ირაკლი კობახიძეს 21 არასამთავრობო ორგანიზაცია აკრიტიკებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს 21 არასამთავრობო ორგანიზაცია აკრიტიკებს.

მესამე სექტორი ამბობს, რომ კობახიძის განცხადება, რომელშიც ის უცხოელ პარტნიორებს „კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკურ მიკერძოებაში“ ადანაშაულებს, დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების დისკრედიტაციას ემსახურება.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა,  როდესაც მმართველი პარტიის ლიდერები საჯაროდ და დაუფარავად ესხმიან თავს უცხოელ პარტნიორებს, როცა ისინი კრიტიკულად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ეს კრიტიკა ხშირად ეხება სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობას, პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს, საარჩევნო დარღვევებს თუ სხვა საკითხებს, რომლებიც მათი, როგორც ქვეყნის გულშემატკივრების, სამართლიან გულისწყრომას იწვევს. მათი გულწრფელი სურვილია საქართველოს მოქალაქეებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მათ ღირსეული ცხოვრებისა და განვითარების შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლებენ დამოუკიდებელი სასამართლოს უფლებით, პოზიციის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობით, მაღალი ხარისხით ჩატარებულ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმა იქნება დაცული, იარსებებს მკვეთრი ზღვარი მმართველ პარტიასა და მთავრობას შორის და ყველა ინსტიტუტი იმუშავებს გამართულად, მოქალაქეთა საკეთილდღეოდ. სწორედ ასეთ საქართველოს უჭერს მხარს დასავლეთი. ზუსტად ამიტომ, მათ არაერთხელ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ისინი არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას თუ პოლიტიკურ ჯგუფს, არამედ ქართველ ხალხს გულშემატკივრობენ“, -  ნათქვამი ერთობლივ განცხადებაში.

21 ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ნაცვლად იმისა, რომ ობიექტური კრიტიკა გაიზიაროს და სხვადასხვა მიმართულებით სიტუაცია გაუმჯობესდეს, ხელისუფლება ბოლო დროს, სულ უფრო კამპანიურ ფორმას აძლევს ქვეყნის დასავლელ მეგობრებზე თავდასხმებს.

„ცალკეული ჯგუფები და ლიდერები არც შეურაცხმყოფელ ტონს ერიდებიან და ხშირად, ადანაშაულებენ  ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში მათ, ვის პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზეც საქართველოს სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული. ასეთი რიტორიკით, ქვეყანას, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა განვითარების დასავლურ ვექტორს უჭერს მხარს, სულ უფრო მეტი ზიანი ადგება. ამას ემატება საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან რეფორმებსა და  დასავლეთის ფინანსურ დახმარებებზე საჯაროდ უარის თქმა. საგანგებო აღნიშვნის ღირსია, საქართველოში ბოლო დროინდელი პოლიტიკური კრიზისების დარეგულირებაში ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გაწეული უდიდესი ძალისხმევით მიღწეული შედეგები, რომლებიც საბოლოოდ უგულებელყოფილი იქნა ხელისუფლების მხრიდან“, - ამბობენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნება იყო და არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაცია.

„ვფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლება მსგავსი ქმედებებით და განცხადებებით სულ უფრო გვაშორებს ჩვენს ისტორიულ არჩევანს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 21 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 13 ნოემბერს თავის ფეისბუკ გვერდზე დაწერა, რომ „ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა მართლმსაჯულების პოლიტიზების გამუდმებული მცდელობაა, რომელშიც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მასთან დაკავშირებულ პარტიულ მედიასაშუალებებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სამწუხაროდ, ჩართული არიან რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტებიც, რომელთა ნაწილი პოლიტიკური სტატუსის მატარებელია“. 

ასევე საინტერესოა:

🔵რატომ არ შეუშვეს უკრაინის სახალხო დამცველი გლდანის საპატიმროში?

🔵ზურაბ ჯაფარიძე: ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791698641

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ოქტომბერს საქართველოში

11 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბა...

ამინდი      ამინდი

1791665025

საზოგადოება

გიორგი გველესიანი: მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში - თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ამომრჩეველსაც

მე მაინც ვერ ვხდები, თქვენ რაზე აღშფოთდით და რა იყო ტყუილი ჩემს ნათქვამში. მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ ხალხს, იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც განზრახ, მიზანმიმართულად ჩვენი ქვე...

გიორგი გველესიანი

1791663611

საზოგადოება

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცეცხლის კერა „დელტას“ ტერიტორიაზე მდე...

სახელმწიფო სამხედრო

1791662819

საზოგადოება

პაატა სალია: ის ადამიანები ცდილობენ ისევ სიტუაციის არევას, ვინც იმ ძალადობრივი სისტემის შემოქმედი იყო - კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობთ: ჩვენი მმართველობის პერიოდში სიტუაცია სტაბილურია ციხეებში და ყოველთვის ექვემდებარება მართვას

„არანაირი ბუნტი არსად არ ყოფილა, ჩვენი მმართველობის პერიოდში ციხეებში ადამიანის ღირსება, ადამიანის უფლებები დაცულია, მაგრამ ასევე დაცულია უსაფრთხოება, ასევე დაცულია ის, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ამ ცრუ ნ...

პაატა სალია

1791661410

საზოგადოება

თბილისში დელტას ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, დელტას ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ. ინფორმაციისთვის, 10 ოქტომბრის ღამეს „დელტას“ ქარხნის ტერიტორიაზე...

ხანძრის ლიკვიდირება