შსს-მ სასულიერო პირის ძალადობის ვიდეოზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასულიერო პირის ძალადობის ვიდეოზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება).

ცნობისთვის, ფეისბუკში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს ერთი სასულიერო პირი მეორეზე. ვიდეო 4 წუთს გრძელდება. მოძალადე სასულიერო პირი მეორეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და რამდენჯერმე ეკითხება, რატომ ჩაიცვა ანაფორა. გარდა ამისა, მოძალადემ იცის, რომ ვიდეოს იღებენ და გადამღებს ეუბნება - "არ გათიშო, გადაიღე".

საპატრიარქომ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ "ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი". 

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵საბერძნეთში, სამგზავრო გემზე რომელზედაც ხანძარი გაჩნდა 11 დაკარგული მგზავრიდან, ერთი გარდაცვლილი იპოვეს

🔵თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! მიიღეთ ჩვენი რწმუნებულება - 54 არასამთავრობო ორგანიზაციის წერილი ვლადიმერ პუტინს საქართველოდან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780244188

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. სესიაში, რო...

პარლამენტის დელეგაცია

1780243595

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების თვალსაზრისით გლობალ...

ირაკლი კობახიძე

1780242468

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, - ინფორმაცია ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.  ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ზედიზედ მე...

ხვიჩა კვარაცხელია

1780241371

ახალი ამბები

ანა წითლიძე: პოლიტიკა არ არის - მე შენ მიყვარხარ... მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს, ან მელია

„ძალიან გულუბრყვილოდ უყურებთ პროცესებს. პოლიტიკა არ არის - მე შენ მიყვარხარ, რომ მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს, ან მელია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთე...

ანა წითლიძე

1780239396

ახალი ამბები

ანა წითლიძე: ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო „ქოცებთან“, რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ იმ წლებში, რომლებსაც მელია ასახელებს, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომ...

ანა წითლიძე