეთი დიდი პროექტები, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დ...

მარიამ ქვრივიშვილ

1761135344

საზოგადოება

გიორგი ხაინდრავა: მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბადის ბომბის ქანდაკებაა?

კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭებას ეხმიანება. „მზია ამაღლობელს ევრო პარლამენტმა ა.სახაროვის პრემია მიანიჭა! საინტერესოა პრიზი საბჭოთა წყალბა...

გოგა ხაინდრავა

1761134348

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობას დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული სტრატეგიული პროექტებისა და შუა დერეფნის განვითარების კუთხით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ შუა...

მარიამ ქვრივიშვილი