კარგად მახსოვს გაოგნებული რომ იყავით, ეს რა საშიში კაცია მგონიო - უსუფაშვილი იხსენებს ივანიშვილის შეფასებას კობახიძეზე

„ლელოს“ წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე ირაკლი კობახიძეს „საშიშ კაცად“ აფასებდა.

ამის შესახებ უსუფაშვილმა დღეს, 25 მაისს, პარლამენტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემაზე დებატებისას განაცხადა, როდესაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებებს აფასებდა.

“მოგესალმებით ბატონო ბიძინა, როგორ ბრძანდებით? არ მგონია, კარგად იყოთ თქვენ ან მე 2022 წელს”, – მიმართა უსუფაშვილმა ივანიშვილს და შემდგომ, ასევე, დასძინა:

„ისიც კარგად მახსოვს გაოგნებული რომ იყავით, ეს რა საშიში კაცია მგონიო, მეორე ირაკლიზე [კობახიძეზე] ამბობდა – მაგიდის გარშემო გამალებულ დებატებში ვსხედვართ და შეუძლია 3 საათი იყოს აბსოლუტურად ჩუმად და აბსოლუტურად უემოციო სახითო, საშიში კაცია ესო. ახლა განსხვავება ისაა, რომ დღეში 3 საათი ლაპარაკობს ეს კაცი, ოღონდ იგივე კაცია და ყოველდღე იფრქვევა მარგალიტები, რომელიც ნაცთმოძულე ქართველებს გულს ფხანს და სიამოვნების ექსტაზიდან არის ეს ხალხი გამოსაყვანი და ევროპას, საითაც მივდივართ, შოკში აგდებს ყოველდღიურად, მუდმივად, კონვეიერულ რეჟიმში.

გვიკვირს რომ ვინმე იქიდან კითხვებს სვამს და აღარ გვენდობა, ვერ გაიგო რა ხდება და რა უნდა ამ პატარა ქვეყანას, რომელსაც შანსები მიეცა. დღეს გვაქვს შანსი, მაგრამ ამ შანსს სჭირდება გამოყენება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

🔵ცოდვაა მართლა ეს ქვეყანა, ცოდვა, არ იმსახურებს ამდენ აღვირახსნილს - შალვა ნათელაშვილი გიორგი გახარიას უპირისპირდება

🔵დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა

🔵„მაშინ მომკლა ჩემმა ქმარმა, როცა ცხოვრებაში პირველად შემეძლო მეცხოვრა“ - დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში უცნობი ავტორის შემზარავ ისტორიას აქვეყნებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794043370

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1794041433

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1794039575

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...

დავით მათიკაშვილი

1794039239

ახალი ამბები

ბრალდებულმა ბათუმში მეზობლად მცხოვრები კაცი გადაჭრილი თოფიდან გასროლით დაჭრა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-...

დაკავება და ბორკილები

1794038057

ახალი ამბები

ალექსანდრე ხაზარაძე: ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

„ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით დღევანდელ გლობალურ გარემოში, როდესაც მსოფლიოში გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ეკონომიკური ფრაგმენტაციის პროცესები...

ალექსანდრე ხაზარაძე