ირაკლი კობახიძე: საარჩევნო ხმის უფლება რჩება ყველას, უბრალოდ, როცა ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ერთი დღით მაინც ჩამოვიდეს თავის ქვეყანაში, საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება ქვეყანაში და ასე მიიღოს გადაწყვეტილება

„დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.

პრემიერის თქმით, არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია, ასევე როდესაც ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ის მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.

„დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია. ზუსტად დავთვალეთ, რას გამოიწვევდა დიასპორის არმონაწილეობა და ერთ მანდატს განსაზღვრავდა მხოლოდ მათი არმონაწილეობა. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისაგან. ჩვენ ყველგან ვცდილობთ, რომ განვამტკიცოთ სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და დავიცვათ გარე საფრთხეებისგან. როცა საქმე ეხება ამ რეგულაციას, გვაქვს ორი არგუმენტი - ერთი არის ის, რომ არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია, იმიტომ, რომ ასეთ პირობებში ნებისმიერი ადამიანი, დიასპორის წარმომადგენელი ამა თუ იმ ფორმით ექცევა უცხოური იურისდიქციის გავლენის ქვეშ. მეორე არგუმენტი უკავშირდება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. როდესაც ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, მას არ აქვს წვდომა ინფორმაციის მთავარ წყაროზე. ერთადერთი გაუფილტრავი ინფორმაციის წყარო არის ის გარემო, სადაც შენ ცხოვრობ. გადიხარ ქუჩაში და შენი თვალით ხედავ, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე აკეთებ საბოლოო არჩევანს. თუ ადამიანს არ აქვს წვდომა გაუფილტრავ ინფორმაციის წყაროზე, ის მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ყველაზე მეტად აისახება საარჩევნო გადაწყვეტილება, ქვეყნის გარეთ მცხოვრებმა ადამიანების ჯგუფმა უნდა გადაუწყვიტოს საკუთარი ბედი.

„რომ გადავხედოთ შედეგებს, მხოლოდ „ნაცმოძრაობამ“ და „ახალმა“ მიიღეს 53% საზღვარგარეთ. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებს რომ გადაეწყვიტათ საქართველოში მცხოვრები ადამიანების ბედი. საქართველოსი მცხოვრები ადამიანების 54%-ს არ უნდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, იმიტომ, რომ ახსოვს, რა უბედურებასთან იყო დაკავშირებული მათი მმართველობა. დღესაც თავისი თვალით უყურებს, რა ხდება ქვეყანაში და რას აკეთებენ ეს ადამიანები. აქვთ წვდომა გაუფილტრავ ინფორმაციაზე. ამ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ყველაზე მეტად აისახება საარჩევნო გადაწყვეტილება, ქვეყნის გარეთ მცხოვრებმა ადამიანების ჯგუფმა უნდა გადაუწყვიტოს საკუთარი ბედი. ეს არასწორია, ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ საარჩევნო ხმის უფლება რჩება ყველას, უბრალოდ ვამბობთ ერთ რამეს - როცა ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ერთი დღით მაინც ჩამოვიდეს თავის ქვეყანაში, საკუთარი თვალით ნახოს რა ხდება ქვეყანაში და ასე მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763751556

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როცა გვადარებენ დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით, კორუფციით, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან

როცა გვადარებენ უკრაინას და მოლდოვას, ავიღოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფცია, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან, - განაცხად...

ირაკლი კობახიძე

1763751110

საზოგადოება

პრემიერი: როგორც კი არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების, უცხოური აგენტურის აკრძალვის პროცესი დასრულდება, მაშინვე, ეს დემოკრატიული კონკურენციის პროცესი თვითონ წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს

„ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში. პრემიერის შეფასებ...

ირაკლი კობახიძე

1763751072

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არსებობს ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიშები, სადაც ვერ გაექცევი სინამდვილეს, მაგრამ პოლიტიკოსი ან ელჩი როცა ხარ, შეგიძლია თქვა, რომ უკეთესი მდგომარეობაა მოლდოვაში, სადაც კორუფცია ყვავის, ეკონომიკა გაჩერებულია

„არსებობს ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიშები, სადაც ვერ გაექცევი სინამდვილეს, შეიძლება, გააკეთო უხეში განცხადება, რაც მოგვისმენია კონკრეტული ელჩების და სხვების მხრიდან, რომ მოლდოვაში ყველაფერი უკეთესად ა...

ირაკლი კობახიძე

1763751034

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს, ჩვენი ვარაუდია, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტში ქართველები ბევრად მეტ ბინას იყიდიან და შესაბამისად, გარედან ნაკლები თანხა შემოვა

„მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს, Eagle Hills-ის ხელმძღვანელი ვარაუდობს 60%-ის გაყიდვას უცხოელებზე და როცა ის ამას ამბობდა, მას ამოძრავებდა სურვილი, კიდევ უფრო მეტად დადებ...

ირაკლი კობახიძე

1763750995

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული, არ შეიძლება ლოიალური დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ

„ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას. როგორც მთავრობის...

ირაკლი კობახიძე