შალვა პაპუაშვილი: მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება

მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
„გუშინ საქართველოში შედგა არჩევნები, რომელმაც კიდევ ერთი წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას, თუ ვინ არის ქართველი ხალხი, სად დგას ქართველი ხალხი, რამდენია ქართველი ხალხი და ვის შეუძლია მათი სახელით ლაპარაკი.
ქართველი ხალხი გუშინ მივიდა არჩევნებზე, რომელიც ცხადია იყო იმაზე მეტი, ვიდრე ეს უბრალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევაა.
გუშინ ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოს, ქვეყნის კონსტიტუციას, მართლწესრიგს, დემოკრატიას და ეროვნულ ინტერესებს.
მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში ჩართულ თითოეულ კანდიდატს, საარჩევნო შტაბების წევრებს, რომლებმაც ჩვენი მთავარი სათქმელი ამომრჩევლამდე მიიტანეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1759663406
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი, ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო - სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს
გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რო...
1759662292
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: 2003 წელსაც გარედან მართული პროცესი იყო, იმავეს გამეორება სცადეს, უბრალოდ ჩვენ ვართ მომზადებული, ქართულმა სახელმწიფომ, საზოგადოებამ არ მისცა არევის შესაძლებლობა
ის ხალხი, რომელიც 2003 წელს ჯერ კიდევ არქმევს მშვიდობიან რევოლუციას და „ვარდების რევოლუციას“, მაშინაც სწორედ გარე ძალების დაკვეთით მოქმედებდა, ახლაც იმავეს ცდილობდნენ, უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ მის...
1759662224
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შეცვლილი. არჩევნებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სტანდარტი ჯერ კიდევ არ არსებობს
ამ ქვეყანაში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შეცვლილი. ვხედავთ, რომ არჩევნებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება, სამაგალითო ხდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში...
1759661825
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: თითოეულ სამართალდამცველს ვუხდი მადლობას, რომ მაღალ დონეზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას
თითოეულ სამართალდამცველს ვუხდი მადლობას, რომ მაღალ დონეზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. „განსაკ...
1759661730
საზოგადოებაშსს: გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ დღეს და მომდევნო დღეებში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიმართა შეკრება, რომლის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო. შეკრებამ მალევე მიიღო კანონ...