„კარგად დააკვირდით ამ ფოტოებს! ეს ჩვენი ქალაქის ქუჩებში ხდება და დღეს თავად შევესწარი“ - ფეისბუკმომხმარებელი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, სალომე ციგროშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც თბილისში ნანახ ამბავზე საუბრობს.

„კარგად დააკვირდით ამ ფოტოებს! ეს ჩვენი ქალაქის ქუჩებში ხდება და დღეს თავად შევესწარი, როცა მეგობარს ველოდებოდი.

მოხუცი ქალი პატარა ბავშვთან ერთად მათხოვრობდა ბელინსკის ქუჩასთან. მათთან ახალგაზრდა კაცი იდგა და ელაპარაკებოდა. ყური მივუგდე და ასეთი სიტყვები ჩამესმა:

– 20 ლარს მოგცემთ და წადით სახლში, ცივა, ცოდოა ბავშვი.

ქალმა რაღაც უპასუხა, ვერ გავიგე. ახალგაზრდამ ჯიბიდან ფული ამოიღო და მიაწოდა. ქალმა გამოართვა.

თავი ვეღარ შევიკავე და ვუთხარი, ღმერთი გაგახარებს, სიკეთე არ იკარგება-მეთქი.

გამიღიმა და შეტრიალდა. მაშინღა შევამჩნიე, ზურგზე წარწერა ჰქონდა – “police”.

ასე ჩუმად, უკნიდან გადავუღე ფოტო, რაღაცნაირად ვიცოდი, რომ არ გადამაღებინებდა. ქალმაც გააპროტესტა, მაგრამ მაინც მოვასწარი…

თქვენ ჰეი, თავგასულო პოლიტიკოსებო, ხმის ჩახლეჩამდე რომ ლანძღავთ პოლიციელებს, იქნებ გაიხსენოთ, ბოლოს როდის დაეხმარეთ ხელგამოწვდილ ადამიანს?

ან თქვენ, პროფესიადაკარგულო ჟურნალისტებო, მხოლოდ უარყოფითი ინფორმაციებით რომ გვკვებავთ, რატომ ვერ ხედავთ ამ პატარ-პატარა სიკეთეებს? ცოტაა? ცოტა სიკეთე არ არსებობს, სიკეთე ყოველთვის ბევრი და დიდია, ის ადამიანებს გულებს უთბობს და ღმერთთან ადის…

და კიდევ, თქვენგან განსხვავებით, გამახსენდა, რომ ბავშვი არასრულწლოვანი იყო და სახე დავუფარე.

არაფერია კეთილი ადამიანის ცქერაზე უფრო სასიამოვნო. არ ვიცი ვინ ხარ, უცნობო პოლიციელო, მაგრამ ვინც არ უნდა იყო, კეთილი კაცი ხარ შენ!” - წერს სალომე ციგროშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 "ამ ორი ნივთიერების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი" - ექიმი ზაზა თელია საზოგადოებას აფრთხილებს

📌 რატომ არ უნდა გეშინოდეთ პანიკური შეტევების?!

📌 ხელ-ფეხი ხშირად გეყინებათ? - რა არის ამის მიზეზი და როგორ უნდა მოიქცეთ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793887136

ახალი ამბები

სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქეები 500-500 ლარით დაჯარიმდნენ

საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ოქმი განიხილა. მოსამართლემ გიორგი ლოლაძე სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარი ჯარიმა დააკის...

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

1793887079

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ, მარიამ ბანძელაძეს შეხვდა. შ...

მარიამ ლაშხი

1793884988

ახალი ამბები

ზურაბ ჩიკვილაძე: ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან - დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ

„ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან. დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - წერს საკრებულო...

ზურაბ ჩიკვილაძე

1793884010

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5955 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5958 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი

1793883422

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით

„ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის...

შალვა პაპუაშვილი