ირაკლი კობახიძე: ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა, ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ, მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ სამშობლოს
„ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა. ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ. მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ სამშობლო“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.
პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ყოველწლიურად იზრდება იმის შანსი, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას.
„დაახლოებით ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა. ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ. მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ სამშობლოს. დღეს, როდესაც 9,4%-ია ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი, ნაკლები ინტერესია, რომ ადამიანი გერმანიიდან, ამერიკიდან, შვედეთიდან, დაბრუნდეს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა.
ჯერ კიდევ სამჯერ უკეთესად ცხოვრობენ გერმანიაში, საფრანგეთში დაახლოებით ორჯერ უფრო უკეთესად, მაგრამ დაახლოების პროცესი გრძელდება და რამდენიმე წელიწადში უკვე ძალიან დაუახლოვდება ერთმანეთს ჩვენი და კონკრეტული დასავლეთ ევროპული ქვეყნების ცხოვრების დონე. ამიტომ, ყოველწლიურად იზრდება იმის შანსი, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას და ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები ეკონომიკურ განვითარებაზე, იმისათვის, რომ ეს ადამიანები საკუთარ ქვეყანას დაუბრუნდნენ“, - განაცხადა პრემიერმა.
1763752797
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენ შევძელით საზოგადოების ინფორმირება და ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც მოვახერხეთ საკუთარი თავის დაცვა, საზოგადოებას ვუთხარით სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ რა მანკიერი ინტერესებით იმართება თანამედროვე მსოფლიო
„რეალურად ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ძალიან ფართო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის რა გავლენებით იმართება ევროპული ბიუროკრატია, რა გავლენებით იმართებოდა ა...
1763752759
საზოგადოებაპრემიერი: ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი
„ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. თუ ამას არ გააკეთ...
1763751556
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როცა გვადარებენ დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით, კორუფციით, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან
როცა გვადარებენ უკრაინას და მოლდოვას, ავიღოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფცია, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან, - განაცხად...
1763751509
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საარჩევნო ხმის უფლება რჩება ყველას, უბრალოდ, როცა ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ერთი დღით მაინც ჩამოვიდეს თავის ქვეყანაში, საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება ქვეყანაში და ასე მიიღოს გადაწყვეტილება
„დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...
1763751110
საზოგადოებაპრემიერი: როგორც კი არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების, უცხოური აგენტურის აკრძალვის პროცესი დასრულდება, მაშინვე, ეს დემოკრატიული კონკურენციის პროცესი თვითონ წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს
„ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში. პრემიერის შეფასებ...


























