"მამაკაცებისადმი დაუოკებელი ლტოლვა მაქვს... შევთავაზე სექსი, რაზეც უარი მითხრა მშვიდად" - რას ყვება პიროსი მუმლაძე, რომელსაც გავრცელებულ ვიდეოში სცემენ

მძიმე აღიარება სამონაზვნო პირისგან - პიროსი მუმლაძე 2 დღის წინ თემქაზე მომხდარ ინციდენტს იხსენებს, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდა ასევე მორჩილი ილარიონ გიგოლაშვილი. ორივე პირი თავს ბერად ასაღებს, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს საპატრიარქოს, რომელიც ცოტა ხნის წინ განცხადებით გამოეხმაურა სასულიერო პირებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას.

პიროსი მუმლაძე ჰყვება, რომ რამდენიმე დღის წინ თემქაზე მომხდარ ძალადობის ინციდენტს წინ უძღოდა კიდევ ერთი ინციდენტი, რა დროსაც მოძალადემ, მღვდელმა ილარიონ გოგილაშვილმა ძალით გახადა კაბა და გაპარსა წვერი. მისივე თქმით, ეს მოხდა ქუთაისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რის შესახებაც მან "კურიერთან" დაწვრილებით ისაუბრა.

"ქუთაისში რაგბისტი ბიჭები გავიცანი. მწვანე ყვავილზე, ეკლესიაში ვიყავი. მეუფე მოვიდა იქ, იოანე და ლოცვა უნდა ჩაეტარებინა. ვინაიდან ღამით დასარჩენი არ მქონდა არსად, ეს ბიჭები შემთხვევით გავიცანი და ვთხოვე, რომ თუ შეიძლება ერთი ღამე მათთან ვყოფილიყავი. მეორე დღეს, ის ბიჭები წასულები იყვნენ და მასპინძელი იყო სახლში, სახლს ვალაგებდით მე და მასპინძელი და მომეწონა ის. მე, საერთოდ, მაქვს მიდრეკილებები ბიჭებისადმი თავიდანვე, ქალებისადმიც, მაგრამ უფრო დაუოკებელი ლტოლვა მამაკაცისადმი მაქვს, ოღონდ ყველასადმი არა - კარგი, სიმპათიური, კარგი ჩაცმული და მსიამოვნებს ასეთი ურთიერთობები და შევთავაზე სექსი, რაზეც მან უარი მითხრა მშვიდად. გავიდა რამდენიმე დღე, ვიყავი სხალთის მონასტერში სადაც მღვდლებმა მიმიღეს ასევე დიდი პატივით, ფულიც მომცეს და შემდეგ ამ საუბარში აღმოჩნდა, თუ ვიცნობ ბერ ილარიონს - ესეც მეუფე იობის აღკვეცილია. კი როგორ არაო, დაურეკეს რომ მოვიდა ბერი პიროსი, თუ იცნობო და კიო ვიცნობო. თუ შეიძლება შენთან მოვიდეს სტუმრადო. მოკლედ, ვუამბე ქუთაისის ინციდენტი და ძალიან გაბრაზდა, გაგიჟდა, გაცოფდა, დანები ამოიღო და ვსიო, ახლა შუბა უნდა გავხადოო. მე მივდიოდი წინა დღეს, პარასკევს, ლოცვაზე, მაგრამ რადგან იქამდე დიდი დრო იყო, წავედი ზღვაზე, მქონდა პანაშვიდიდან წამოღებული საჭმელები (მამაომ მომცა) და ქუჩაში რომ არ მეჭამა, ნაძვებში დავჯექი და მორიდებულად ვჭამდი. მანქანა დგას თეთრი, დაბურული შუშებით, გაიღო კარი და გადმოვიდა ილარიონი, შენო კაბა რატომ ჩაიცვიო, მე ხომ გაგხადეო. წამიჭირა ხელი ყელში და ეს კადრები დევს, დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ. კაბა არ შემოუხევია, მაგრამ მეუბნებოდა შენ კაბა რაზე ჩაიცვიო,"- აცხადებს პიროსი მუმლაძე. 

ინტერვიუ მუმლაძესთან, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ჩაწერა
 
"კურიერი" ეცადა მღვდელ ილარიონ გიგოლაშვილთან დაკავშირებას, თუმცა ვერ შეძლო. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ის წარსულში ნასამართლევია და სასჯელაღსრულების დაწესებულება სულ ცოტა ხნის წინ დატოვა. 
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სოციალურ ქსელში დღეს, 21 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება) დაიწყო.

ამავე თემაზე:

🔵„რატომ ჩაიცვა ანაფორა?“, „არ გათიშო, გადაიღე“, „პოლიციაში უჩივლე მამა კეკელიას?“ - ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს ერთი სასულიერო პირი მეორეზე

🔵შსს-მ სასულიერო პირის ძალადობის ვიდეოზე გამოძიება დაიწყო

🔵მგონია, რომ დადგმული სცენაა პირადად ჩემს წინააღმდეგ - დეკანოზი შალვა კეკელია ძალადობის ვიდეოზე (ვიდეო)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780237237

ახალი ამბები

საქართველო ბიატლონის საერთაშორისო დღეს პირველად შეუერთდა

საქართველო პირველად შეუერთდა ბიატლონის საერთაშორისო დღეს. ბაკურიანში გამართულ სპორტულ და გასართობ აქტივობებში ახალგაზრდა სპორტსმენები და მოყვარულები მონაწილეობდნენ. სპორტის ამ მიმართულების განვითარება...

 ბიატლონის საერთაშორისო დღე

1780235556

ახალი ამბები

შიო მესამე: ამ სულიწმიდის მადლს საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში ერთობლივ ლოცვებსა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით ვიღებთ. ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა

გილოცავთ სულთმოფენობის და ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. ამ სულიწმიდის მადლს საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში ერთობლივ ლოცვებსა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით ვიღებთ, - განაც...

შიო მესამე

1780234415

მსოფლიო

Bloomberg: ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ფასების ლიმიტის დროებით შეჩერებას განიხილავს

ევროკავშირი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, რუსულ ნავთობზე ფასების ლიმიტის დროებით შეჩერებას განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg-ს ინფორმირებულმა წყაროებმა აცნობეს. ამჟამად მოქმედი სისტემა ყოვ...

ევროკავშირი რუსულ ნავთობზე

1780232456

ახალი ამბები

ბათუმში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ცნობებით, მოკლული შუა ხნის მამაკაცია. შემთხვევა სევერიანე აჭარელის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორ...

ყვითელი ლენტი

1780231453

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინამ IRIS-T-ის სისტემისთვის ახალი გამშვები დანადგარი მიიღო

უკრაინამ გერმანიისგან IRIS-T საზენიტო-სარაკეტო სისტემისთვის ახალი გამშვები დანადგარი მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ჩვენ მივიღეთ IRIS-T-ის ახალი გამშვები დანა...

ზელენსკი