პრემიერი: როგორც კი არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების, უცხოური აგენტურის აკრძალვის პროცესი დასრულდება, მაშინვე, ეს დემოკრატიული კონკურენციის პროცესი თვითონ წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს

„ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.

პრემიერის შეფასებით, ოპოზიცია საქართველოში ლაგდება ქვეყნის გარედან და ეს არის ხელოვნური პროცესი.

„ყველაფერი რომ მიანდო ჯანსაღ შიდა კონკურენციას, ბაზრის პრინციპი მოქმედებს პოლიტიკაშიც, რომ თვითონ ხარისხის დახვეწას უზრუნველყოფს ის კონკურენცია, რომელიც დემოკრატიულ სისტემაში მოქმედებს. აქ ეს პრინციპი არ მუშაობს, იმიტომ, რომ ოპოზიციის მხარეს ყველაფერი ლაგდება ქვეყნის გარედან. იქიდან ნიშნავენ პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებს, შექმნეს ერთი პარტია, მეორე, მესამე, გეგმებს უწერენ, მესიჯების დონეზე უდგენენ ტექსტებს და ა.შ. ყველაფერი ხდება გარედან. ასეთ პირობებში კონკურენცია ვერ ქმნის ჯანსაღ სპექტრს.

მათ შორის, პერსონალურ დონეზეც რომ დავიდეთ, გარედან რომ არ ინიშნებოდეს ოპოზიცია, მაგალითად, ქვეყნის შიგნით ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან, ნებისმიერი ლიდერი ავიღოთ მათი, მაგალითად ხაზარაძე, პირობითად, რომ ავიღოთ მისი პარტიის წარმომადგენლები, ისინი ჯანსაღი კონკურენციის პირობებში წარმატებას ვერ მიაღწევდნენ, იმ წარმატებასაც კი, რაც ჰქონდათ, ცნობადი პოლიტიკოსები საერთოდ ვერ გახდებოდნენ. გარედან დანიშნეს და ამიტომ მიიღეს ის არაჯანსაღი სურათი. ბოკერია რომ ავიღოთ, ქვეყნის გარედან რომ არ ნიშნავდნენ ასეთ პოლიტიკოსს, ისინი ვერ ხვდებიან, რომ ქართული მენტალიტეტისთვის ასეთი პოლიტიკოსი, სრულიად დეგრადირებული და ფასეულობებისგან დაცლილი, არის მიუღებელი, მაგრამ გარედან დანიშნეს, რომ ამას უნდა ჰქონდეს თავისი სიტყვა სათქმელი.

რაც შეეხება მომავალს. სწორედ ამიტომ ვუყურებთ ჩვენ ოპტიმისტურად მომავალს, რომ ეს პროცესი გვაქვს დაწყებული, რაც დაკავშირებულია კონკრეტული 3 პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან. ჩვენ ჩაგვტოვეს ჩაკეტილ წრეზე 2012 წლიდან მოყოლებული. ყველამ იცოდა, რომ „ნაცმოძრაობა“ იყო დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა, მაგრამ თქვეს, რომ ესენი უნდა დარჩნენ ოპოზიციაში, თან მაშინ რთული ვითარება იყო, პირველი 4 წელი იყო კოალიცია და რადიკალური ნაბიჯები ვერ გადაიდგმებოდა, მათ შორის, პარტიის აკრძალვის ნაწილში, მერე კიდე სხვა სირთულეები იყო. ამიტომ, ჩვენ გარედან თავს მოგვახვიეს ეს ე.წ. კოჰაბიტაცია და ჩაგვტოვეს ამ ჩაკეტილ წრეზე, სადაც დღემდე ვტრიალებთ. ამის გამოა, რომ ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები ვერ ჩნდება ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, მაგრამ დაწყებული გვაქვს ახლა ახალი პროცესი, რაც დაკავშირებულია ამ არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების, უცხოური აგენტურის აკრძალვასთან.

როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, მაშინვე ეს დემოკრატიული კონკურენციის პროცესი თვითონ წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს და ეს არის ერთადერთი გამოსავალი. თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად დავრჩებით ამ ჩაკეტილ წრეზე და მოგვიწევს ერთ წრეზე სიარული“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763751556

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როცა გვადარებენ დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით, კორუფციით, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან

როცა გვადარებენ უკრაინას და მოლდოვას, ავიღოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფცია, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან, - განაცხად...

ირაკლი კობახიძე

1763751509

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საარჩევნო ხმის უფლება რჩება ყველას, უბრალოდ, როცა ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ერთი დღით მაინც ჩამოვიდეს თავის ქვეყანაში, საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება ქვეყანაში და ასე მიიღოს გადაწყვეტილება

„დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...

ირაკლი კობახიძე /

1763751072

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არსებობს ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიშები, სადაც ვერ გაექცევი სინამდვილეს, მაგრამ პოლიტიკოსი ან ელჩი როცა ხარ, შეგიძლია თქვა, რომ უკეთესი მდგომარეობაა მოლდოვაში, სადაც კორუფცია ყვავის, ეკონომიკა გაჩერებულია

„არსებობს ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიშები, სადაც ვერ გაექცევი სინამდვილეს, შეიძლება, გააკეთო უხეში განცხადება, რაც მოგვისმენია კონკრეტული ელჩების და სხვების მხრიდან, რომ მოლდოვაში ყველაფერი უკეთესად ა...

ირაკლი კობახიძე

1763751034

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს, ჩვენი ვარაუდია, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტში ქართველები ბევრად მეტ ბინას იყიდიან და შესაბამისად, გარედან ნაკლები თანხა შემოვა

„მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს, Eagle Hills-ის ხელმძღვანელი ვარაუდობს 60%-ის გაყიდვას უცხოელებზე და როცა ის ამას ამბობდა, მას ამოძრავებდა სურვილი, კიდევ უფრო მეტად დადებ...

ირაკლი კობახიძე

1763750995

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული, არ შეიძლება ლოიალური დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ

„ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას. როგორც მთავრობის...

ირაკლი კობახიძე