ირაკლი კობახიძე: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპთან დაკავშირებით, ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება - მწირ რესურსებში იგულისხმება მათ შორის, მწირი ადამიანური რესურსების ეფექტური გამოყენება
რაც შეეხება ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპს - ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართული დისკუსიისას.
პრემიერის თქმით, საქართველოში თსუ იყო ერთადერთი უნივერსიტეტი, 90-იან წლებამდე, ამის მიღმა იყო სამედიცინო, პედაგოგიური და პოლიტექნიკური ინსტიტუტები, ეს სისტემა მოიშალა 90-იან წლებში და ამას მოჰყვა სერიოზული პრობლემები.
„რაც შეეხება ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპს - ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება. მწირ რესურსებში იგულისხმება მათ შორის, მწირი ადამიანური რესურსები. ძალიან ბევრი მიმართულებით ჩვენ გვყავს ღვაწლმოსილი ადამიანი, რომელიც აკადემიურ სფეროში მოღვაწეობს, მაგრამ, მთლიანობაში, ჩვენ გვაქვს მწირი რესურსი. მაგალითად, რომ ავიღოთ ისეთი ქვეყნების რესურსი, როგორებიცაა ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია და ა.შ. შედარება არ არის, იმდენად სუსტია ჩვენი რესურსი აკადემიურ სფეროში. ამიტომ, მთავარი ამოცანაა, რომ ის მწირი რესურსი, რომელიც გვაქვს, მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ.
გერმანიაში მოქმედებს ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტის პრინციპი. იმიტომ, რომ ისინიც ცდილობენ არსებული რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას. ერთადერთი ქალაქია ბერლინი, სადაც მოქმედებს ორი უნივერსიტეტი, ისიც ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე. იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანია, შესაბამისად, ორი უნივერსიტეტი შემორჩა ქალაქს. ყველა სხვა ქალაქში არის ერთი უნივერსიტეტი. იმიტომ, რომ საჭიროა რესურსების ოპტიმალური გამოყენება.
საქართველოში იყო ასეთი სისტემა - იყო ერთი უნივერსიტეტი. თსუ იყო არა მარტო დედა უნივერსიტეტი, იყო ერთადერთი უნივერსიტეტი, 90-იან წლებამდე. ამის მიღმა იყო ინსტიტუტები, სამედიცინო ინსტიტუტი, პედაგოგიური ინსტიტუტი, პოლიტექნიკური ინსტიტუტი და ა.შ. ეს სისტემა მოიშალა 90-იან წლებში და ამას მოჰყვა სერიოზული პრობლემები. ჩვენ გვინდა, მეტ-ნაკლებად აღვადგინოთ ის მოცემულობა, რაც განაპირობებს მწირი რესურსების ოპტიმალურად გამოყენებას“, - განაცხადა პრემიერმა.
1771091540
საზოგადოებაპრემიერი: მე, როდესაც ვამბობ, რომ მწირი რესურსი გვაქვს და ამ მწირ რესურსს სჭირდება ოპტიმალური გამოყენება, ეს არის არგუმენტი, შეიძლება, არ მოგეწონოთ ჩემი არგუმენტი და უნდა დაუპირისპიროთ თქვენი არგუმენტი, მაგრამ თქვენ არგუმენტი არ გაქვთ
მესამე გამოსვლა - ნული არგუმენტი, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებში განათლების...
1771090137
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: დღეს რომ არ აქვს ქართველ ახალგაზრდას განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს უნდა შეიცვალოს და კეთილი ინებეთ და როდესაც ჩვენ არგუმენტებით გესაუბრებით, ან არგუმენტები წარმოადგინეთ, ან აღიარეთ, რომ არ გაქვთ ეს არგუმენტები
დღეს რომ არ აქვს ქართველ ახალგაზრდას განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს უნდა შეიცვალოს და კეთილი ინებეთ და როდესაც ჩვენ არგუმენტებით გესაუბრებით, ან არგუმენტები წარმოადგინეთ, ან აღიარეთ, რომ არ გაქვთ...
1771090075
საზოგადოებაგივი მიქანაძე განათლების რეფორმაზე: ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რა არის სიმართლე, რაზე ვართ ორიენტირებული და ეს პროცესები რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რა არის მნიშვნელოვანი, რა არის სიმართლე, რაზე ვართ ორიენტირებული და ეს პროცესები რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ე...
1771089311
საზოგადოებაგივი მიქანაძე: შემიძლია არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც სამწუხაროდ, არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს და ეს არის ის რეალობა, რამაც ფუნდამენტი დაუდო იმას, რომ ეს რეფორმა განხორციელებულიყო
შემიძლია არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც სამწუხაროდ, არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს და ეს არის ის რეალობა, რამაც ფუნდამენტი დაუდო იმას, რომ ეს რეფორმა განხორცი...
1771089269
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველოში არის ნიდერლანდებზე, შვეიცარიაზე, ავსტრიაზე მეტი უნივერსიტეტი, მაგრამ რომ ავიღოთ ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო „თაიმსის“ რეიტინგი, ჩვენი არც ერთი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის
საქართველოში არის 64 უნივერსიტეტი, საქართველოში არის ნიდერლანდებზე, შვეიცარიაზე, ავსტრიაზე მეტი უნივერსიტეტი, მაგრამ ხარისხი როგორიც არის, ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ. შიდა კონკურენცია აქ არ არი...


























