ირაკლი კობახიძე: როცა გვადარებენ დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით, კორუფციით, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან
როცა გვადარებენ უკრაინას და მოლდოვას, ავიღოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფცია, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.
კითხვაზე, არაფორმალურ საუბრებში საქართველოს მიღწევებს აღიარებენ თუ არა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მათ პასუხები არ აქვთ.
„ათასი შეხვედრა გვქონია ამას რომ ეუბნები, პასუხი არ არის. პასუხს ვერ გიბრუნებენ, საბოლოო ჯამში მათი პასუხი არის ბუნდოვანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ატარებენ შესაბამის საუბარს. გადაგიგდებენ, ბანზე გიგდებენ საუბარს, რადგან არ აწყობთ. როგორც კი მათემატიკაში შედიხარ და ეუბნები, რომ 2+2 არის 4, ხომ ვერ დაგიწყებს საუბარს, რომ 4 კი არ არის, 5-ია, გადააქვს სხვა თემაზე. ასე ხდება ყველა შეხვედრაზე, რადგან იმდენად წელში ვართ გამართული ყველა თემასთან დაკავშირებით, თავისი სტატისტიკით, თავისი მათემატიკით, თავისი ფაქტებით, თავისი ყველაფრით, რომ ვერაფერს ვერ ამბობენ და ხდება თემიდან თემაზე გადასვლა.
შეიძლება, შეხვედრაზე დაგეთანხმოს კიდევაც, ამის პრეცედენტებიც გვქონია, წავა, იმავეს გააკეთებს, რადგან დავალება დავალებაა, იმას ვერ გაექცევი. რაღაც მომენტამდე ასე იყო, ან სიტყვას ბანზე გვიგდებდნენ, ან გვეთანხმებოდნენ და მაინც იმავეს აკეთებდნენ, ახლა გაურბიან ყველა საუბარს. უკვე ისეთი სხვაობები გაჩნდა - როცა გვადარებენ ჩვენ უკრაინას და მოლდოვას, უკვე გაუსაძლის მასშტაბს აღწევს სხვაობა საქართველოსა და იქით უკრაინასა და მოლდოვას შორის. უკვე შეუძლებელია საუბარი. გინდა ავიღოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფცია, უკვე გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1763751509
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საარჩევნო ხმის უფლება რჩება ყველას, უბრალოდ, როცა ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ერთი დღით მაინც ჩამოვიდეს თავის ქვეყანაში, საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება ქვეყანაში და ასე მიიღოს გადაწყვეტილება
„დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...
1763751110
საზოგადოებაპრემიერი: როგორც კი არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების, უცხოური აგენტურის აკრძალვის პროცესი დასრულდება, მაშინვე, ეს დემოკრატიული კონკურენციის პროცესი თვითონ წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს
„ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში. პრემიერის შეფასებ...
1763751072
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არსებობს ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიშები, სადაც ვერ გაექცევი სინამდვილეს, მაგრამ პოლიტიკოსი ან ელჩი როცა ხარ, შეგიძლია თქვა, რომ უკეთესი მდგომარეობაა მოლდოვაში, სადაც კორუფცია ყვავის, ეკონომიკა გაჩერებულია
„არსებობს ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიშები, სადაც ვერ გაექცევი სინამდვილეს, შეიძლება, გააკეთო უხეში განცხადება, რაც მოგვისმენია კონკრეტული ელჩების და სხვების მხრიდან, რომ მოლდოვაში ყველაფერი უკეთესად ა...
1763751034
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს, ჩვენი ვარაუდია, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტში ქართველები ბევრად მეტ ბინას იყიდიან და შესაბამისად, გარედან ნაკლები თანხა შემოვა
„მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს, Eagle Hills-ის ხელმძღვანელი ვარაუდობს 60%-ის გაყიდვას უცხოელებზე და როცა ის ამას ამბობდა, მას ამოძრავებდა სურვილი, კიდევ უფრო მეტად დადებ...
1763750995
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული, არ შეიძლება ლოიალური დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ
„ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას. როგორც მთავრობის...


























