მგონია, რომ დადგმული სცენაა პირადად ჩემს წინააღმდეგ - დეკანოზი შალვა კეკელია ძალადობის ვიდეოზე (ვიდეო)
დეკანოზ შალვა კეკელია, მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ მორჩილი ილარიონ გრიგალაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში რუის-ურბნისის ეპარქიიდან განდევნილ როინ მუმლაძეზე ძალადობს, რამდენიმე თვით ადრე შეხვდა და განუცხადა, რომ მუმლაძე თავისივე მონასტერში მიიყვანა, რის შემდეგაც ვიდეო გადაუღო, წვერი გაპარსა და სასულიერო სამოსი გახადა.
დეკანოზის განმარტებით, ჩანაწერში მონაწილე არცერთი პირი ბერი არ არის. შალვა კეკელია ამბობს, რომ ორივე მათგანი რუის-ურბნისის ეპარქიაში მსახურობდა.
,,ეს უმძიმესი და უსაშინლესი ფაქტი იყო რაც ვნახე, მიუღებელი და წარმოუდგენელია ქრისტიანი ასე იქცეოდეს. მგონია, რომ დადგმული სცენაა პირადად ჩემს წინააღმდეგ, ჩემს სახელს და გვარს ახსენებენ, რა შუაშია ჩემი სახელი და გვარი? მამა ანდრია ჯაღმაიძე მესაუბრა და მითხრა, რომ არცერთი მათგანი არ არის დღეს ბერი, ერთი მორჩილია, მეორე კი ბერი იყო და ახლა აკრძალული აქვს ყველაფერი, ორივენი რუის-ურბნისის ეპარქიაში იყვნენ.
ვინც ურტყამს, ეს ადამიანი დამიკავშირდა, მოვიდა ჩემთან და დამელაპარაკა. როგორც თავად მომიყვა, წაუყვანია თავისთან მონასტერში, ვიდეოები გადაუღია, ყველაფერი მოვაყოლეო და ეპისკოპოსებთან გადაუგზავნია, რის შემდეგაც მითხრა, გადაღებული მაქვს, რომ გავპარსე წვერი და გავხადე კაბაო. შემდეგ მკითხა ჩივილთან დაკავშირებით. რომ მითხრა ამ ვიდეოს ჩაგიგდებო, ვუთხარი, არ მაინტერესებს და შენთვის გქონდეს-თქო. რატომ უნდა მაინტერესებდეს, რატომ გახადა კაბა, არ მაინტერესებდა არანაირად“, - აღნიშნა შალვა კეკელიამ.
დეკანოზმა 2019 წელს მომხდარი ფაქტიც გაიხსენა, რომლის გამოც როინ მუმლაძემ მის წინააღმდეგ საპატრულო პოლიციაში იჩივლა.
,,ეს ადამიანი სასწავლებელში მოვიდა და როგორც მოძღვარს მთხოვა, ლექციებზე მიმეცა დასწრების უფლება, რომ თავისუფალი მსმენელი ყოფილიყო, დავრთეთ ამის ნება და დაიწყო ლექციებზე სიარული. ერთი კვირის შემდეგ, ჩემმა სტუდენტმა მანახა ვიდეო, მის მამათმავლობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დავიბარე და ვუთხარი, რომ ჩვენთან ლექციებს ვერ დაესწრებოდა. ეს ადამიანი კიდევ ვნახე და ვუთხარი - აღარ დაგინახო ამ ტერიტორიაზე ახლოს გაკარებული-თქო, ვუთხარი თუ „ასეთი“ ხარ, გაიხადე კაბა, გაიპარსე წვერი, ამ ფორმაში ეს არ არის მისაღები. გადავიყვანე საპატრიარქოში და შევახვედრე მეუფეებს, რომლებმაც განუცხადეს, რომ თუ შესამოსელში იქნებოდა, ქალაქში გასვლა ეკრძალებოდა, უნდა ყოფილიყო მონასტერში და მონასტრის ტერიტორია არ უნდა დაეტოვებინა. მას შემდეგ, რაც აეკრძალა ქალაქში ყოფნა, კიდევ ერთხელ ვნახე ჯვრის მონასტერთან, იმ მომენტში მე მას დავემუქრე, ეს იყო 2019 წელს. ჩემი მუქარის გამო მიჩივლა, დამიბარეს პოლიციაში და ყველაფერი მოვუყევი. მღვდლებს არ გვაქვს ადამიანის ცემის უფლება, ვუთხარი შენ არ გაქვს უფლება, რომ ჩვენი შვილები გარყვნა. ჩემგან ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ვიღაცას გავუსწორდე, სულ ეს იყო ჩვენი ურთიერთობა“, - აღნიშნა შალვა კეკელიამ.
ცნობისთვის, ფეისბუკში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს ერთი სასულიერო პირი მეორეზე. ვიდეო 4 წუთს გრძელდება. მოძალადე სასულიერო პირი მეორეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და რამდენჯერმე ეკითხება, რატომ ჩაიცვა ანაფორა. გარდა ამისა, მოძალადემ იცის, რომ ვიდეოს იღებენ და გადამღებს ეუბნება - "არ გათიშო, გადაიღე".
საპატრიარქომ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ "ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი".
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასულიერო პირის ძალადობის ვიდეოზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება).
1780244188
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. სესიაში, რო...
1780243595
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების თვალსაზრისით გლობალ...
1780242468
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, - ინფორმაცია ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა. ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ზედიზედ მე...
1780241371
ახალი ამბებიანა წითლიძე: პოლიტიკა არ არის - მე შენ მიყვარხარ... მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს, ან მელია
„ძალიან გულუბრყვილოდ უყურებთ პროცესებს. პოლიტიკა არ არის - მე შენ მიყვარხარ, რომ მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს, ან მელია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთე...
1780239396
ახალი ამბებიანა წითლიძე: ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო „ქოცებთან“, რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ იმ წლებში, რომლებსაც მელია ასახელებს, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომ...






























