ჰარცელი: ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, მან უნდა უზრუნველყოს, რომ გასცდეს ამ კარის ზღურბლს
„რაც მე მაშინებს ის არის, რომ ისინი, ვინც ზოგჯერ აკრიტიკებენ ან ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, აშკარად ცდილობენ ამით საქართველოს წინსვლისადმი ევროკავშირის გულწრფელობის მიმართ ეჭვის დათესვას“,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ჰარცელი განმარტავს, კრიტიკის ეს კატეგორია საზიანოა საქართველოსთვის.
"რაც მე მაშინებს ის არის, რომ ისინი, ვინც ზოგჯერ აკრიტიკებენ, ან ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, აშკარად ცდილობენ ამით საქართველოს წინსვლისადმი ევროკავშირის გულწრფელობის მიმართ ეჭვის დათესვას.
ჩემი აზრით, კრიტიკის ეს კატეგორია ცინიკურია და რაც მთავარია, საზიანოა როგორც საქართველოსთვის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის.
ფაქტია, რომ საქართველოს შესთავაზეს იმ კარში შესვლა, რომელიც ახლა ევროკავშირისკენ სვლისთვის ღიაა.
ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, მან უნდა უზრუნველყოს, რომ გასცდეს ამ კარის ზღურბლს.
ეს ასევე არის ქვეყანა, რომელმაც წარსულში მიაღწია და გააფორმა ხელშეკრულებები ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის, უვიზო რეჟიმის შესახებ",- აღნიშნავს კარლ ჰარცელი.
მისივე თქმით, პოლარიზაცია ფუნდამენტური გამოწვევაა.
“ყველამ ვიცით, რომ ეს ფუნდამენტური გამოწვევაა. ჩემი აზრით, პოლარიზაცია ამ კონტექსტში პროცესის დასაწყისშიც არის და დასასრულშიც.
დასაწყისშივე, ახლავეა საჭირო, რომ მხარეები როგორმე შეიკრიბონ და დაიწყონ განხილვა როგორც თავად პროცესის, ისე ამ პროცესის მიზნების და არსის, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვუყაროთ თავი ამ დღის წესრიგის და პროცესის მხარდასაჭერად.
ვფიქრობ, პრიორიტეტების რეალურად განხორციელების მიმართულებით წარმატების მომტანი იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება სულ მცირე კიდევ ერთი ბიძგი შემდეგი დეპოლარიზაციისკენ.
ნახეთ, რომ კომისიის დასკვნაში მითითებულია 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება, რაც არცთუ ისე დიდიხნის წინანდელია.
ეს შემთხვევითი არ არის.
საერთო დღის წესრიგის განსაზღვრისთვის სწორედ ამ სახის პარტიათაშორისი ჩართულობა იქნება საჭირო.
მოხარული ვარ, რომ დისკუსია უკვე დაიწყო.
ჩვენ ვნახეთ იდეები და წინადადებები მმართველი პარტიისგან, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისგან და სხვებისგან.
ამ ყველაფრის არსს თუ დავაკვირდებით, როგორც პროცესს, ასევე შინაარსს, ვხედავ საწყის წერტილს დისკუსიაში ჩართვისთვის, რომელიც შეძლებს წამოყენებული სხვადასხვა იდეის და შემოთავაზებული ელემენტების გაერთიანებას.
რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, საჭირო იქნება პოლიტიკური ლიდერშიფი და ყველა მხარის გამბედაობა იმისთვის, რომ გადავიდეთ სივრცეში, სადაც კომპრომისის პოვნა შესაძლებელი იქნება.
სწორედ ეს არის ის რის დანახვაც ევროკომისიას და ევროკავშირს სურს მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში“,- აცხადებს კარლ ჰარცელი.
1794415878
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო
„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...
1794413989
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი
„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...
1794411572
ახალი ამბებინათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება
„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...
1794411071
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...
1794409593
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს
„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...






























