"გომელაური და ლილუაშვილი ნაცვლად იმისა, რომ ემსახურებოდეს ქვეყანას, ემსახურება ივანიშვილს" - ელენე ხოშტარია აღნიშნული ძალოვნების სანქცირებას ითხოვს
პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ცალკეული ბიზნესმენების, მოსამართლეებისა და პროკურორების სანქცირების მოთხოვნის შემდეგ, ასახელებს ასევე რამდენიმე მაღალჩინოსანს და ამბობს, რომ ეს ადამიანები არიან ჩართული საქართველოში ოლიგარქიულ მმართველობაში.
ამის შესახებ ხოშტარიამ პარტიის ოფისში დღეს, 7 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენ წარმოვადგინეთ პატარა ოლიგარქები, ანუ ის კორუფციული სქემა ვითომ ბიზნესმენების, რომელზე დგას რუსეთთან კავშირები...
დღეს მინდა აქცენტი გავაკეთო ძალოვან სტრუქტურებზე.
ძალოვანი სტრუქტურები არის ის საყრდენით, რომლითაც ოლიგარქიული მმართველობა იტაცებს სახელმწიფოს და ჩართულია რუსეთთან საშიში კავშირების შექმნაში ან დაფარვაში.
გრიგოლ ლილუაშვილი - "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის პირადი გარემოცვიდან არის, "ქართუდან" ისევე, როგორც ბევრი ამ მთავრობაში.
უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ის ხელმძღვანელობს არის არა ქვეყნის, არამედ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პოლიტიკური შანტაჟისა და დევნისა, გვაქვს ინფორმაცია, რომ ფიგურირებდა სანქცირებული ტვირთით საქართველოში შემოსულ რუსული გემის საქმეში";
კობა კობიძე - "ეს არის ადამიანი სუსიდან, რომელიც არის ჩართული მიყურადებაში, შანტაჟში";
ვახტანგ გომელაური - "ბიძინა ივანიშვილის პირადი გარემოცვიდან არის.
მისი პირადი მცველი, რომელიც დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად.
ნაცვლად იმისა, რომ ემსახურებოდეს ქვეყანას, ემსახურება ივანიშვილს",- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
1794415878
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო
„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...
1794413989
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი
„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...
1794411572
ახალი ამბებინათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება
„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...
1794411071
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...
1794409593
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს
„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...






























