იტალიაში, რუსეთის მოთხოვნით, უკრაინელი რეჟისორი დააპატიმრეს

იტალიაში, რუსეთის მოთხოვნით, უკრაინელი რეჟისორი ევგენი ლავრენჩუკი დააპატიმრეს.

ცნობილი არტისტი, ექსტრადიციის საკითხის მოგვარებამდე პატიმრობაში რჩება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა და დაამატა, რომ რეჟისორს ჰყავს ადვოკატი და საკონსულოს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

იტალიელმა სამართალდამცველებმა ოდესას საოპერო თეატრის დირექტორი ლავრენჩუკი, 17 დეკემბერს, ნეაპოლში დააკავეს მაშინ, როდესაც თვითმფრინავით იტალიის დატოვებას აპირებდა. 

რეჟისორს, უკრაინის კონსული ბოლოს 31 დეკემბერს შეხვდა და განაცხადა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისაღებ პირობებშიც იმყოფება.

ვინ არის ევგენი ლავრენჩუკი?

უკრაინელი რეჟისორი წარმოშობით ლვოვიდანაა. განათლება რუსეთში და პოლონეთში მიიღო. დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, სადაც მოსკოვში არსებულ პოლონურ თეატრს ხელმძღვანელობდა.

რუსეთი დონბასის სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე დატოვა და ხმამაღლა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება, რომ რუსეთის მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ, კრიმინალური იყო.

2021 წლის მარტში მან უკრაინის საპატიო არტისტის წოდება მიიღო და ამჟამად ოდესის ოპერისა და ბალეტის აკადემიური სახელმწიფო თეატრის დირექტორია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792088757

ახალი ამბები

ვარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო

ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავლაბარში ხანძარი ლიკვიდირებულია

1792086808

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...

ირაკლი კობახიძე

1792085735

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით

„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...

ირაკლი ნადარეიშვილი

1792084456

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრაზე...

მარიამ ქვრივიშვილი

1792081777

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი...

მარიამ ქვრივიშვილი